უცნაური

კენჭების ცრემლები

Image Hosted by ImageShack.us

ინდოეთის სოფელ ჯაჰანდაში ცხოვრობს 15 წლის გოგონა სავიტრი, რომელმაც მთელ ქვეყანაში სახელი იმით გაითქვა, რომ ტირილის დროს ცრემლების ნაცვლად სცვივა კენჭები. თავიდან პატარა რამეც რომ სწყენოდა, თვალებიდან მაშინვე ხრეში იწყებდა დენას, შემდეგ წვრილი კენჭები თანდათან გაიზარდა. მშობლები შიშობენ, ვაითუ მალე ჩვენს შვილს რიყის ქვის ცრემლები დასცვივდესო.

გოგონა საოცრება უამრავ ექიმს აჩვენეს, მაგრამ ოფთალმოლოგები ხელებს ასავსავებენ, _ ასეთი რამ არც გვსმენია და ვერც ვერაფერს უშველითო. სავიტრი ამაოდ გადაჰყავთ კლინიკიდან კლინიკაში. ქვის ცრემლები კი თანდათან მსხვილდება. ის, რომ სავიტრის გინესის წიგნში უპირებენ შეყვანას, არც ქვით მოტირალ გოგონას და არც მის მშობლებს სრულებით არ ამშვიდებს.

მსგავსი ამბები

Back to top button