გასართობისაკითხავისასარგებლო

მაგიდის თამაშები

7c597314805e
წინას გაგრძელება სადაც იყო სპორტული თამაშები ეს კი მაგიდის თამაშებია

ბილიარდი
იარდი (ფრანგ. billard, სიტყვიდან bille — ბურთულა), ბურთულებით თამაში სპეციალურ მაგიდაზე (მაგიდასაც “ბილიარდი” ჰქვია). ბილიარდის სამშობლოდ ინდოეთი და ჩინეთი ითვლება, ევროპაში შემოვიდა XVI საუკუნეში, რუსეთში – პეტრე I-ის დროს. მაუდგადაკრულ მაგიდას ბორტებზე დატანებული აქვს 6 ხვრელი (ლუზა, ფრანგულ ბილიარდს ლუზები არა აქვს), რომლებსაც ბადის პარკები ჰკიდია. თამაშობენ 3, 5 ან 16 პლასტმასის ან სპილოს ძვლის ბურთულებით. ბურთულები დანომრილია 1-დან 15-მდე, მე-16 უნომროა. ბურთულებს მაგიდაზე აგორებენ საგანგებოდ დამზადებული ხის ჯოხით (კიი). კიის სიგრძეა 1,5 მ. ყოფილ სსრ კავშირში გავრცელებულია ბილიარდის თამაში – “ამერიკული” (იგებს ის, ვინც პირველი ჩააგდებს ლუზებში 8 ბურთულას) და “პირამიდა” (იგებს ის, ვინც პირველი დააგროვებს 71 ქულას).

მაგიდის ჩოგბურთი
მაგიდის ჩოგბურთი, ასევე ცნობილი როგორც პინგ-პონგი, ერთ-ერთი ოპულარული თამაშის სახეობა მსოფლიოში. მისი არსია მსუბუქი, ღრუიანი ბურთის მოწინააღმდეგისთვის რაკეტკით ისეთი კუთხით ცაწოდება, რომ მან მისი უკუდარტყმა ვეღარ მოახერხოს.

ნარდი
ნარდი — სამაგიდო თამაში ორი მოასპარეზესთვის სპეციალურ დაფაზე, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი და რომელზეც მოთამაშეები შაშებს გადაანაცვლებენ გაგორებულ კამათელზე ამოსული ქულის მიხედვით. მოთამაშე იგებს დაფიდან ყველა შაშის ამოღებით. ნარდის თამაშის მრავალი ვარიანტი არსებობს, თუმცა ყველა მათგანს საერთო ნიშნები აქვს. ეს ასევე ერთ-ერთი უძველესი სამაგიდო თამაშია მსოფლიოში.
მიუხედავად იმისა, რომ თამაშის მსვლელობაში გაგორებული კამათლის გამართლებას დიდი მნიშვნელობა აქვს, არანაკლებ მნიშვნელოვანია სტრატეგიაც. კამათლის ყოველ გაგორებაზე მოთამაშემ უნდა აირჩიოს შაშების გადათამაშების მრავალი ვარიანტიდან და გაითვალისწინოს მოწინააღმდეგის საპასუხო სვლებიც. მოთამაშეებს თამაშის დროს შეუძლიათ ფსონის ჩამოსვლაც. არსებობს გავრცელებული ტაქტიკების და კომბინაციების ცნობილი რეპერტუარიც.
ჭადრაკის მსგავსად კომპიუტერული მეცნიერები ნარდსაც დიდი ინტერესით სწავლობენ. ამ კვლევების წყალობით დამუშავებულია ნარდის სათამაშო პროგრამები, რომელთაც მსოფლიო კლასის მოთამაშე ადამიანების დამარცხება ძალუძთ.

მსგავსი ამბები

Back to top button