არქივი

კაცობრიობის საუკეთესო ბრძოლები

Image Hosted by ImageShack.us

ბრძოლა გავგამელასთან _ დარიოსის 80-ათასიანი არმიას ალექსანდრე მაკედონელმა ორჯერ ნაკლები მეომარი დაუპირისპირა. დარიოსს მეომრებთან ერთად 200 საბრძოლო ეტლი და 15 საომარი სპილო ჰყავდა. ბრძოლა ჩვენს წელთააღრიცხვამდე 331 წელს მოხდა. ბერძნებმა მტერს 50 კილომეტრზე სდია. ალექსანდრე მაკედონელმა ამ ბრძოლითყოვლისშემძლე მხედართმთავრის¨ ტიტული მოიპოვა.

ბრძოლა ტრაზიმენის ტბასთან _ ჩვენს წელთააღრიცხვამდე 214 წელს კართაგენელმა ჰანიბალმა პირველმა დაიწყო ბრძოლა რომის აგრესიის წინააღმდეგ. რომმა მას ფალმინია _ თავისი საუკეთესო მხედართმთავარი დაუპირისპირა. რომაელებმა 15 000 მეომარი დაკარგეს, კართაგენელებმა 1500.

ბრძოლა ტევტობურგის ტყეში _ რომაელებს აუჯანყდა გერმანული პროვინციის მმართველი კვინტილია ვარა. მან რომაული გარნიზონები ტევტობურგის ტყეში შეიტყუა და მათ რომაელთა 4 ლეგიონი გაანადგურეს.

ყარსის შტურმი _ 1877 წელს კავკასიაში ყარსის ციხესთან თურქებს 25 ათასიანი არმია ჰყავდათ, რუსებმა შტურმი 2300 მეომრით დაიწყეს. 2 დღეში ციხე დაეცა.

ბრძოლა აზენკურთან _ 1415 წელს 25 000 ფრანგი მეომარი, კანტაბელ ალბრეს მეთაურობით, შეებრძოლა ინგლისელების 5 700 მეომარს. ფრანგები დამარცხდნენ, დაკარგეს 5 ათასი მეომარი. 2 ათასი ტყვედ ჩავარდა _ ხოლო ინგლისელებმა 13 მხედარი და 100 ფეხოსანი.

მსგავსი ამბები

Back to top button