არქივი

მაგიკოსები (part 2/3)

0636e0f05104

ამ პოსტში განვაგრძობთ ილუზიონისტების თემას და მათ დაუვიწყარ ფოკუსებს

პენი და ტელერი

13fb5046af20

პენ ჯილეტი დაიბადა 1955 წლის 5 მარტს, შტატ მასაჩუსეტსის ქალაქ გრინფილდში. 1974 წელს მან “დაამთავრა ბარნიუმისა და ბაილის სახელობის კლოუნთა კოლეჯი”(Ringling Bros. and Barnum Bailey Clown College).
რაიმონდ ტელერი დაიბადა 1948 წლის 14 თებერვალს, პენსილვანიის ქალაქ ფილადელფიაში. მან დაამთავრა “ამერსტის კოლეჯი” და მისი მეგობარის ვერ ქრისმერის საშუალებით შეხვდა პენს. ამ სამმა შექმნა ჯგუფი, სახელად “ასპარაგუსის ხეობის კულტურული საზოგადოება”.
1981 წელს შეიქმნა დუეტი “პენი და ტელერი” რომელიც დღემდე არ დაშლილა. თავდაპირველად მათ დადგეს თეატრალური შოუ “Penn & Teller Go Public”. 1987 წლიდან მათ მიიღეს მონაწილეობა უამრავ სატელევიზიო შოუში როგორიცაა “საღამო დეივიდ ლეტერმანთან ერთად” “შაბათი საღამო LIVE” და ა.შ. მთელი 90’ების მანძილზე მათ ჰქონდათ ეროვნული ტურები. ისინი მიწვეულ იყვნენ მრავალ კომედიურ თუ გეიმ შოუში, როგორიცაა შიშის ფაქტორი და ა.შ. 2003 დან 2010 წლამდე მათ ჰქონდათ ტელეშოუ “Bullshit”, 2011 წელს კი “პენი და ტელი იტყუებიან”. დუეტს აქვს გამოცემული მრავალი წიგნი:”პენის და ტელერის ფოკუსები მეგობრებს”, პენის და ტელერის: როგორ ვეთამაშოთ საკვებს” და ა.შ.

დევიდ კოპერფილდი

cda168174791

ცნობილი ილუზიონისტი დეივიდ სეტ კოტკინი, იგივე დეივიდ კოპერფილდი დაიბადა 1956 წლის 16 სექტემბერს, მატუჩენის დასახლებაში, ნიუ-ჯერსიში. დეივიდი მაგიით 10 წლის ასაკში დაინტერესდა. 12 წლის ასაკში ის მიიწვიეს ამერიკული მაგიის საზოგადოებაში. 16 წლის ასაკში ის სწავლობდა ნიუ-იორკის უნივერსიტერში მაგიის კურსზე. შემდეგ ის ჩაირიცხა ფორდამის უნივერსიტეტში. ამ დროს მან დაირქვა ახალი სასცენო სახელი დეივიდ კოპერფილდი. 1977 წელს მან მონაწილეობა მიიღო “ABC-ს მაგიაში”. 1978 წლიდან 2001 წლამდე გადაღებულ იქნა 20 ფილმი სახელად “დეივიდ კოპერფილდის მაგია”. 1980 წელს დეივიდმა მონაწილეობა მიიღო ფილმში “შიშის მატარებელი”, ხოლო 1994 წელს ფილმში “პრეტ-ა-პორტე”. მისი ყველაზე ცნობილი ფოკუსებია თავისუფლების ქანდაკების გაქრობა, ფრენა და ჩინეთის დიდ კედელში გავლა. მან გამოუშვა 2 წიგნი: “დეივიდ კოპერფილდი ყვება დაუჯერებელს” და “ფანტაზია დეივიდ კოპერფილდის მიღმა”.

ლანსე – ბურტინი

7a30c3dee0f9

ვილიამ ლანს ბურტონი დაიბადა 1960 წლის 10 მარტს, კოლუმბიაში. ის მაგიით დაინტერესდა 5 წლის ასაკში, როდესაც მან ნახა ჰარი კოლინსის მაგიური შოუ. 1977 წელს ბურტონმა მონაწილეობა მიიღო მაგიის კონკუსრში და პირველად მოიგო პრიზი. 20 წლის ასაკში ის დაჯილდოვდა ბრწყინვალების ოქროს მედლით მაგიის საერთაშორისო საძმოს მიერ. შემდეგ ის გადასახლდა სამხრეთ კალიფორნიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო საღამოს შოუში. 1985 წელს ის გადაღებულ იქნა “გზების რაინდის” ერთ-ერთ სერიაში. 1991 წელს ბურტონმა შექმნა თავისი შოუ. 1994 წელს მან გააფორმა 13 წლიანი კონტრაქტი “მონტე კარლოს რესორტთან”. სპეციალურად ლანსის შოუსთვის აშენდა ლანს ბურტონის თეატრი, რომელიც გაიხსნა 1996 წლის 21 ივლისს. ლანსს ჰქონდა 4 სატელევიზიო ფილმი. ბოლო მათგანი იყო “ლანს ბურტონი: გზაზე”. 2009 წელს მან გააგრძელა თავისი კონტრაქტი “მონტე კარლოს რესორტთან” 6 წლით.

მესამე ნაწილი: კრის ანგელი, სტივ ვარიაკი, დეივიდ ბლეინი, დაინამო.

წყარო: www.wikipedia.org

saba510

i am who i am

მსგავსი ამბები

Back to top button