არქივი

ანეგდოტები

fbe4efdacaa0

ანეგდოტებია და ვისაც არ გაინტერესებთ ნუ ნახავთ ;)

***

შაქრო სოფლის მეურნეობის გამგებელთან მიდის და ეუბნება:

– მინდა ვეტერინარად ვიმუშაო, ცხოველების ენა მესმის!

გამგებელმა ფერმაში მიიყვანა. ამ დროს ძროხამ დაიბღავლა. გამგებელი ეკითხება, რა თქვაო.

– ის ამბობს, რომ მწველავმა 20 ლიტრი რძე მოწველა, მაგრამ 10 ლიტრი მიითვისაო!

შეამოწმეს და მართალი გამოდგა.

გამგებელმა საღორეში წაიყვანა. დედა ღორმა დაიღრუტუნა.

– ღორი ამბობს, რომ 10 გოჭი მოიგო, მომვლელმა კი 5 მიითვისაო.

შეამოწმეს და მართალი გამოდგა.

გზაზე მიდიან, სამუშაო პირობებს ათანხმებენ და ამ დროს იქვე ახლოს მდგარი ვირი დაიყროყინებს.

გამგებელი:

– ყურს ნუ უგდებ, ეს ერთხელ მოხდა და ისიც მაშინ, მთვრალი რომ ვიყავი.

***

მამაკაცი საიუველირო მაღაზიაში შედის. გამყიდველი გოგონა მას მიმართავს:

– ოჰ, რა კარგია, ჩვენთან რომ შემოხვედით, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით 20 პროცენტიანი ფასდაკლება გვაქვს, უყიდეთ რაიმე საჩუქრად თქვენს გოგონას. აი, ოქროს გულის ფორმის ყელსაბამი. თქვენს გოგონას ძალიან მოეწონება!

– მეგობარი გოგონა არ მყავს, – დამწუხრებული პასუხობს მამაკაცი.

– ეს შეუძლებელია, როგორ, ასეთ წარმოსადეგ, ლამაზ, მაღალ მამაკაცს მეგობარი გოგონა არ ჰყავს?! რატომ?! – კეკლუცად ეკითხება გამყიდველი.

– ცოლი არ მაძლევს უფლებას…

***

ტაქსა გარკვეული ზომის ძაღლია, სიმაღლეში ნახევარი, ხოლო სიგრძეში ძაღლნახევარი.

***

– გახსოვთ, ადრე კაცები ქალების გულისთვის რამდენ სისულელს ჩადიოდნენ, ფანჯრებიდან ძვრებოდნენ, დუელში იბრძოდნენ…

– ჰო, ახლა სადღაა არიან ისეთი ქალები…

***

ორი დაქალი საუბრობს. ერთი მეორეს ეუბნება:

– რაზე ოცნებობ?

– იმაზე ვოცნებობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს შევხვდები ფერიას, რომელიც ასი ათას დოლარს მაჩუქებს!

– მილიონს რატომ არა?

– მილიონი? მილიონი არარეალურია…

***

ერთი მეგობარი მეორეს ეუბნება:

– წარმოგიდგენია, ჩემი ცოლი უკვე მეორე თვეა, საგანგებო დიეტას იცავს, მხოლოდ ბანანებსა და ქოქოსის კაკალს ჭამს.

– კარგი შედეგი აქვს? – ეკითხება მეგობარი.

– თანაც როგორი, უნდა ნახო, როგორ დაძვრება ხეებზე!

***

ლექტორი აშკარად ცდილობს სტუდენტის ჩაჭრას:

– რამდენი არაგველი დაიღუპა საქართველოსთვის ომში?

– სამასი, პატივცემულო.

– გვარებს არ გთხოვთ, მხოლოდ სახელები ჩამომითვალეთ.

***

თეატრში:

– უკაცრავად, თუ შეიძლება, ადექით. თქვენ ჩემს მარაოზე ზიხართ.

– ვაა, მეც არ გამიკვირდა, საჯდომი რატომ მიცივდება–მეთქი?!

***

– ხომ ვერ მეტყვით, რა ღირს თქვენი პომიდორი? – ეკითხებიან კახელს.

– რათ ვერ გეტყვი, ჯოო, განა გემდური?!

