არქივი

ოსკარი – საუკეთესო ფილმი #1

7b99257a9665

ოსკარის 63-ე – 72-ე (1991-2000წწ) ცერემონიალის გამარჯვებული ფილმები, ნომინაციაში წლის საუკეთესო ფილმი….

1. ოსკარის 63-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა 1991 წლის 25 მარტს, ლოს ანჟელესში. ფილმმა “მგლებთან მოცეკვავე” (ორიგ.დას. “Dances with Wolves”) აიღო შვიდი ოსკარი და დასახელდა წლის დაუკეთესო ფილმად. მთავარ როლებში: კევინ კოსნერი და მარი მაკდონელი. ფილმის რეჟისორი:ქევინ ქოსნერი.

2. ოსკარის 64- დაჯილდოება გაიმართა 1992 წლის 30 მარტს, ლოს ანჟელესში. ამ წლის დაუკეთესო ფილმად დასახელდა, ჯონათან დემეს საშინელებათა ფილმი, “კრავთა დუმილი” (“The Silence of the Lambs”). მთავარ როლებს ასრულებენ: ჯოდი ფოსტერი და ენტონი ჰოპკინსი.

3. 1993 წელს ლოს ანჟელესში ჩატარებულ ოსკარის 65-ე დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა კლინტ ისტვუდის ფილმი “უპატიებელი” (“Unforgiven”), რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ : მორგან ფრიმენი და კლინტ ისტვუდი.

4. 1994 წელი – სტივენ სპილბერგის ფილმი “შინდლერის სია” (“Schindler’s List”) მიიღო ისკარი ნომინაციაში წლის საუკეთესო ფილმი. მთავარ როლებში: ბენ ქინგსლი, ემბეთ დევიდცი და ლაიამ ნისონი.

5. 1995 წლის საუკეთესო ფილმი – რობერტ ზემეკისის დრამა “ფორესტ გამპი” (“Forrest Gump”). მთავარ როლებში: ტომ ჰენქსი, გარი სინიზი და მიკელტი უილიამსონი.

5616b0a69805

6. 1996 წლის საუკეთესო ფილმი – მელ გიბსონის მძაფრ-სიუჟეტიანი დრამა “მამაცი გული” (“Braveheart”). მტავარ როლებში:ქეთრინ მაკკორმაქ, სოფი მარსო და მელ გიბსონი.

7. 1997 წელი – ენტონი მინგელას დრამა “ინგლისელი პაციენტი” (The English Patient). როლებში: ქრისტინ სკოტ–თომასი, უილიამ დეფო, ჯულიეთ ბინოში და ქოლინ ფერსტი.

6e21636455a1

8. 1998 წელი – ჯეიმს ქემერონის მელოდრამა “ტიტანიკი” (Titanic). როლებში: ლეონარდო დი კაპრიო, ქეით უინსლეტი და ბილი პექსტონი. ტიტანიკმა 14 ოსკარიდან 11 მიიღო.

5e83f18c41c0

9. 1999 წელი – ჯონ მედენის მელოდრამა “შეყვარებული შექსპირი” (Shakespeare in Love). რომლებში: გვინეტ პელტროუ, ჯეფრი რაში, თომ უილკინსონი და ჯოზეფ ფაინსი. “შეყვარებული შექსპირი” 13 ნომინაციაში დაასახელეს და 7 ოსკარი მიიღო. გვინეტ პელტროუ დაასახელეს, როგორც საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი ქალი.

10. ოსკარის დაჯილდოების 72-ე ცერემონიალი გაიმართა ლოს ანჟელესში, 2000 წელს. სემ მენდესის დრამა, “სილამაზე ამერიკულად” (American Beauty) ნომინირებული იყო 8 კატეგორიაში და მიიღო 5 ოსკარი და დასახელდა წლის საუკეთესო ფილმად.

მსგავსი ამბები

Back to top button