გართობა

გვიფრთხილდი სანტა!

6ee3713d01db
ყველანი გაგრძელებაში

გამარჯობა სანტა!

თბილისიდან გწერ. ქალაქია ასეთი,სადაც ერთ დროს “მზე ანათებდა და ვარდები ყვაოდა”.
თუმცა, ახლა მეორე დროა. დღეს:

კვირაში სამჯერ, კინოთეატრებში ღამის სეანსებზე, თუ არ დადიხარ

ტანსაცმელს მაღაზიების ნაცვლად, ბაზრობაზე თუ ყიდულობ, ან, უცხოეთიდან თუ არ იწერ

მაჯაში გადატეხილი ხელით, “მაკდონალდსში”, ან რომელიმე “სვეცკურ” კაფეში სიგარეტს თუ არ ეწევი და მოდის ტენდენციებს არ არჩევ

რომელიმე ღამის კლუბში თუ არ “farty”-ფურთობ”

არდადეგებსა და შვებულებებს უცხოეთში ან ქართულ კურორტებზე თუ არ ატარებ

გაწელილი დახვეწილობით თუ არ საუბრობ

თმას “სტილისტის” ნაცვლად “პარიკმახერი” თუ გჭირს, ან, სალონის აბრაზე რამე “ჯაან” თუ არ აწერია

“პროფილს” ”გოიმობას” თუ არ უწოდებ, ან, უფრო უარესი, თუ უყურებ კიდეც

თუ “ბილაინი” ან “ლაი–ლაი” გაქვს

შენს სახელს “ჩო”, “სკი”, ან, “უნა” დაბოლოება თუ არ მიესადაგება

მეტროთი ან ავტობუსით თუ მგზავრობ

ვაკე–ვერა–საბურთალოზე თუ არ ცხოვრობ

თუ ღმერთი გაგიწყრა და “ადნაკლასნიკები” ჯერ კიდევ არ წაგიშლია

თუ სოლარიუმში კანს არ იავადებ, ან, თუ სექტემბერში ”საკაიფოდ დაზაგრული” არ ხარ

თუ ცხვირის აბზუების ტექნოლოგიას არ ფლობ…

მაშინ დიდია შანსი იმისა, რომ აქაურებმა “სოფლელი”, “გოიმი” ან “ხიხო” გიწოდონ.

ჰო, სანტა, აქ სოფელი ცუდ ტონად ითვლება. ჩვენთან თავიანთი თბილისელობით ამაყობენ და ზოგჯერ ადამიანს იმის მიხედვით აფასებენ, გლდანში ცხოვრობს თუ საბურთალოზე; ჩვენთან ზოგჯერ იმის თქმაც ერიდებათ, რომ “სასოფლოში” სწავლობენ და ხშირად ადამიანს მეტყველების გამოც დასცინიან. ჩვენთან მიღებულია, ყველაფერ მიუღებელზე ”რა სოფლელობაა” იძახო და ტუჩები მოპრუწო; ჩვენთან წესია, “სოფლელობა” და “პროვინციალიზმი” ერთმანეთისაგან ვერ განასხვავო და მათი სწორი ფორმულირება საერთოდაც გეკიდოს. ჩვენთან არ ახსოვთ, რომ “სოფლელი” იგივე გლეხია და ხშირად, ერთი ჩვეულებრივი გლეხი ბევრ “ფოე–ფოე”–ზე ათი თავით უკეთესია.

მე პირადად ბევრი ვიცინე

წყარო:komuna.ge

მსგავსი ამბები

Back to top button