არქივი

გროზნოში ასე ხვდებიან ახალ წელს !!!


გროზნო – 1994 – 31 დეკემბერი. ჩეჩნეთში ომი გაიწელა და ბილ კლინტონმა რუსეთს მოთხოვა — ჩეჩნეთის საკითხი სასწრაფოდ გადაეწყვიტა. ზოგიერთმა “ჭკვიანმა” რუსმა გადაწყვიტა გროზნოს აღება, თან ისე, რომ მაშინდელი თავდაცვის მინისტრის გრაჩევის დაბადების დღისთვის, ანუ 1 იანვრისთვის დაემთხვიათ.

ამის გამო, პირდაპირ ტანკების კოლონები შეყარეს გროზნოში, ჩეჩნებმა რუსების კოლონები — ჯართის გროვად აქციეს ქალაქის ბრძოლებში. რუსეთის სულ 15 000 ქვეითი, 200 ტანკი, 500 მდე ბეტეერი და სხვ. ტექნიკა უტევდა მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენები და მოიერიშეები, ცაში სრული უპირატესობა ქონდათ. 3 მიმართულებიდან შეტევისას, მათი მიზანი პრეზიდენტის სასახლე იყო.

ჩეჩნები სხვადასხვა მონაცემებით 5000 მდე იყვნენ და მცირე მობილურ ჯგუფებად იბრძოდნენ, განსაკუთრებით ტანკების კოლონის, პირველი და ბოლო ტანკის აფეთქებით, შემდგომი კი დანარჩენი ერთეულების განადგურებით აღწევდნენ წარმატებას.

რუსეთმა დაახლოებით 150 ერთეული ტანკი და მთელი ბატალიონი დაკარგა, უამრავი დაკარგულად გამოცხადდა, სპეცნაზის მებრძოლები კი ჩეჩნებს ჩაბარდნენ, ბრძოლები 2 იანვრის ნაცვლად — მარტამდე გაიწელა და მომავალშიც გრძელდებოდა.

ეს კადრები კი რუსების მხრიდან არის გადაღებული.

კიდევ ერთი მაგალითი, რომ უძლეველი არავინ არის!

bring.ge

Rati Ratiani | შექმენი შენი ემბლემა
100000076420520.563.1428999961

rati56.blogger.com

nda... bevri araperi ... ai sul es iyo

მსგავსი ამბები

Back to top button