გართობაუცნაური

ოდნოკლასნიკი

f9e53238d0e6
6 ტიპის ”სტატუსი” რომელსაც აუცილებლად წააწყდებით ”ოდნოკლასნიკებზე”

წყარო: http://ni2.ge

პოპულარულ სოციალურ ქსელში ”ოდნოკლასნიკები,” დაინერგა ე.წ. სტატუსების ფუნქცია. ამ ფუნქციის საშუალებით მომხმარებელი თავის ნააზრევს ან განწყობის შესახებ მოგვითხრობს პატარა “მესიჯების” სახით.

წარმოგიდგენთ 6 ტიპის ”სტატუსს” რომელსაც აუცილებლად შეხვდებით ”ოდნოებზე.”

6. სხვადასხვა სიმბოლოები (მზანი: უცნობია)

სტატუსი: ………………, X+=$%^#@, {{{{{{{{{{{{}}}}}}}}}}} და ა.შ.

ამ ტიპის სტატუსებს ძირითადად თინეიჯერები და 25 წლამდე, ”ჯერ ვერ გაზრდილი” ახალგაზრდები იყენებენ. სავარაუდოდ ემოციების გამოხატვას ემსახურება ეს ყველაფერი. მაგალითად წერტილები – ერთგვარი გაბუტვის მანიშნებელია, სავარაუდოდ ამ სტატუსის დაყენებას მოჰყვება ვინმე მეგობარი გოგჩოსგან მოწერილი ”პისმო” ”რა ქჭიიირს?”

მათემატიკური და სხვა ”shift+რამერიცხვი” ან გინებაა, ან დაშიფრული მესიჯი. ორივე შემთხვევაში ეს ”სტატუსი” აგრესიას გამოხატავს.

5. სიყვარულის ახსნა (მიზანი: 1. ხალხისთვის იმის ჩვენება რომ შეყვარებული ჰყავს. 2. გარკვეული დილემის შექმნის მცდელობა).

სტატუსი: ნინუცი ძალიან მიყვარხარ :* :* :*
I. ხალხისთვის იმის ჩვენება რომ შეყვარებული ჰყავს.

აღნიშნული სტატუსის მქონე ადამიანები ხშირად რამდენიმე გოგონას ერთად”აბამენ.” ”შებმის” ობიექტები ამ სენტიმენტალურ მესიჯს თავიდანვე ამჩნევენ, მაგრამ ყურადღებას არ ამახვილებენ. რამდენიმე წერილიანი მომოწერის შემდეგ, სავარაუდოდ ასე 5-6, გოგონა ასეთ შეკითხვას აგზავნის: ”ეს ნინუცა ვინაა? შენი დაა თუ დაქალი?” ბიჭი დიდი ყოყმანის შემდეგ, გადაწყვეტს მიწეროს, რომ ეს მისი შეყვარებულია, რომელთანაც ახლა ნაჩხუბარია. ამის შემდეგ ”მესიჯობა” ასე გრძელდება:

გოგონა: ”მერე შეყვრებული თუ გყავს მე რაღაც მწერ? :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) (ეს გრძელი ღიმილი თან ლაითი ტონის მიმანიშნებელია, თან გოგონას ოპტიმისტური განწყობის – ეს განწყობა კი შემდეგში გამოიხატება: ა) გოგონა ფიქრობს რომ ბიჭის შეყვარებულზე უკეთესი ნაშაა და სწორედ ამიტომ დაეკონტაქტა მას. ბ)თუ ნაჩხუბარია, იქნებ ახალის შოვნა უნდა?).

ამ შეკითხვაზე ბიჭი ასე პასუხობს: ”:)))))))))))))))) ჰო, მარა ხო იცი არა ქართველი კაცის ამბავი :))))))))))))))))))))))”

გოგონა: ”ოჰ, რა ხართ ეს კაცები.” ამის შემდეგ მიმოწერა გრძელდება ყველანაირი შეფერხების გარეშე.
II. გარკვეული დილემის შექმნის მცდელობა

ამ შემთხვევაში ბიჭი/გოგო ცდილობს თავისი ”დრუზია” გოგონების ყურადღების მიქცევას. ამ სტატუსის დაყენება მოსალოდნელია თუ მამრს ”დრუზიაში” მინიმუმ 3 ნინუცი/ნინო/ნინჩო ჰყავს. ეს ერთგვარი ხრიკია, რომ მისი რჩეული ნინჩოს ყურადღება მიიქციოს და შემდეგ სიყვარულის ძაფები გააბას, როგორც სპაიდერმენმა ნიუ იორკის მაღალ შენობებზე (ეს პასაჟი მომიტევეთ, ლალი მოროშკინას ლიტერატურული ზეიმის გავლენაა).

4. სხვადასხვა ადგილების შექება (მიზანი: მარიაჟობა, ხალხის მოზიდვა პერსონალურ გვერდზე. შორს მიმავალი მიზნები: გათხოვება/ცოლის მოყვანა, სექსი (ვირტუალური მაინც)).

სტატუსი: მაგარია ფრანქფურტიიიიიიიი! ან მაგარია გურიაააააა! ან აუ ტყიბულში რა დრო ვატარეეეე

ამ სტატუსის დაყენების შემდგ მოსალოდნელია დაინტერესებული მამრის/მდედრის მესიჯი: ”ვააა, მეც ვიყავი ფრანქფურტში, ვისთან იყავი? ჰანსს იცნობ?”

