არქივი

კვირის რომელ დღეს რომელი მინერალი უნდა ვატაროთ

Image Hosted by ImageShack.us

ორშაბათის თილისმა _ ორშაბათი მთვარის ენერგიას შეესაბამება, ამიტომ რეკომენდებულია ვერცხლის სამკაულები. ამ დღეს ბედნიერების მომტანად ითვლება ნებისმიერი გამჭვირვალე და უფერო ქვა. ასევე წარმატებული იქნება ლურჯი და ცისფერი ქვები (საფირონი).

სამშაბათის თილისმა _ ამ დღეს პლანეტა მარსი შეესაბამება და სამკაულები რეკომენდებულია ფოლადისაგან დამზადებული აქსესუარები და სამკაულები, რაც შეეხება ძვირფასს ქვებს იასპი და ოპალი შეესაბამება.

ოთხშაბათის თილისმა _ ამ დღეს პლანეტა მერკური მეფობს. მისი მეტალი ვერცხლისწყალია. აქედან გამომდინარე მისი ტარება უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ კარგი იქნება, თუ უარს იტყვით რაიმე მეტალის ტარებაზე. უკეთეს შემთხვევაში მარჯნისა და ხის სამკაულებით შემოიფარგლეთ. ძვირფასი ქვები კი აუცილებლად მუქი ფერის უნდა იყოს (მაგალითად, ნაცრისფერი ქალცედონი ან სარდიონი).

ხუთშაბათის თილისმა _ ხუთშაბათის მმართველი პლანეტა იუპიტერია. მას მეტალი ტყვია შეესაბამება. ბუნებრივია, ტყვიის სამკაულებს ძნელად თუ მოიძიებთ, ასე რომ ამ დღეს დიდი და ფართო სამკაულების შერჩევა მოგიწევთ. ძვირფასი ქვებიდან შეიძლება გამოიყენოთ ყვითელი ტოპაზი და იისფერი ამეთვისტო. იმ დღეს მათი ტარება სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

პარასკევის თილისმა _ პარასკევს პლანეტა ვენერა მართავს. ამიტომ, ძალიან კარგი იქნება თუ უძველესი ტრადიციის თანახმადამ დღეს სპილენძის სამკაულებს იკმარებთ (შეიძლება ბებიის ნაქონმა სპილენძის სამაჯურმა სიხარული და ბედნიერება მოგიტანოთ). ძვირფასი ქვებიდან რეკომენდებულია ყველა ნათელი და ღია ფერის ქვები (განსაკუთრებით მწვანე ფერის ქრიზოლითი ან გამჭვირვალე აქატი).

შაბათის თილისმა _ ამ დღეს ყველაზე მძიმე და პირქუში პლანეტა სატურნი მართავს და მისი მეტალი კალაა. კალის საკმაულებს ვერსად მოიძიებთ ისე, როგორც ვერცხლისწყლისას და ტყვიისა, შესაძლებელია ამ მეტალისაგან რაიმე უბრალო დეტალი დაამზადოთ და ამ დღეს თილისმად გამოიყენოთ. აი, ძვირფასი ქვებიდან კი მწვანე ქრიზოპრაზი და მუქი წითელი იაგუნდი ატარეთ.

კვირის თილისმა _ კვირის მმართველი მზეა, ამიტომ მას ოქრო შეესაბამება. ამ დღეს ოქროს სამაჯურის ან სამკაულის ტარება ორმაგად გაზრდის თქვენს შანსს. სასარგებლოა ნებისმიერი წითელი, ყვითელი და ფორთოხლისფერი ქვების ტარება. განსაკუთრებით კარგი იქნება გულსაბნევი, რადგან მზე გულს მართავს და გულის დონეზე ოქროს ბუდეში ჩასმული ლალი ან ქარვა თერაპიული სახითაც კი გამოდგება.

მსგავსი ამბები

Back to top button