საკითხავისასარგებლო

ქრისტეს სუდარა

c5524242a0df

ქრისტეს სუდარა (ტურინის სუდარა)-ქსოვილის ნაჭერი (სუდარა), რომელშიც გადმოცემით იესო ნაზარეველი გაახვიეს გარდაცვალებისას. ამჟამად ინახება ტურინის საკათედრო ტაძარში. ე.წ. ტურინის სუდარა არის გრძელი ნაჭერი, ძველებური, განსაკუთრებულად ნაქსოვი მატერია, რომელზეც აღბეჭდილია ორი მთლიანი სიგრძის ნაწამები ადამიანის გამოსახულება. მოოქროსფრო-მოყავისფრო ანაბეჭდებს აქვთ ფოტოგრაფიული ნეგატივის ყველა დამახასიათებელი თვისება. შემდგომი გამოკვლევებისას დადგინდა, რომ გამოსახულება 3 განზომილებიანია. ანაბეჭდები სუდარაზე თავით თავზეა გადაბმული, რადგან სუდარა სხეულს ქვემოთ ჰქონდა დაგებული, თავზე გადადიოდა და მთლიანად ფარავდა სხეულს.
ორი ფოტოს გადაღების და ფირის გამჟღავნებისას მოხდა იმ დროისთვის მეცნიერულად აუხსნელი და წარმოუდგენელი მოვლენა: ნეგატივზე გამოჩნდა მშვიდი და კეთილშობილი სახის მამაკაცის პოზიტიური ფოტოგრაფიული გამოსახულება. თანამედროვე ფოტოგრაფიებზე ძალზედ მკაფიოდ ჩანს სისხლჩაქცევები, ამოგლეჯილი წვერი თუ სხვა დანარჩენი ჭრილობები. ექსპერტებმა პირველ რიგში დაადგინეს დამზადების დრო. პირველი დამადასტურებელი ეს არის თავათ სუდარა. აღმოჩნდა, რომ ეს არის ძალიან ძველი და განსაკუთრებულად ნაქსოვი ტილო ე.წ. “დამასკო”, რომელიც მზადდებოდა მხოლოდ I საუკუნემდე; მეორე დამადასტურებელია პილატეს მონეტა, რომელიც თვალებზე ჰქონდა დადებული სხეულს და ისიც ამავე დროით თარიღდება. ექსპერტებმა გამოიკვლიეს ქსოვილზე არსებული ნივთიერებები. დადგინდა, რომ სულ 49 მცენარის ნაშთია შემორჩენილი; მათში 12 ენდემური მცენარის, რომლებიც მხოლოდ სამხრეთ პალესტინაში იზრდება, მკვდარი ზღვის უდაბნოს ბასეინში. მეცნიერებმა აღმოაჩინეს მათრახის 98 კვალი, რომელსაც იყენებდნენ რომაელები 1ს.-ში; ხელ-ფეხზე ლურსმნის 4 ნაიარევი და სხვ. მეცნიერებმა განსაზღვრეს წონა: დაახ. 79 – 80 კგ. სიმაღლე: 180 სმ.; სისხლი: IV ჯგუფი, რეზუს-უარყოფითი.
a79e82701626

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close