არქივი

ნაძვის ხე

71e0034eeddb
ყველაზე ძვირფასი ნაძვის ხე და ა.შ.

ყველაზე ძვირფასი ნაძვის ხე

ახლოვდება ახალი წელი, რომლის წარმოდგენა ნაძვის ხის გარეშე შეუძლებელია.

შარშან სინგაპურის სუპერმარკეტში გასაყიდად გამოიტანეს ნაძვის ხე, რომელიც მილიონ ხუთასი ათას დოლარად იქნა შეფასებული. უნიკალური “ხე” იუველირების დახმარებით შეიქმნა. მის მოსართავად გამოიყენეს 21 798 ბრილიანტი, რომელთა საერთო წონა 913 კარატია. კომპლექტში შედის 3 763 ბროლის ნემსი და 456 ნათურა. ხის სიმაღლე 6 მეტრია, წონა კი 3 215 კილოგრამი. ის დღესაც ყველაზე ძვირად ღირებულ ნაძვის ხედ ითვლება.

ამ დღეებში კი მექსიკის დედაქალაქში მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელოვნური ნაძვის ხე დაიდგა. მისი სიმაღლე 112 მეტრია, დიამეტრი – 40 მეტრი, ხოლო წონა – 330 ტონა. მის მოსართავად 8 მილიონი ნათურა გამოიყენეს.

44c6f3b853a2

საშობაო ნაძვის ხეს ტრადიციისამებრ შობის დღესასწაულზე ყოველ ოჯახში დგამენ. ბუნებრივ ან ხელოვნურ ნაძვის ხეს რთავენ სხვადასხვა სათამაშოებით და ტკბილეულით, ამის გარდა მიღებულია ნაძვის ხის “წვიმებით”, სანთლებით ან ფერადი ელექტრო ნათურებით გაწყობა. ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია ასევე უკავშირდება ახალი წლის დღესასწაულს. როგორც წესი, შობა-ახალ წელს მოკაზმული ნაძვის ხეები იდგმევა ქალაქის მოედნებზე და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, სადაც ხალხი საზეიმოდ იკრიბება.

რუსი ქირურგები შოკში ჩააგდო რენდგენის იმ სურათმა რომელიც მათ გადაუღეს რუს პაციენტს რომელსაც სავარაუდოდ კიბო ჰქონდა და ოპერაციას უკეთებდნენ… მას სხეულში აღმოაჩნდა არც მეტი არც ნაკლები “ნაძვის ხე”… ხე სიგძეში დაახლოებით 5სმ იყო. არტიომ სიდორკინი ამ ფაქტით უნიკალური ადამიანი გახდა ვარაუდობენ, რომ მან შეისუთქა რაღაცის თესლი და შედეგად ხეც ამოვიდა  . არტიომი ამბობს რომ გრძნობდა აუტანელ ტკივილს და სისხლს ახველებდა. როდესაც ექიმებმა გადაუღეს მას სურათი და ნახეს ეს გამონაზარდი 100% თვლიდნენ, რომ ეს იყო სიმსივნე მაგრამ როდესაც ოპერაციას აკეთებდნენ აღმოაჩინეს ეს გასაოცარი ფაქტი…23c49df3a523

ექიმმა რომელიც ატარებდა უშუალოდ ოპერაციას რომ დაინახა ნაძვის ხე ეგრევე დაუძახა დამხმარეს და შეახედა ხომ არ მეჩვენებაო მაგრამ აშკარად არ მოჩვენებიათ ორივენი შოკში ჩავარდნენ და რამოდენიმე წუთით ოპერაცია შეწყვიტეს კიდეც…

მსგავსი ამბები

Back to top button