Pop Music VS Metal music
მოდით მოკლედ გეტყვით თუ რაზე ჯობია მტალი პოპს…
VS
POP: პოპ მუსიკა, რომელსაც ხშირად უბრალოდ პოპს უწოდებენ, არის თანამედროვე მუსიკა და პოპულარული მუსიკის (კლასიკური ანდა ხალხური მუსიკისგან განსხვავებით) ერთგვარი ტიპია. ეს ტერმინი კონკრეტულად ერთ ჟანრს ან ჟღერადობას არ გულისხმობს და მას სხვადასხვაგვარი მნიშვნელობა აქვს, დროისა და ადგილის მიხედვით. პოპულარული მუსიკის ფარგლებში, ტერმინს “პოპ მუსიკა” ხშირად განასხვავებენ სხვა ქვეჟანრებისგან ისეთი სტილისტური თავისებურებების მიხედვით, როგორიცაა საცეკვაო რიტმი ან ბითი, უბრალო მელოდიები და განმეორებადი სტრუქტურა. პოპ სიმღერის ტექსტი ხშირად ემოციურია და როგორც წესი, უკავშირდება სიყვარულის, გრძნობების, ცეკვის თემებს.
Metal: მეტალი დღეს დღეობით ნაკლებად პოპულარული მუსიკალური სახეობა რომელიც ჩამოყალიბდა 70-80 იან წლებში. ითვლებოდა როკის ერთ-ერთი სახეობად, მაგრამ მისი გაპოპულარობის შემდგომ იგი ახალ სტილად ჩამოყალიბდა, გამოირჩევა ძალიან მკაცრი ლირიკით სიკვდილის შესახებ, ნარკოტიკების შესახებ, ეშმაკისა, ღმერთის, სისხლის და ა.შ. მეტალის მომღერლები არიან ძალიან მკაცრად ჩაცმულები ზოგჯერ ეშმაკის კოსტიუმშიც კი, ეს სტილი ჩამოყალიბდა მეტალის შექმნასთან ერთად, რის გამოც მეტალს ეკლესიასთან ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა, რამოდენიმე ქვეყანაში თუნდაც საქართველოში ეკლესია გმობს მეტალს. მეტალს აქვს უამრავი სახეობა, უბრალოდ უამრავი და ყველას აქვს თავისი მუსიკის სტილი.
ბოლო წლებში მეტალის პოპულარობა სულ იზრდება და იზრდება საქართელოში, მას უფრო მეტი მიმდევარი უჩნდება, აგრეთვე საქართველოშიც არის უამრავი მეტალ-ბენდი, ერთ ერთი მეტად წარმატებული ბენდია Defenders Of Tanelorn. გთხოვთ თუ ერთი სიმღერაც კი არ მოგისმენიათ ამ ჟანრისა და მარტო ჯონასებზე და ლედი გაგაზე აფრენთ ამას ნუ წაიკითხავთ… ბევრი იტყვის რომ მეტალი არის უბრალოდ ყროყინი ესაო ისაო, ყვირიან და რამეო, მაგრამ მინდა გითხრათ მეტალს რომ სჭირდება ვოკალი მასე არ სჭირდება არცერთ ჟანრს, თუნდაც მაგ ყროყინზე, თქვენ შეგიძლიათ ზუსტად ისე “იყროყინოთ” როგორც მაგალითად ამ სიმღერაში არის საჭირო, უბრალოდ აბა აყევით…
http://www.youtube.com/watch?v=K3jHSzwANd4
აშკარაა რომ ვერა, თუ ცადეთ უეჭველი იოგები და ბრონხები არაფრად გივარგათ უკვე. კარგით ეხლა აი ეს იმღერეთ
ხედავთ რა ადვილია, ანუ ეს იმას ამტკიცებს რომ მეტალის მომღერალი ვერ გახდები თუ ამის ნიჭი არ გექნება, მართალია მეტალის მოსმენას დიდი ფსიქიკა სჭირდება რადგან, ძალიან მძიმე ჟანრია და არ არის სიყვარულობანაზე და ფუსფუსა ბიჭებზე . აგრეთვე მინდა კიდევ გესაუბროთ ლირიკებზე, გეტყვით რომ პოპ მუსიკაზე მდაბიო ჟანრი არ არსებობს, უბრალოდ ლექსია მელოდიაზე აწყობილი, კარგით ავიღოთ სპანჯ-ბობის ენდინგის სიმღერა, აიღეთ ნებისმიერი ტექსტი და შეეცადეთ რაღაცნაირად მოარგოთ მელოდიაზე, ხო ხედავთ უცებ გამოგივიდათ გილოცავთ თქვენ არაოფიციალური პოპ მუსიკოსი გახდით… აი ახლა კიდევ აი ამ მელოდიას მოარგეთ რამე ტექსტი, ოღონდ სადაც ყვირილია იქ იყვირეთ სადაც “საყროყინოა” იქ “იყროყინეთ” და ნახეთ რა გამოვა
http://www.youtube.com/watch?v=cB_Olb-wLxc
რა ბევრი არ გავაგრძელო თუ კიდევ რამე დაგაინტერესებთ, არგუმენტი შემიძლია კომენტარებში დავწერო, თავი შეიკავეთ, ისეთი კომენტარებისაგან რომელსაც არგუმენტს ვერ მოუძებნით ესაა ნუბობდა და ჩაციკლება უბრალოდ, და სატანისტები არიან და მე ქრისტიანი ვარ და ესეთები არ გინდათ :D, მეტალისტთა 90% მათი იმიჯის მიუხედავად არ არის სატანისტი, ეს სტილია ხალხო, გინდა მეტალისტობა მიიღე ეს სტილი, ესეთი კრედოსავითაა ამ ჟანრში და თუნდაც თქვენ რომ მოუსმინოთ არანაირად არ გახდებით სატანისტი ამისაგან ;) (ხოდა არ იფიქროთ რომ ათეისტი ვარ, სატანისტი ან ჩუსტებს ვცემ თაყვანს)