არქივი

მალტის კატაკომბები

Image.geotorrents.com

1902 წელს მალტის ქალაქ პაოლაში მუშები საცხოვრებელი სახლების შენებისას შემთხვევით წააწყდნენ საკმაოდ ვრცელ მიწისქვეშა კომპლექსს, რომელიც მოგვიანებით 3500 წლით დათარიღდა. დღესდღეობით ეს ადგილი იუნესკოს მფარველობის ქვეშაა.

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

ხანგრძლივმა არქეოლოგიურმა მოკვლევებმა დაადასტურა, რომ ყველაფერი ისე მარტივად არ იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. კატაკომბებში 7 000-მდე ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს, რომლებიც სპეციალურ ოთახებში იყვნენ განაწილებულნი. იყვნენ როგორც კაცები, ასევე ქალები და ბავშვები. ბევრი თავის ქალა არაბუნებრივად განიერი იყო და მეცნიერები მათი წარმოშობის საკითხმა საგონებელში ჩააგდო (ზუსტი ახსნა დღესაც არ აქვთ). რამდენიმე თავის ქალას ხაზი ეტყობოდა, რომელიც ორ ნაწილად ჰყოფდა მას. ნათელი იყო, რომ თავის შუაზე გაყოფა გაუგებარი მიზეზების გამო მომხდარიყო ბავშვობაშივე (ან ასეთად დაიბადნენ). მალტელებს არ ჰყოლიათ დიდი თავის ქალიანი ღმერთები, რომ მათთვის ამგვარად მიებაძათ. არც უცხოპლანეტელებთან კონტაქტს აღწერენ, რომ თავის ქალის გაგანიერება ამ მიზეზით ყოფილიყო (როგორც სხვა ცივილიზაციებშია).

იმ პერიოდში მაშინვე გავარდა ხმები, რომ ეს ჩონჩხები არ მიეკუთვნებოდა ადამიანებს, არამედ იყო ნათელი დადასტურება მიწისქვეშა ცივილიზაციის არსებობისა.

უძველეს მალტელებს ჰქონდათ მსხვერლშეწირვის რიტუალი მიწისქვეშეთის ღმერთის პატივსაცემად, რომელიც მათი რწმენით, დედამიწის სიღრმეში ცხოვრობდა. მისი სახელი უხეშად ითარგმნება როგორც “გველი”. მიაჩნდათ, რომ ამით კეთილგანწყობასა და წყალობას მოიპოვებდნენ. მკვლევარების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ჩონჩხები სწორედ შეწირული მსხვერპლნი არიან. შეიძლება, ეს ოთახებიც ერთ დროს მიწაზე იდგა ტაძრის სახით, მაგრამ შემდგომში ბუნებრივი კატასტროფების გამო მიწისქვეშ გადაინაცვლა.

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

კატაკომბები ბოლომდე შესწავლილი დღემდე არაა. კედლებზე უხვადაა უძველესი წარწერები, გრავიურები და ნახატები. პირველი მოკვლევისას მთავარი არქეოლოგი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, რამაც ამ ადგილის შესახებ ბევრი მისტიური მოსაზრება გაავრცელა. ამას დაემატა ისიც, რომ 1940 წელს დიდი ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომელი შევიდა დასათვალიერებლად გიდთან ერთად. მან გადაწყვიტა მოენახულებინა ყველაზე დაბალი სართული. მოგვიანებით ირწმუნებოდა, რომ ერთ-ერთ კედელში გვირაბი იყო უცნობი მიმართულებით, ამ გვირაბში კი 20-მდე რეპტილიის მსგავსი თმიანი არსება დაინახა. ერთ-ერთმა მათგანმა ცეცხლი ჩაუქრო, რის შედეგადაც ის უკანმოუხედავად გამოიქცა. თანამშრომელს რამდენიმე დღის შემდეგ უთხრეს, რომ ის გიდი, ვისზეც საუბრობდა, მათთვის უცნობი პიროვნება იყო, ხოლო მისი აღწერილი გვირაბი საერთოდ არ არსებობდა.

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

მალტის კატაკომბებს დღეს უამრავი მნახველი ჰყავს, მაგრამ დღეში მხოლოდ 80 ადამიანს შეუძლია შესვლა, ბილეთი კი შეკვეთიდან 2-3 კვირაში გეძლევათ. თუმცა კატაკომბას მაინც ვერ იხილავთ იმ სახით, რა სახითაც აღმოაჩინეს – თავის ქალები გამოსაკვლევად წაიღეს, ასევე ბევრი უცნაური ნივთი. რამდენიმე წლის განმავლობაში დაკეტილიც კი იყო და აქტიური კვლევა-ძიება მიმდინარეობდა.

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

Image.geotorrents.com

მსგავსი ამბები

Back to top button