არნოლდ შვარცენეგერის
შვარცენეგერის ქონება 800 მილიონ დოლარს აღემატება. მას ექსტრავაგანტური ცხოვრების სტილი აქვს, 4 ათას დოლარიანი სიგარები და 6 ბორბლიანი „„ჰამერები¨. მას სულ ცხრა „ჰამერი¨ აქვს, რომელთა საერთო ღირებულება 1 მილიონ დოლარს აღწევს.
მილიონერი იგი უძრავი ქონების ვაჭრობით, რესტორნების ქსელით, კულტურიზმზე დაწერილი ოთხი წიგნითა და ჰოლივუდში გადაღებული 25 ფილმით გახდა. მან ეკონომიკა და ბიზნესი ვისკოსინის უნივერსიტეტში შეისწავლა. ყოფილ მსახიობსა და მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ გუბერნატორს ყველაფერი განსაკუთრებული უყვარს.
გუბერნატორს განსაკუთრეული ფეხსაცმელები აქვს. ისინი 5 ათას დოლარამდე ღირს. უყვარს იტალიური „ჯაკომოს¨ ფირმის კოსტუმები, თითოეული მათაგანი შესაძლოს 3 ათასი დოლარიც კი ღირდეს. ის და მისი ოჯახი 4,5 მილიონიანი იახტით მოგზაურობს. მას სამი საძინებელი და გასაოცარი გასართობი ცენტრი აქვს. მისი ოჯახი იახტიდან გადმოსვლისას ისეთ სასტუმროში ცხოვრობს, სადაც ნომერი ერთი ღამით 2 ათასი დოლარი ღირს.
პარიკმახერთან მომსახურეობა დღეში 500 დოლარი უჯდება. მაკრატელი, რომლითაც თმას იჭრის 400 დოლარი ღირს.
არნოლდი სეირნობს მოტოციკლით, რომელიც 3 ათასი დოლარი ღირს. ძალიან უყვარს ხელოვნება, მან როკველის ნახატი 135 ათას დოლარად შეიძინა.