არქივი

მერკური

d90e7617b0f9

მერკური ყველაზე ახლოს მდებარეობს მზესთან და მზის სისტემის რიგით მეორე ყველაზე მცირე პლანეტაა (ძველად საქართველოში ოტარიდს უწოდებდნენ).

მერკურის ყველაზე დიდი კუთხური დაშორება მზისგან მხოლოდ 28.3°-ია და მისი დანახვა მხოლოდ გარიჟრაჟზე ან შებინდებისას შეიძლება. პლანეტა შედარებიც მცირედაა შესწვლილი: ერთადერთი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მერკურს მიაღწია იყო ’’მარინერ 10’’ (1974-75), რომელმაც პლანეტის ზედაპირის მხოლოდ 45%-ის დაფიქსირება შეძლო.

მერკურის ზედაპირი დიდი და პატარა კრატერებითაა დაფარული, რომლებიც მასზე მეტეორების დაცემის შედეგია. მერკურზე არის ღრმული, რომლის დიამეტრი 1300 კმ-ია, იგი დაახლოებით 100 კმ დიამეტრის ქვის ლოდის დაცემით უნდა იყოს წარმოშობილი. დაცემის ძალის სიძლიერის გამო მის ირგვლივ მთები წარმოიქმნა.

მერკური მზის ირგვლივ მოძრაობს სიჩქარით, რომლის მოდული 50 კმ/წმ-ია. მისი მაგნიტური ველი 100-ჯერ სუსტია დედამიწისაზე
ფიზიკურად მერკური ემსგავსება მთვარეს, ვინაიდან მისი ზედაპირიც კრატერებითაა დაფარული. მას არა ჰყავს ბუნებრივი სატელიტები და საკუთარი ატმოსფერო. პლანეტას მასშტაბური რკინის გული აქვს, რომელიც მაგნიტურ ველს წარმოქმნის (დედამიწის ველის დაახ. 1%). მერკურის ზედაპირის ტემპერატურა მერყეობს 90-700 K შორის – სუბსოლარული წერტილები ყველაზე ცხელია და კრატერთა ძირები მის პოლუსებთან კი ყველაზე ცივი.

რომაელებმა პლანეტას სწრაფმავალი მაცნე ღმერთი მერკურის სახელი შეარქვეს, შესაძლოა მისი სწრაფი მოძრაობის გამო გარიჟრაჟის ცაზე. მერკურის ასტრონომიული სიმბოლოა ☿. ძვ.წ. მე-5 საუკუნემდე ბერძენი ასტრონომები თვლიდნენ, რომ პლანეტა ორი სხვადასხვა ობიექტი იყო. ჩინური, კორეული, იაპონური და ვიეტნამური კულტურები პლანეტას წყლის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (水星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით.

პლანეტის ზომა სიდიდით ოდნავ აღემატება ჩვენს მთვარეს. მისი ზედაპირი ქვიანი და უდაბნოს მსგავსია. პლანეტაზე არის უამრავი წრიული ზომის კრატერი. მერკურის დღე-ღამე დედამიწის 176 დღე-ღამის ტოლია, მზის ირგვლივ ბრუნს კი 88 დღე-ღამე უნდება, ე.ი სანამ მერკურზე ერთხელ დაღამდება და გათენდება, ორი ”იქაური” წელიწადი გადის. პლანეტაზე არ არის წყალი, არც ქარები იცის. დღე მძვინვარე უდაბნოზე ბევრჯერ უფრო ცხელია – ტემპერატურა 430C-ს აღწევს, ღამით კი საშინელი ყინვაა და ტემპერატურაც -170C-მდე ეცემა.

მერკურს ისევე როგორც ვენერას არცერთი თანამგზავრი არ ჰყავს.

Back to top button