არქივი

ვიკინგები

e4f318d2c147

ერთ-ერთი ყველაზე მამაცი ხალხი ისტორიაში

ვიკინგები – ჩრდილოეთ ევროპელი ტომები. სახლობდნენ თანამედროვე სკანდინავიისა და ისტორიული ნორმანდიის ტერიტორიაზე. ისინი თავს მეკობრეობით ირჩენდნენ. ვიკინგები იყვნენ ოჯახში მეორე და მომდევნო ვაჟები. მათ მამის ქონება არ ეკუთვნოდათ მემკვიდრეობით და თავს ზღვის ყაჩაღობით ირჩენდნენ. ვიკინგები იყვნენ ისლანდიისა და გრელანდიის პირველი მოსახლეები. ისტორიკოსები და გეოგრაფები ვარაუდობენ რომ ვიკინგებმა, ქრისტეფორე კოლუმბზე დიდი ხნით ადრე აღმოაჩინეს თანამედროვე ამერიკის კონტინენტი, მაგრამ ადგილობრივი, ტომების, ეგრეთწოდებული, ინდიელების წინააღმდეგობისა და არასტუმართმოყვარეობის გამო ვერ მოახერხეს იქ დასახლება.
მეკობრეობასთან ერთად, ვიკინგები მიწათმოქმედებასაც ეწეოდნენ. ვიკინგების დასახლებებისა და სოფლების შუაგულში დიდი დარბაზი იყო სადაც სოფლის მოსახლეობა ნადიმობდნენ. ვიკინგებმაბრიტანეთს პირველად 793 ჭელს შეუტიეს. განძეულიც გაიტაცეს და მონებიც წაიყვანეს.
ვიკინგებს სწამდათ, რომ, თუ ბრძოლაში დაეცემოდნენ, ისინი ღვთაებრივ სამყაროში, “ვალჰალაში” განაგრძობდნენ ცხოვრებას, მათ ღმერთთან ოდინთან ერთად.
ძალიან საინტერესო ხალხი იყო. იმედია მოგეწონათ.

მსგავსი ამბები

Back to top button