გამოგონებაუცნაური

იაპონელებმა ღეროვანი უჯრედები მკერდის რეკონსტრუქციისთვის გამოიყენეს

31f633225837
უბრალოდ საოცარია

იაპონელმა მეცნიერებმა წარმატებით ჩაატარეს სარძევე ჯირკვლის კიბოს ამოკვეთის შედეგად გაჩენილი დეფექტის გასწორების ახალი მეთოდის გამოცდა. სამშენებლო მასალად გამოყენებულ იქნა პაციენტის ცხიმოვან ქსოვილში შერეული ღეროვანი უჯრედები.მკერდის რეკონსტრუქციის ახალი მეთოდი შემუშავებულია ამერიკული კომპანია ჩყტორი თჰერაპეუტიცს-ის მიერ. იგი გამოიცადა 21 ქალზე. ყველა მონაწილეს გაკეთებული ჰქონდა სარძევე ჯირკვლის სეგმენტური რეზექცია (ლუმპექტომია). ეს არის სიმსივნისა და მის ირგვლივ მდებარე მინიმალური ოდენობის ქსოვილის მოსაშორებელი ოპერაცია. იგი დამზოგველ მანიპულაციად ითვლება, რადგან სარძევე ჯირკვალს მთლიანად არ კვეთენ.
დეფექტის გასასწორებლად კვლევის ხელმძღვანელმა კეიძო სუგიმაჩიმ და მისმა კოლეგებმა გამოიყენეს პაციენტის საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც მუცლისა და თეძოების ლიპოსაქციის შედეგად მიიღეს. ცხიმოვანი ქსოვილის ნაწილი გამოიყენეს ღეროვანი უჯრედების მისაღებად, რომლებსაც ახალი ცხიმოვანი უჯრედებისა და სისხლძარღვების ფორმირება შეუძლია. ღეროვანი უჯრედები შეურიეს ცხიმოვან ქსოვილს და მკერდის დეფექტის ადგილებში შეიყვანეს. კვლევის შედეგები კეიძო სუგიმაჩიმ სან-ანტონიოში გამართულ მკერდის კიბოსადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე წარადგინა. სპეციალისტების თქმით, ქალებს ეს პროცედურა კარგად გადაჰქონდათ, ამიტომ ის უსაფრთხოდ იქნა მიჩნეული. არც ერთ მონაწილეს არ განუვითარდა უცხო ქსოვილის მოშორების ეფექტი, მკერდიც გარეგნულად მკვეთრად გაუმჯობესდა. მკურნალობიდან რვა თვის შემდეგ პაციენტების 80%-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. მხოლოდ აშშ-ში ყოველდღიურად მკერდის რეზექციის 100 ათასამდე ოპერაცია ტარდება. ასეთ ოპერაციებს მოჰყვება მკერდის შესამჩნევი დეფექტი, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ღრმავდება. ამ დეფექტის გამოსწორების მეთოდი პრაქტიკულად არ არსებობს. კერძოდ, ქალები მკერდის მთლიანად მოკვეთის (მასტექტომიის) შემთხვევაში იმპლანტაციას ვერ მიმართავენ. ასეთ სიტუაციაში პრაქტიკულად ერთადერთ ალტერნატივას წარმოადგენს მკერდის კორექცია ოპერაციის საშუალებით (მაგალითად, ჯანმრთელი მკერდის დაპატარავება, დაავადებულ მკერდზე ზურგის კუნთების გადანერგვა), რასაც თან ახლავს ნაწიბურების გაჩენა და სხვა ნეგატიური რეაქციები. იაპონელი მეცნიერების მიერ გამოცდილი მეთოდიკა დამაიმედებელია, მაგრამ საჭიროა მისი შემდგომი გამოცდა. მომავალ წელს ევროპასა და იაპონიაში უფრო მასშტაბური კლინიკური გამოცდა იგეგმება.

Back to top button