ახალი ამბებისაკითხავისაქართველო

ღამე შოკასთან და მამრების ფორიაქი (18+)


,,ღამე შორენასთან”, -გადაცემა ამ სახელით ტელეკომპანია იმედზე გადის, მისი წამყვანია შორენა ბეგაშვილი, მომხიბვლელი ქალი, რომლის თამამი ფოტოსესია გაზეთ ,,კომუნისტის” ფურცლებზეც გამოჩნდა, ,,კომუნისტის,, კი არადა ,,ფლეიბოის” :D
მგონი ამ გადაცემის შესახებ უკვე ყველამ იცის, განსაკუთრებით კი მამრებმა, რომლებიც ნერწყვმომდგარნი და აკრიახებული მამლებივით ელოდნენ 12 საათის დადგომას, (აბა არ დაელოდებოდნენ? ისეთი რეკლამები ,,მიცა” იმედმა ამ გადაცემაზე რომ ააფორიაქა, ამ მხრივ ისედაც გაჭირვებული საზოგადოება) თუმცა მომზადებულ მაყურებელს (კაცმა არ იცის რისთვის ემზადებოდნენ), ხალისი დაეკარგათ, როცა შორენა მხოლოდ ფეხების ,,გადაკვანტილება-გადმოკვანტილებით” შემოიფარგლა და ,,ნაგლად” არ დააპურა მამრების მოშიებული თვალები. პირველი გადაცემა მართლაც სასაცილო გამოვიდა, ჯერ ერთი საეთერო დრო, რომელიც 1 საათს მოიცავდა, გადაცემას მხოლოდ 6 წუთი ჰქონდა დათმობილი… რეკლამებს მიჰქონდა იქაურობა.
პირველ გადაცემაში გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ერთი თემა არც ჰქონიათ, ხან რომელ ღობეს მიედებოდნენ მთვრალი კაცებივით და ხან რომელს. სამაგიეროდ ჭკუის დამრიგებლების როლში ოფლი აქტიურად ღვარეს სტეფანემ და კახუჩელამ, ალბათ როგორც თბილისური ,,ელიტის თუ ბომონდის” ვარსკვლავებმა : )
შორენას ერთი მიამიტი შეკითხვა დაებადა, რატომ წყინთ ქალებს როცა ეუბნებიან რა სექსუალური ხარო. ჯერ ერთი ქართველი კაცები მაგ ფრაზას მასე საყვარლად და ზრდილობიანად არ ამბობენ ხოლმე როგორც ყოველთვის და აი, როგორც ამბობენ ის ისევ შოკასთვის დაგვითმია და თვითონვე შეხვდეს სიხარულითა და აღფრთოვანებით, როგორც გვარიგებდა : )

ნუ ესეიგი ტუჩების პრუწკვას, ხელების სრიალს, ფეხების პარჭყვას და თვალების ფახულს საზღვარი არ ჰქონდა მთელ გადაცემაში :(


თვალისმომჭრელი ღიმილი :(


მგონი ოპერატორს თვალები გაექცა და კამერაც გააყოლა : )) ახლო კადრები იყო ყველაზე გულის ამაჩქარებელი და შოკი მოკლედ რა :(

მეორე გადაცემაში კი შეიძლებოდა თქმა: აი შორენა შენ უკვე აღარა ხუმრობ გო :( რო გადმოაწყო და გადმოალაგა ფეხები, მამაკაცებმა აღარ იცოდნენ სად დასაწყისი იყო და სად დასასრული :( მოკლედ ხან მედდაო, ხან პოლიციელიო, ხან ამინდის გამომცხადებელიო, რა ამპლუაში აღარ მოგვევლინა ეს გოგო.. მაგრამ მასაჟი მაინც სულ სხვა იყო, რომლის დროსაც შოკა ხმას რეებს უშვებოდა ჯერ ვერ ამოვიცანი, არადა მასაჟს აშკარად ქალი უკეთებდა :(

არა არა, მე მაინც მოვუწოდებ ქართველ მშობელთა საზოგადოებას ხმა აღიმაღლოს და აღკვეთოს ყოველივე ეს მარაზმი ტელევიზიასა შინა :(

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close