***

ავტობუსი სავსეა.

– ძაღლიანო მოქალაქე, – ყვირის მძღოლი, – ძაღლის ფული გადაიხადეთ?

– არა, მაჩუქეს!

***

კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ექსკურსანტები ერთადერთ კარავში შეიკუნჭენ. ვეღარ ეტევიან, იზილებიან ერთმანეთში.

– რა ხოშიანად წვიმს, – ამოიკნავლა ერთმა.

– გიყვარს წვიმა? – ეკითხებიან დანარჩენები.

– კი.

სტაცეს ხელი და გაისროლეს კარვიდან.

***

ლიტერატურის მასწავლებელი:

– ლევანიკო, აი, შენ რომ არჩევანი მოგცენ, ცოცხალ მწერალს შეხვდებოდი თუ გარდაცვლილებს?

– ცოცხალს, მასწ, მკვდრების მეშინია!

***

– აი, – ემუქრება ცოლი ქმარს, – დავწერ ახლა ჩვენს ზეწარზე, რომ არაფერი შეგიძლია და მთელი შენი ძმაკაცობა გაიგებს 24 საათში.

***

ორი ფსიქიატრი ხვდება ერთმანეთს:

– ერთი ავადმყოფი მყავს, თავი ავტომობილი ჰგონია.

– მერე როგორ მკურნალობ?

– რას ჰქვია, ვმკურნალობ, გიჟი კი არ ვარ! სამსახურის შემდეგ სახლში მივყავარ.

***

– რატომ გაწოლილხარ მაგ საფლავზე? – ეკითხება სასაფლაოს დარაჯი კაცს.

– სიდედრი დავმარხე გუშინწინ აქ.

– ასე ძალიან გიყვარდა, ზედ რომ გაწოლილხარ?

– მაგი არაა შენი საქმე!

– მაშინ ადექი.

– იფ, რა კაია! გუშინ ათი წუთით ავდექი და ტუალეტიდან რომ დავბრუნდი, ამომხტარი დამხვდა.

***

– 15 კაცი როგორ გაიტანე? – ეკითხება მოსამართლე კამაზის მძღოლს.

– როგორ, ბატონო მოსამართლევ და დინამოსთან მივდიოდი. სტადიონთან ვიღაც მატრაკვეცა მოხუცი ქალი გადმომიხტა გზაზე. ვიფიქრე, ამას რომ ავაცილო, სტადიონზე შევვარდები, იქ მატჩია–მეთქი და ამდენი ხალხის სიკვდილს იმ მოხუცის სიკვდილი ვამჯობინე.

– კი მაგრამ, 15 კაცი როგორ გაიტანე?

– ხომ გითხარით, მატრაკვეცა იყო–მეთქი. პირდაპირ სტადიონისკენ არ წაცუხცუხდა?!

***

– ექიმო, რა მელოდება? ოპერაცია, ხელის თუ ფეხის ამპუტაცია?

– კაი, ახლა. თავიდანვე თუ გითხარი, მერე აღარ დაგაინტერესებს.

***

ოსი კიბეზე ადის:

– უკაცლავად, ეს მეოლე სალთულია?

– არა, მესამე.

– ხო ველ მეტყვით, მეოლე სალთული სად იქნება?

***

– პირდაპირ არ ვიცი, გავთხოვდე თუ არა. არადა, დაჩოქილები მეხვეწებიან.

– ვინ და ვინ?

– დედაჩემი და მამაჩემი.

***

– ქალბატონო, თქვენს სურათს ხომ ვერ მაჩუქებთ? – ეუბნება ქუთაისელი წვეულებაზე გაცნობილ მანდილოსანს.

– ვაიმე, რად გინდათ? – კეკლუცობს ქალი.

– კანფეტების კოლოფზე მივაკრავ და ბაღნები აღარ მიეკარებიან.

***

გახურებული ჩხუბის შემდეგ ქმარი კარს აღებს და გასვლას აპირებს.

– ლაჩარო! – კივის ცოლი, – ლაჩარო! გარბიხარ, არა?!

– არა, ნაჯახის მოსატანად მივდივარ! – ამშვიდებს ქმარი.