”აუ მეც მაქვს გურიაში სოფელი, მარა ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ, ისე კი აქებენ, მაგრამ სოფელი რაღაც ნიტოა მაინც ხო? მე უფრო შარმელ შეიხი მევასება რა :-))))))))))))))))))))”

”ტყიიბული მართლა მაგარია, მე და ჩემი ძმაკაცები ივყავით შარშან, კაი დრო ვატარეთ, მარა მერე იქ ვიღაცეებმა გაგვიტრაკეს და იარაღები დავადეთ რა! აუ ძაღლებს თბილისამდე ძლივს ჩამოვასწარით, დიღმამდე გვზდიეს.”

საუბარი გრძელდება ტკბილი მოგონებების გაცვლა-გამოცვლით და პიკის მიღწევის დროს ერთი მხარე მეორეს იჭერს ტყუილში, თუმცა ეს საერთო მხიარულებას და რომანტიზმს უფრო აძლიერებს და საქართველოს დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებისკენ მიმავალი გზა კვლავ იკაფება.

3. ბრძნული გამონათქვამები (მიზანი: ინტელექტის ზეიმი).

სტატუსი: ”რამე ბრძნული გამონათქვამი,” ”რამე ფრაზა დათა თუთაშხიადან” – ამ ბოლოს აუცილებლად უნდა მიეწეროს: ”მაგარია თუთაშხიაააააა!!!!1111”

ამ ტიპის სტატუსი ძირითადად მამრებს აქვთ. მათ კარგად იციან, რომ ჩვენს დროებაში ინტელექტუალი მამაკაცის ”ოდნოებზე” შოვნა ძალიან ძნელია და შესაბამისად ასეთ ბიჭებს ხშირად ეძებენ, ეკონტაქტებიან და მათგან ბავშვები უნდათ. ყველა დიდი მოთხოვნა იმ კაცებზეა, რომლებსაც ფრაზები ”დათა თუთაშხიადან” აქვთ ამოკრეფილი, ამ შემთხვევაში მდედრმა იცის, რომ შვილის კაცურად გაიზრდება და 10 წლის ასაკში მამა აუცილებლად დააძალებს გამრავლების ტაბულის და ”დათა თუ სახშია?”-ს წაკითხვას.

2. სალამი კაი ბიჭებს (მიზანი: სალამი კაი ბიჭებს, უნებური მიზანი: საკუთარი სიდაუნის გამოვლენა).

სტატუსი: ”ქურდების დრო ჯერ არ წასულა! მგლები მუდამ იცოცხლებენ.”

ასეთი ტიპის პროფილებში საინტერესო არამარტო სტატუსი, არამედ სურათებიცაა. ძირითადად ბანალურ ტანსაცმელში ჩაცმული, ბანალური ტიპები ჭარბობენ, რომელთაც რამე ”ზონოვსკი” და ”ქუჩოვსკი” პოზა უჭირავთ, ხოლო ხელში – დანა.

გაგიკვირდებათ და ამ ტიპის ხალხსაც ჰყავთ თავყვანისმცემლები. როგორც იტყვიან, მაშასადამე, კაცობა ჯერ კიდევ ფასობს.

1. დალოცვა/ლოცვა (მიზანი: დალოცვა/ლოცვა)

სტატუსი: ”უფალო შეგივიწყალენ…” ”ღმერთო დაგვიფარე” და ა.შ.

აქ ვლინდება ადამიანის სათნოება და პატიოსნება. ცხადია ასეთი ტიპის სტატუსების მქონე ადამიანებს ბევრი ”პაკლო” ჰყავთ. მორწმუნე – აპრიორი ნიშნავს კარგს, პატიოსანს, კარგ საყრდენს, კარგ მეოჯახეს. პირველი ”პისმოს” შინაარსი ძირთადად ასეთია ხოლმე: ”რომელ ეკლესიაში დადიხარ? ვინ არის შენი მოძღვარი?”

შემდეგი ეტაპი

”აუუ, ვიცი ეგ მამაო, ძალიან საყვარელი ვინმეა.”

”აუ ხვალ ვერ შემოვალ, წირვაზე მივდივარ და მერე იქიდან დაქალთან.”

”მარხვაზე ხარ? აუ მეც. რა გაძლებს ახალ წელს გოჭის გარეშეეეეეეე? მარა ახლა გავიგე სამარხვო ხალხადეცი ყოფილა სუპერმარკეტებში და ალბათ იმას ვიყიდი.”

ცხადია, ურთიერთობა რომელიც იწყება – ბანალურად ვითარდება. ქორწინებამდე სექსზე არათუ საუბარი, ფიქრიც კი შეუძლებელია. სამაგიეროდ ამ სტატუსის მქონე ახალგაზრდა წარმატებით დადის პროსტიტუებში. მოკლედ ჩვეულებრივი ქართულ-ადნაკლასნიკური სიტუცია.

”ნანუკა, აბა წავედი მე დასაძინებლად, ღმერთს ებარებოდე! :* ”

წყარო: http://ni2.ge/2009/6tpodn/

მსგავსი ამბები

Back to top button