არქივი

პრეისტორიული არსებები დღევანდელობაში

e30e43d3655f

წყლის ბინადარი 10 არსება, რომლებიც სათავეს პრეისტორიული ხანიდან იღებენ და დღემდე მოაღწიეს. მათი გარეგნობა საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ისინი დინოზავრების ეპოქაშიც არსებობდნენ

1. მიქსინა

0878e1b4d4e6

უძველესი ნამარხების ანალიზების მიხედვით, მიქსინა 300 მილიონ წელს ითვლის. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი საკმაოდ ხნიერები იყვნენ, როცა დინოზავრები გაჩნდნენ და გამრავლება დაიწყეს. ღრმა წყლებში მობინადრე ამ არსებებს ზოგჯერ “ლორწოვან გველთევზებსაც” ეძახიან, თუმცა ისინი გველთევზებს არ მიეკუთვნებიან. მეტიც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, მიქსინები თევზებიც არ არიან. მიქსინები საკმაოდ უცნაური არსებები არიან ყველა მხრივ: აქვთ მყარი თავის ქალა, თუმცა ხერხემალი ძალიან სუსტადაა განვითარებული. გარდა ამისა, მათ ორი ტვინი აქვთ. თითქმის ბრმები, ისინი ღამით იკვებებიან. მათ მენიუს შეადგენს ფსკერზე მიმოფანტული მკვდარი თევზები და ძვლები.

2. კბილანა

8925078f343e

კბილანა ალეპიზავრების ჯიშს მიეკუთვნება, რაც “უქერცლო ხვლიკს” ნიშნავს. მას მართლაც პრეისტორიული შესახედაობა აქვს: მრისხანე სახე დიდი ყბებითა და ბასრი კბილებით. ხშირად იზრდება 2 მეტრამდე, ბინადრობს ოკენაეებში, პოლარულ ადგილებში. საკმაოდ გაუმაძღარია და არ ინდობს პატარა თევზებსა და ლიფსიტებს. ზოგჯერ კი თანამოძმეებზეც არ ამბობს უარს.

3. აროვანა

32e5a301ab40

ოსტეოგლოსიდების ოჯახის ეს წევრი უკვე არსებობდა იურულ პერიოდში. დღესდღეობით ბინადრობენ ამაზონში, აფრიკის ზოგიერთ ნაწილში, აზიასა და ავსტრალიაში. მათ ზოგჯერ ყიდულობენ და უვლიან, როგორც ეგზოტიკურ თევზებს. აროვანა გაუმაძღარი მტაცებელია და იკვებება ყველაფრით, რის დაჭერასაც მოახერხებს, მათ შორის ჩიტებითა და ღამურებით (აროვანას შეუძლია წყლის ზედაპირიდან 2 მეტრზე მაღლა ახტეს). ჩინეთში მათ “დრაკონ-თევზებს” ეძახიან გარეგნობის გამო. ასევე მიიჩნევენ რომ აროვანებს წარმატება მოაქვთ.

4. ფურფუშებიანი ზვიგენი

520281aff681

ღრმა წყლების ბინადარი, ერთ-ერთი ყველაზე პრიმიტიული ზვიგენი, რომელიც აქამდე შემორჩა, ცარცის პერიოდიდან (145-65 მლნ. წ.) იღებს სათავეს. ეს ის პერიოდია, როცა დინოზავრები ბატონობდნენ დედამიწაზე. ფურფუშებიანი ზვიგენი ორ მეტრამდე იზრდება. როგორც წესი, დედალი მამალზე დიდია. ძირითადად კალმარებით იკვებებიან. ადამიანისთვის უხიფათონი არიან და მათი უმეტესობა ისე ცხოვრობს, რომ ერთხელაც არ მიეცემათ ხოლმე ადამიანის ხილვის ბედნიერება :lol2: მათი შესწავლა მარტო ნაპირზე გამორიყული გვამების მეშვეობით ხდება.

5. ზუთხი

0f11e02ca58e

კიდევ ერთი არსება იურული პერიოდიდან. დღესდღეობით მეთევზეთა წყალობით ეს დიდებული ჯავშნიანი თევზი დიდი საფრთხის წინაშეა. იზრდება მაქსიმუმ 6 მეტრამდე – იმდენზე რამდენიც გიგანტური თეთრი ზვიგენი. იკვებება ყველანაირი თევზით, რაც შეხვდება. ადამიანს, როგორც წესი, არ ერჩის, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა ვინმე დაუსახიჩრებია ან მოუკლავს. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა წყლიდან ხტება და კატერს ან ნავს ეხეთქება.

