არქივი

ანაბიოზი

1b80740b3ed5

სხეულის გაყინვა უკვდავების მოლოდინში

სიტყვა “ანაბიოზი” მეცნიერებაში ჯერ კიდევ 1873 წელს გაჩნდა, როდესაც გერმანელმა სამედიცინო მკვლევარმა სიცოცხლის შეჩერების და შემდგომ გაგრძელების ფენომენის გამოკვლევა დაიწყო. თავად სიტყვა ბერძნულიდან მოდის. “ანა” ზემოთას ნიშნავს, “ბიოსი” კი _ სიცოცხლეს. შესაბამისად, განიმატება, როგორც ზედა სიცოცხლე ანუ სიცოცხლეში დაბრუნება .
მოგვიანებით მეცნიერებმა სხვა სიტყვები მოიგონეს ამ ფენომენის ასახსნელად. ბიოსტაზი, აბიოზი, კრიპტობიოზი, უცაბედი სიკვდილი, გაყინული ცხოვრება და ა.შ.
ყველა ეს ტემინი ერთსა და იმავეს ნიშნავს _ ადამიანის სხეულს გარდაცვალების შემდეგ ყინავენ და სწორედ ასე “უხანგრძლივებენ” სიცოცხლეს იმ მოლოდინით, რომ მედიცინაში დიდი აღმოჩენა მოხდება და ყველანი უკვდავები გავხდებით. შესაბამისად, გაყინულ სხეულებსაც გაალღობენ და სიცოცხლეს დაუბრუნებენ.
ამ უცნაური, მაგრამ საინტერესო პროცედურის ჩასატარებლად ამერიკის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1963 წელს შეიქმნა ორგანიზაცია, დაახლოებით 10 წლის შემდეგ კი პირველი მსურველიც გამოჩნდა. 60 წელს მიტანებული ფსიქოლოგიის პროფესორი, ჯეიმ ბედფორდი, ფილტვების კიბოსაგან კვდებოდა, ამიტომაც გადაწყვიტა ანაბიოზში ჩავარდნა და სიცოცხლის გაგრძელება . ლოსანჯელესელი პროფესორი ვაშინგტონში გადავიდა და სიკვდილის შემდეგ საკუთარი სხეულის გაყინვა მოინდომა.
80-იანი წლების შუა რიცხვებისათვის ამ პროცედურის ჩამტარებელი ორგანიზაციების რიცხვი საკმაოდ დიდი იყო და კლიენტების რაოდენობაც დღითი დღე მატულობდა.
ფორმა ასეტი იყო : ანაბიოზის გაკეთების მსურველი პაციენტი მიდის გაყინვის ორგანიზაციაში და აფორმებს კონტრაქტს, რომელშიც ნათლად წერია, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში, გვამი გადატანილი იქნება ორგანიზაციის საყინულეში ანუ ბანკში, სადაც მას ანაბიოზის პროცედურა ჩაუტარდება და სხული გაიყინება. ეს პროცედურა უნდა ჩატარდეს გარდაცვალებიდან არაუგვიანეს ერთ საათში.
გულის და სისხლის მიმოქცევის გაჩერების შემთხვევაშიც ადამიანის ამქვეყნად მობრუნება შეიძლება მანამ, სანამ მისი ტვინი არ გაითიშება, ეს კი კლინიკური სიკვდილიდან (გულის გაჩერებიდან) ერთ საათში ხდება.
შესაბამისად, სამომავლოდ მოვლენები შემდეგი სცენარით ვითარდება: გაყინული ადამიანი თუნდაც ათასობით წლის შემდეგ რომ გავალღოთ, მისი ტვინი იმუშავებს და კვლავ შესაძლებელი გახდება გულის ამუშავება. საერთო ჯამში, მთელი ეს პროცედურა აბსურდულად ჟღერს, თუმცა ანაბიოზის ანუ უკვდავების მსხვერპლად გახდომის სურვილი ძალიან ბევრს გაუჩნდა.
გაყინული სხეული თავსდება მართკუთხედ რკინის კამერაში, რომელშიც პერიოდულად უნდა გამოიცვალოს თხევადი აზოტი და სხვა ქიმიური შენაერთები, რათა ყინული სტაბილურ მდგომარეობაში იყოს.
ანაბიოზი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მისი ჩატარება საშუალოდ 15 ათასიდან 30 ათას დოლარამდე ჯდება, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გაყინული ადამიანის ნათესავებმა ყოველთვიურად უნდა იხადონ გარკვეული თანხა, რომ გარდაცვლილს სასურველი პირობები შეუქმნან. ყოფილა მრავალი შემთხვევა, როდესაც ნათესავებს რამდენიმე თვის შემდეგ უარი უთქვამთ ფულის გადახდაზე, რის შედეგადაც ანაბიოზში მყოფ ადამიანს ალღობენ და ჩვეულებრივი წესით მარხავენ.
