სნაიპერი მეტსახელად “თეთრი სიკვდილი”…
ყველა დროის საუკეთესო სნაიპერად ითვლება ფინელი სიმო ჰაიიჰა(1905-2002).
საბჭოთა კავშირ-ფინეთის ომში(1939-1940 წლები) მან დაუჯერებელი რაღაც გააკეთა და 542 საბჭოთა ჯარისკაცი გამოასალმა სიცოცხლეს 100 დღის განმავლობაში.მას დროს მეტსახელად “თეთრი სიკვდილი” შეარქვეს.
უნდა აღინიშნოს რომ ის იყო საკმაოდ დაბალი,152 სმ სიმაღლის.ის იყენებდა იმ დროისთვის საკმაოდ პოპულარულ იარაღ მოსინს
და საოცრება ისაა რომ სიმო ოპტიკურ სამიზნეს თითქმის არ იყენებდა,რადგან შეიძლება ამ სამიზნეზე მზის სხივის არეკლვის შემდეგ მისი ადგილსამყოფელო გაეგოთ.
ის 1940 წელს თავში დაიჭრა,10 დღე კომაში იყო მაგრამ გადარჩა.მიუხედავად მძიმე ჭრილობებისა მან მას შემდეგ 63 წელი იცოცხლა და 2002 წელს გარდაიცვალა.
ის ამბობდა რომ საბჭოთა ჯარისკაცები საკმაოდ კარგი ლუკმა იყო,რადგან მათ ჰქონდათ მთელი ძალებით შეტევის სტრატეგია და ამ დროს ისინი ადვილ სამიზნეს წარმოადგენდნენ.
უნდა ითქვას რომ სნაიპერები პირველად ასე მასიურად სწორედ ფინელებმა გამოიყენეს და დაანახეს ყველას ამის აუცილებლობა.