6. არაპაიმა

6dc4c3556a92

არაპაიმა ენათესავება აროვანას (იხ. #3). ამაზონის არაპაიმა მტკნარი წყლის ყველაზე დიდ თევზად მიიჩნევა. შეუძლია 4.5 მეტრამდე გაიზარდოს, თუმცა ეს იშვიათია. ძირითადად 2-2.5 მეტრამდე იზრდებიან. მოძრაობენ ნელა და მსხვერპლს შეუმჩნევლად ეპარებიან. მიირთმევენ ყველაფერს, რაც პირში ჩაეტევათ :lol2: საინტერესოა ის ფაქტი, რომ არაპაიმა წყალში დიდხანს ვერ ძლებს – მას სასუნთქად ჟანგბადი სჭირდება. ადამიანები არაპაიმას ხშირად იჭერენ ხორცის გამო, რის შედეგადაც მათი რაოდენობა ძალიან შემცირდა. მათი ნაშთები მიოცენის პერიოდიდან (25 მლნ. წ.) მოიპოვება, თუმცა უფრო ადრეულს, გვიანდელ იურულ პერიოდს მიაკუთვნებენ.

7. ხერხი-თევზი

b49c32d29ca0

ეს კატასტროფულად შემცირებული სახეობა ცარცის პერიოდში გაჩნდა. ბინადრობს როგორც მარილიან, ისე მტკნარ წყლებში. 7 მეტრი სიგრძის თევზი ზვიგენს მიაგავს, მაგრამ გენეტიკურად სკაროსებთან უფრო ახლოსაა. მათი “ხერხი” თავდაცვის საშუალებაცაა და შეხების ორგანოც. აღჭურვილია ელექტრო-მგრძნობიარე ფორებით, რაც საშუალებას აძლევს იგრძნოს მსხვერპლის მოახლოება საშინელი მხედველობის მიუხედავად. ძირითადად მშვიდია, თუმცა საფრთხის მოახლოების შემთხვევაში აგრესიული ხდება. უძველესმა ნაშთებმა ცხადყო, რომ ხერხი-თევზი გიგანტური დინოზავრების საკვებს წარმოადგენდა – ერთ-ერთი სპინოზავრის კბილებში ამ თევზის ნაწილები იყო გაჩხერილი.

8. ჯავშნიანი ალიგატორი

e30e43d3655f

მრისხანე, ქერცლიანი მტაცებელი ბინადრობს სამხრეთ აშშ-სა და ჩრდილო-აღმოსავლეთ მექსიკაში. იზრდება 4 მეტრამდე და იწონის 200 კგ-მდე, რის გამოც ჩრდ. ამერიკაში მტკნარი წყლის ყველაზე დიდ თევზად ითვლება. ეს სახელი ეწოდათ რეპტილიების მსგავსი გარეგნობის, გრძელი ყბებისა და ორი ფენა ბასრი კბილების გამო. ისინი გამუაძღარი და ეშმაკი მტაცებლები არიან. ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანსაც დასხმიან თავს, თუმცა ამას ფატალური შედეგი არ მოყოლია. დასაბამს იღებენ ცარცის პერიოდში და ერთ-ერთ უძველეს თევზად ითვლებიან.

9. სენეგალური მრავალფარფლიანი

750e93e272d7

ამ აფრიკულ თევზებს ხშირად უწოდებენ “დინოზავრ გველთევზებს” უხეში და ძვლოვანი ზურგის ფარფლების გამო. თუმცა ისინი გველთევზები არ არიან, მრავალფარფლიანების ოჯახს მიეკუთვნებიან. გაჩნდნენ ცარცის პერიოდში. დღესდღეობით ხშირად ყიდულობენ როგორც ეგზოტიკურ თევზებს. წყლის გარეშე მანამ ძლებენ, სანამ კანი სველი აქვთ.

10. ლატიმერია

e9f168096c2c

ლატიმერია ყველაზე ნათელი მაგალითია “ლაზარეს ტაქსონის” ფენომენიდან. ეს ისეთი შემთხვევაა, როცა ცხოველთა რაღაც სახეობა დიდი ხნის გადაშენებული ჰგონიათ და აღმოჩნდება რომ ჯერ კიდევ არსებობენ. ლატიმერია ცარცის პერიოდში გადაშენებულად მიაჩნდათ, მაგრამ 1938 წელს სამხრეთ აფრიკაში მისი ერთ-ერთი წარმომადგენელი იპოვეს. ამის შემდეგ, რამდენიმესთვის სურათის გადაღება მოახერხეს და 1999 წელს მეორე დაიჭირეს, ამჯერად ინდონეზიაში. იზრდებიან 2 მეტრზე მეტი, იკვებებიან თევზებით და პატარა ზვიგენებით. ბინადრობენ სიღრმეში, ბნელ წყლებში. დღესდღეობით მათი რაოდენობა ძალიან ცოტაა.

:(

მსგავსი ამბები

Back to top button