თავდაპირველად მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარება მწერებზე დაიწყეს. ეს ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში ხდებოდა. მწერებისაგან განსხვავებით, ადამიანის სხეული ერთი დიდი ლაბორატორიაა, რომელსაც ისე ვერ მოექცევი, როგორც მწერს. გაირკვა, რომ ანაბიოზის შემთხვევაში ყოველ უჯრედს და ორგანოს გარკვეულ ტემპერატურამდე გაყინვა სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა გრადუსამდე უნდა გაყინონ, რაც შეუძლებელია. საბოლოო ჯამში, ოპტიმალური გამოსავალი იპოვეს და 180 გრადუსამდე დავიდნენ.
მსგავსი ლაბორატორიები დღეს არსებობს როგორც ამერიკაში, ასევე გერმანიაში, რუსეთსა და იაპონიაში. რუსებმა ამ ყველაფერს მკურნალობითი თვისებებიც მოუძებნეს და აღმოაჩინეს, რომ არაბუნებრივად დიდი სიცივის ქვეშ მყოფი კანი, გარკვეულ სუბსტანციად იქცევა და მთლიანად სუფთავდება. საინტერესო კი ის არის რომ ამ შემთხვევაში მას სიცივის შეგრძნება არ აწუხებს, თუმცა რაღაც ეტაპზე სისხლმა შეიძლება უბრალოდ ვერ გაუძლოს.
რაც შეეხება ადამიანის გალღობას გაყინვის შემდეგ, ეს ძალიან რთული საქმეა. გასალღობად აუცილებელია გაყინული ადამიანი ძალიან ცივ წყალში ჩასვა და დიდი რაოდენობით ყინულები დააყარო. რამდენიმე წუთში მის სხეულზე არსებული ყიულები მოძრაობას დაიწყებს. საერთო ჯამში, ეს პროცედურა ძალიან კორექტულად უნდა გაკეთდეს, ისე, რომ პირში და ცხვირში წყალი არ ჩავიდეს, მაგრამ სახე გალღვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება დაიხრჩოს.
მიუხედავად ყველაფრისა, მედიცინისა და მეცნიერების დღევადელი მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ თეორიაში არსებული პროცედურა რეალობად ვაქციოთ, თუმცაღა, ამის მცდელობები არის და ხალხც ფულს იხდის ამაში. საინტერესო ის გახლავთ, რომ ანაბიოზის შემთხვევაში ადამიანის სხეულს შეუძლია, ათასობით წელი დაჰყოს ყინულში, თუმცა ჯერ დაუდგენელია, გალღობისას რამდენად აღდგება ის. ხელოვნურად გაყინული ადამიანი ხომ ჯერ არავის დაუბრუნებია.
დღევანდელი მედიცინა მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა, რომ გარკვეული ორგანოები და უჯრედები გაიყინოს. ზრდასრული და ჯანმრთელი ორგანიზმის მთლიანი გაყინვა და გაცოცხლება კი ჯერ შეუძლებელია, თუმცა, თუ ადამიანს უკვდავება სურს და 100 წლის შემდეგდაბრუნება უნდა, შეუძლია, ეს ნაბიჯი გადადგას და იმ იმედით ჩავარდეს ანაბიოზში,რომ მთელი 100 წლის მანძილზე საჭირო პროცედურებს ჩაუტარებენ ამასობაში მედიცინა იქნებ ისე წავიდეს წინ რომ სადღაც 2107 წლისთვის ყინულის ლოდი ისევ ადამიანად იქცეს.
დღევანდელი გადასახედიდან რთული სათქმელია ეს ყველაფერი როდის მოხდება, თუმცა გამორიცხული არც ისაა სულ რამდენიმე წელიწადში უკვდავებას გაყინვით თუ არა რაიმე ელექსირის დალევით მივაღწიოთ.
მაგრამ საკითხავია – ღირს კი ?

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button