***

ავტობუსი გაჭედილია. მსუქანმა ქალმა უკვე მესამედ დაადგა ფეხზე ფეხი გამხდარ, მელოტ კაცს.

– მოეჭიდეთ რამეს ბოლოს და ბოლოს, ქალბატონო! – მოთმინებიდან გამოვიდა კაცი.

– გაქვს რამე მაგნაირი? – უბღვერს ქალი.

***

კომპიუტერების მაღაზიაში ტელეფონი რეკავს:

– მე თქვენთან შავ–თეთრი პრინტერი შევიძინე, მაგრამ გაფუჭებული აღმოჩნდა.

– რა სჭირს?

– თეთრ ფერად არ ბეჭდავს.

***

ბიზნესმენი შვილს ეკითხება:

– როგორაა შენი სწავლის საქმე სკოლაში?

– ხოშიანად, მამი, მეხუთე კლასიდან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გამიგრძელეს.

***

– შენ გიჟი ხარ? – ეკითხება ერთი გიჟი მეორეს.

– არა.

– აბა, შევამოწმოთ. ჩაის რომელი ხელით ურევ?

– მარჯვენათი.

– აი, ხომ ხედავ, ყველა ნორმალური ადამიანი კოვზით ურევს.

***

– უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით, სადაა ამ ქუჩის მოპირდაპირე მხარე?

– იქით, – უჩვენებს ქუჩის მეორე მხარეს მოპასუხე.

– საოცარია… იქით მხარეს კი აქეთ მომასწავლეს.

***

– ექიმო, ნახევრად ყრუ ვარ.

– კარგი, ახლა მე ვიტყვი სიტყვას და შენ გაიმეორე.

– თქვი.

– რვა. გაიმეორე!

– ოთხი.

***

– პარიზში მივდივარ სამოგზაუროდ თვითმფრინავით, – ეუბნება დაქალი დაქალს.

– უი, ქაა, არ გეშინია, რო ჩამოვარდეს?!

– კარგი, რა, რა ჩამორჩენილი ხარ! ერთი ათჯერ მაინც მიმგზავრია თვითმფრინავით, მაგრამ არ მახსოვს, ერთხელ მაინც ჩამოვარდნილიყოს.

***

– აუ, იცი, რა გოგო გევიცანი?! მაგარი ემოციურია. ვაკოცებ თუ არა, გონებას კარგავს.

– გამაცანი, რაა!

– არ გამოვა, სიმონ. გუშინ სამჯერ ვაკოცე და კომაშია.

***

ცნობილ მსახიობს ჟურნალისტი ეკითხება:

– თქვენს შვილზე რას გვეტყვით, ბავშვობაში სცემდით?

– ბავშვობაში საერთოდ არ ვიცნობდი, კაი ოცი წლით ვარ მასზე უფროსი.

***

ცოლი ჩასუქებულ ქმარს:

– გეყოფა სულ მაცივარში ყურება!

– მაშინ, თუ არ გეზარება, ტელევიზორი გამოაღე, ცივი ლუდი იქნება შიგ.

***

ცოლი მოულოდნელად დაბრუნდა, ქმარი სექსითაა გართული.

– ვინაა ეს ბოზი ქალი?! – კივის ცოლი.

– შენ რომ გგონია, ისე არაა. ეს კაცია, კაცი! – ამშვიდებს ქმარი.

***

ქმარი სახლში ბრუნდება და მაგიდაზე ცოლის წერილი ხვდება:

“მე ფსიქიატრთან წავედი სეანსზე, სადილი სარეცხ მანქანაშია”.

***

– ალო, როგორ ხარ, ჯიგარ?

– კარგად, კარგად!

– უკაცრავად, სხვაგან მოვხვდი… იმას კიბო აქვს.

***

– ძვირფასო, ხვალიდან ძვირადღირებულ ბინაში ვიცხოვრებთ.

– ვაა, ახალ ბინაში გადავდივართ?!

– არა, ბინის ქირა გაზარდეს.

***

ცოლი: იფ, რა კარგია! არაყი გაუძვირებიათ. ახლა კი მოუკლებ სმას, ვაჟბატონო!

ქმარი: მე კი მგონია, რომ შენ მოუკლებ ჭამას.

მსგავსი ამბები

Back to top button