არქივი

ყველაზე ძვირები მსოფლიოში

09aa197f464d

1. მსოფლიოში ყველაზე ძვირია ალბინოსი სვია Almas-ისგან მიღებული ხიზილალა, რომელიც საექსპორტოდ ირანს გააქვს: 995 სინჯის ოქროსგან დამზადებულ ქილაში მოთავსებული 100 გრამი ეს ხიზილალა 2000 დოლარი ღირს.

2. ყველაზე ძვირ შოკოლადს, სახელწოდებით Chocopologie by Knipschildt, უშვებს ამერიკული ფირმა Knipschildt Chocolatier. მისი ერთი ფუნტი (453 გრამი) შავი შოკოლადი 2600 დოლარი ღირს.

3. მსოფლიოს უძვირეს ყავას კი Kopi Luwak ჰქვია, Kopi ინდონეზიურად ყავაა, Luwak-ი კი ვივერისმსგავსთა ოჯახის წარმომადგენელი პატარა ცხოველი ცივეტა. საქმე ისაა, რომ ამ ინდონეზიურ ცივეტას ძალიან უყვარს ყავის მარცვლების ჭამა და იმაზე გაცილებით მეტს მიირთმევს, ვიდრე “გადაამუშავებს”.

ცივეტას სპეციალურად კვებავენ ნარჩევი ყავის მარცვლებით, რომლებზეც მისი საჭმლის მომნელებელი ფერმენტები “ჯადოსნურად” ზემოქმედებს. დიახ, ცხოველის ექსკრემენტებისგან აგროვებენ სწორედ იმ განუმეორებელი გემოს მქონე ყავის მარცლებს, რომლებიც ასე პოპულარულია იაპონიაში და 1 კგ დაახლოებით 300-400 დოლარი ღირს.

4. მსოფლიოში უძვირესი სოკო თეთრი ტრიუფელია. ამ დელიკატესის ზუსტი ფასის დადგენა უკვე შეუძლებელიც კი გახდა -თითოეული მოზრდილი სოკო-ბოლქვი აუქციონზე იყიდება! მაგალითად, 2007 წელს 750-გრამიანი სოკო სამმა ჰონკოგელმა მაგნატმა, საწილოდ, 209 ათას დოლარად იყიდა!

5. ყველაზე ძვირი შამპანური Perrier Jouet Belle Epoque Blanc de Blanc-ი განსაკუთრებული ჯიშის ყურძნისგან მზადდება. ის მარტო დასახლებულ პუნქტ კოტ დე ბლანის ორ პატარა ვენახში მოჰყავთ, შამპანური კი მხოლოდ საუკეთესო მოსავლის წლებში მზადდება. თითოეული 0,75 ლ ბოთლის ფასი 1000 ევროა.

6. განსაკუთრებული კონიაკიც ფრანგულია, L’Art de Martell-ი, რომელსაც Martell-ის კონიაკის სახლი უშვებს. მაგალითად, 1997 წელს სახლმა კონიაკი 1997 ცალი განსაკუთრებული ფორმის ბოთლით გამოუშვა, თითოეულის ფასი საშუალოდ 7000 დოლარია.

7. არსებობს ასევე მსოფლიოში ყველაზე ძვირი საქონლის ხორციც – იაპონური ძროხა ვაგიუს ე.წ. მარმარილოსებრი ხორცი. საუკუნეების განმავლობაში მას მხოლოდ იაპონიაში აშენებდნენ. ძროხას ტრადიციულად საუკეთესი ბალახით კვების გარდა, ყოველდღიურად ასმევენ ლუდს და საკეთი ზელენ! ამჟამად ვაგიუს ავსტრალიელებიც ამრავლებენ, მაგრამ ეს ფასს არ დასტყობია, პირიქით. ავსტრალიელი ფერმერები ძროხებს ლუდის ნაცვლად 16-დოლარიან წითელ ღვინოს ასმევენ. ვაგიუს 200-გრამიანი ფილე ევროპაში 100 დოლარზე ძვირია, ხოლო “ჩალაღაჯი” 1000 დოლარიც ღირს.

8. დასასრულ, მსოფლიოს ყველაზე ძვირფას სანელებლად ზაფრანა ითვლება. ნამდვილი სანელებელი ზაფრანის ყვავილის, ჩროცუს სატივუს-ის ბუტკოს სამი სურნელოვანი დინგია. ერთი კილოგრამი სანელებლის შესაგროვებლად 450 ათასი დინგია საჭირო და მისი ფასი 6000 დოლარია. 3-5 ადამიანზე გათვლელი კერძის “გასაკეთილშობილებლად” სულ 6 დინგია საკმარისი.

წყარო: http://www.ambebi.ge/

The Bero™

მაგარი ვარ რააა ; P

მსგავსი ამბები

Back to top button