TECH & მეცნიერებაგართობა

საუკეთესო გადამწერი

183929ee4f1d
2008 წლის 5 მაისს ქალაქ ეკატერინბურგში ჩატარდა “შპარგალკების” გამოფენა
გამოფენაზე 40-მდე ექსპონატი იყო. მონაწილეები ძირითადად მოსწავლეები იყვნენ. რამოდენიმე სკოლიდან მხოლოდ 20 მოსწავლე მოვიდა . აქედან 19-მა თავისი გვარი არ დაასახელა. და მარტო მეცხრეკლასელმა მირა ცგოევამ არ დამალა თავისი ვინაობა. მან გამოფენაზე უბრალო ხელსახოცი მოიტანა რომელიც მან მეცხრე კლასში , ტესტის დროს გამოიყენა.  თუ ხელსახოცს გადაშლიდი შიგნით ფორმულებს , ჰიპერბოლებს და ამოხსნებს დაინახავდი. მირას თქმით ეს “შპარგალკა” მას მშობლებმა გაუკეთეს (ისე ყოჩაღ მაგათ   :D  ) .

იყო ისეთი უბრალო ვარიანტებიც როგორც “პასტაში” ან პენალში ჩაკვეხებული “შპარგალკები” . სახაზავის უკანა მხარეზე დაწერილ თარიღებზე აღარაფერს ვამბობ  . ასეთი უბრალო სამალავები ვის არ გამოგვიცდია მაგრამ რუსეთში ესეთი რაღაცეები კარგად აქვთ დამუღამებული აშკარად იმიტომ რომ ერთ-ერთმა ეგზემპლიარმა – ხელოვნურმა ფრჩხილებმა ნამდვილად გამაკვირვა. ამ გამოფენის ორგანიზატორმა – ივან კოლოტოვკინმა თქვა რომ თვითონ სცადა ფრჩხილების დაწებება (არა რა ვერ არიან ეს რუსები კარგად :sackali:  ) მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა და ძალიან დაღონებული იყო ამის გამო   :D  :D. გამოფენის რეკლამის მენეჯერმა – სვეტლანა მინინამ იქ მყოფთ მოუთხრო თუ როგორ სცადა ერთხელ ფიზიკის ტესტზე შპარგალკის გამოყენება. მან მუხლებზე დაიწერა ფორმულები ხოლო იმაზე არ დაფიქრდა რომ მინიკაბა რომელიც იმ დღეს ჩაიცვა მუხლზე მინიმუმ ხუთი თითის დადებით მაღლა იყო. ანუ რაც შპარგალკები ეწერა მუხლზე გამოუჩნდა იმიტომ რომ მოკლე კაბა ეცვა :lol: :lol: :lol:  მან ისიც გაიხსენა თუ როგორ ხარხარებდნენ მასწავლებლები. ნიშანი დაუწერეს მაგრამ რა ფასით?  :D

ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო ამ კონკურსში გაიმარჯვა მირა ცგოევამ და მისმა ხელსახოცმა რისთვისაც მათ “პაჩოტნი” სიგელი მისცეს.

P.S ჩემი პირველი პოსტია და ძალიან არ ჩამქოლოთ :D

მსგავსი ამბები

Back to top button