კრეატიული რეკლამები
მაშ ასე, კიდევ ერთი კრეატიული და ძალზედ ორიგინალური რეკლამების კრებული!
აქვე მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და მივულოცო nimfuniaს გამოკითხვაში გამარჯვება და ასევე მადლობა გადავუხადო მათ ვინც მე მომცა წინა გამოკითხვაში ხმა (ბოლო გამოკითხვაში სრული კრახი განვიცადე) თითოეული ახალი ხმა ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო :D
მაღლა მოთავსებული სურათი გახლავთ “სონის” ერთერთი ციფრული კამერის რეკლამა, რომელიც ისეთი წვრილია რომ პატრონს დახურულ კანალიზაციის ჭაში ჩაუვარდა!
ეს გზავნილებისა და ცნობილი ‘ფოსტის დამტარებელი’ კომპანიის DHLის რეკლამაა. აზრი იმაშია, რომ ამ კომპანიას ყველგან მიაქვს ამანათი სადაც დააბარებთ ანუ ადრესატის მისამართი შეუზღუდავია.
ეს არის ტურისტული კომპანიის რეკლამა. “ყველა მიდის ქალწულ არდადეგებზე,” ესაა მათი ლოზუნგი.
ახალი ოთხ-კარიანი ჯიპი, მალეეე!!!
ჯიპის პარკინგი. აზრი იმაშია რომ ჯიპი ისეთი მაგარია რომ სადაც გსურთ იქ დააყენებთ თქვენს 4X4 მანქანას, თუნდაც ამ ადგილებზე. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ რომ აუცილებლად მოგადგებათ კაშკაშა ყვითელ ფერში გამოწყობილი და შავ-თეთრი ჯოხის მქნეველი ადამიანი, ამიტომ მოამზადეთ 20-40 თეთრი მის დასაკმაყოფილებლად.
ავტომანქანა ‘მინი’ ისეთი პატარაა რომ საკანალიზაციო ჭის ხუფი და ძელნიც კი შეიძლება მის ‘მოედნად’ გამოიყენოთ.
‘ფოლკსვაგენ პოლო,’ პატარაა, მაგრამ გამძლე!
“არ რას ვხედავთ, როცა ეწევი.”
“ქალაქში სუპერმენი დაბრუნდა!!!” წარმომიდგენია რა მოხდება როცა ადამიანი-ობობა დაბრუნდება
იოგას ცენტრის რეკლამა
დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედია მოგეწონათ.