გასართობისაკითხავისასარგებლო

საინტერესო ფაქტები კინემატოგრაფიაზე

b9bc9e795f12
1. ნიკოლას ქეიჯის ნამდვილი სახელია ნიკოლას კოპოლა. მან სახელი შეიცვალა, რათა ბიძამისის – ფრენსის ფორდ კოპოლას- ჩრდილში არ ყოფილიყო.

c7810abb41af
2. მათ, ვინც ამბობს რომ არ მოსწონს სამუელ ელ ჯექსონის როლები, მსახიობი მოუწოდებს მორჩნენ ტყუილების თქმას.

7939d1d925f8
3. ოფრა უინფრის სახელი შეცდომით დაარქვეს. მათ მშობლებს სურდათ , მისთვის ბიბლიური სახელი “Orpah” დაერქმიათ, მაგრამ მეანმა ჩაწერისას უნებლიე შეცდომა დაუშვა.

524dd17d1223
4. “შავი რაინდი” პირველი ფილმია ბეტმენზე, რომლის სათაურშიც სიტყვა ‘ბეტმენი’ არ ფიგურირებს.

ba182227cc90
5. დიდი ბრიტანეთის პრესამ ფილმ “მაკულატურის” გამოსვლის შემდეგ სამუელ ელ ჯექსონის როლი დაასახელა საუკეთესოდ ბრედ პიტის როლის შემდეგ ფილმში “მებრძოლთა კლუბი”.

c0f3c1c2f850
6. ჟან-კლოდ ვან დამი 5 ენაზე საუბრობს თავისუფლად.

c3e1eaf26bf0
7. “მაკულატურის” გამოსვლამდე სამუელ ელ ჯექსონი ჩვეულებრივი რიგითი მსახიობი იყო. ამ როლის შესრულებისას ის 46 წლის იყო.

c8a6ec5954f6
8. ჯონი დეპმა 15 წლის ასაკში მიატოვა სკოლა იმ იმედით, რომ როკ-ვარსკვლავი გახდებოდა.

e411159e0314
9. დაახლოებით 7,5 მილიონი დოლარი დაიხარჯა ტიტანიკის ასაგებად, 20 მილიონი ტონა აისბერგი – მის ჩასაძირად, და 200 მილიონი დოლარი მასზე ფილმის გადასაღებად.

870955b40320
10. ნიუ-იორკის ჟურნალი ‘The Sun’ 1912 წლის 15 აპრილს წერდა: “ტიტანიკის ყველა მგზავრი გადარჩა”.

6d2833bec3a1
11. ჯეკ ნიკოლსონს ისე ეჯავრება ინტერვიუს მიცემა, რომ სატელევიზიო შოუებში 1971 წლის შემდეგ არ გამოჩენილა.

925433926ec7
12. სკოლის პერიოდში, ჯიმ კერი მშობლებთან ერთად მანქანაში ცხოვრობდა და ოჯახის ყველა წევრი შვეიცარად მუშაობდა, რათა თავი ერჩინათ.

5687c4371924
13. მეტალ ბენდი ‘Cannibal Corpse’ გამოჩნდა ფილმში ეის ვენტურა – შინაური ცხოველების დეტექტივი. მიზეზი ისაა, რომ ჯიმ კერი Cannibal Corpse-ის ფანია.

43e1def7b351
14. 2 pac ჯიმ კერის ფანი იყო. ციხეში ყოფნისას მსახიობი ხშირად წერდა მას წერილებს, რათა გაეხალისებინა.

dca2210c4d7a
15. ბრედ პიტის პირველი სამუშაო იყო წიწილის ფორმაში ცეკვა რესტორანში კლიენტების მოზიდვის მიზნით.

734d6406e777
16. ჰოლივუდის ნიშნის 40% ადამიანის კბილებისგანაა დამზადებული.

3bbf70f477dd
17. კრისტოფერ ლამბერტს იმდენად ცუდი მხედველობა აქვს, რომ კონტაქტური ლინზებიც ვერ შველის. ამის გამო გადაღებებზე ხშირად შავდება.

e04215d35b70
18. პირველი პორნოფილმი 1908 წელს გადაიღეს საფრანგეთში და “al’Ecu d’or oula bonne auberge” ერქვა.

45d9a70360da
19. გაყიდვაში გამოსული ფილმების 1/4 ანიმაციაა.

053f83a72ee1
20. “იურული პერიოდის პარკის” ერთ-ერთ ეპიზოდში ბრონტოზავრი გუმფისიან (ხის წებო) ფოთლებს ჭამს, რაც კოალას გარდა ყველა ბალახისმჭამელისთვის მომწამლავია.

მსგავსი ამბები

Back to top button