გასართობისაკითხავი

კალენდრის ისტორია

Image Hosted by ImageShack.us

უძველეს დროში ხალხს წელთაღრიცხვის განსხვავებული სისტემა და სხვადასხვაგვარი კალენდარი ჰქონდათ. ძველ აღმოსავლეთში დროს, მეფეთა ზეობისა და დინასტიათა ცვლის მიხედვით აღრიცხავდნენ. მაგალითად, ეგვიპტეში ასე ამბობდნენ `ეს მოხდა  სენიუსერგის მეფობის მეშვიდე წელსა. ახალი წელთაღრიცხვა ახალი ფარაონის ან დინასტიის გამეფებით იწყებოდა. ძველ საბერძნეთში ყველა ქალაქს წელთაღრიცხვის თავისი სისტემა ჰქონდა. ბერძენმა ისტორიკოსმა ტიმეოსმა დროის აღრიცხვა ოლიმპიადებს დაუკავშირა. ძველი კალენდრებიდან აღსანიშნავია: აცტეკური, შუმერული, ბაბილონიური, ძველებური, ჩინური, ეგვიპტური და სხვა.

ჯერ მთვარის კალენდარი შექმნეს, შემდეგ უფრო ზუსტი მთვარე მზისიერი კალენდარი, ბოლოს უპირატესობა წმინდა მზისმიერ კალენდარს მიეცა, რომელშიც წელიწადი დედამიწის გარემოცვას შეესაბამება.

ჩვ. .აღმდე პირველ საუკუნეში რომის მმართველმა იულიუს კეისარმა ეგვიპტელი ასტრონომის სოზიგენის რჩევით 45 წლის 1 იანვრიდან შემოიღო წელთაღრიცხვის სისტემა, რომლითაც წლის დასაწყისად 1 იანვარი დაწესდა. ეს კალენდარი გაცილებით უფრო სრულყოფილი იყო. წელიწადში 365 დღეღამე იგულისხმეს და 12 თვედ დაყვეს. გადაწყდა ყოველი მეოთხე წელი 366 დღიანი ყოფილიყო. Aასეთ წელიწადებს ნაკიანი უწოდეს. ამით წლის საშუალო ხანგრძლივობა დაუახლოვდა ბუნებრივ წელიწადს.

ეს კალენდარი, რომელიც იულიუსის სახელს ატარებს, შედარებით ზუსტი იყო, მაგრამ მცირე უზუსტობა მაინც აღმოაჩნდა:  მზისიერი წელიწადი იულიუსის კალენდრის საშუალო წელიწადზე 11 წუთით და 14 წამით მოკლეა. წლების განმავლობაში ეს წუთები და წამები დღეE-ღამეს უტოლდებოდა და დროის უზუსტობას იწვევდა. XVI  საუკუნის ბოლოს კალენდრის ცთომილება იმდენად გაიზარდა, რომ ზაფხულის ბუნიაობა 21 მარტის ნაცვლად 11 მარტს ხვდებოდა.

რომის პაპმა გრიგორი XIII- გადაწყვიტა გამოესწორებინა შეცდომა. 1582 წელს მან მოიწვია კომისია და დღეთა ანგარიში 10 დღეღამით წინ გადასწია, რათა მომავალში იგივე შეცდომა არ გამეორებულიყო, გადაწყვიტეს ყოველ 4 საუკუნეში თვლიდან სამი დღე ამოეგდოთ ანუ ნაკიანი წლების რიცხვი იულიუსის სისტემასთან შედარებით 3-ით შეემცირებინათ.

Aამ ახალ კალენდარს ეწოდა გრიგორიუსის ( გრიგორიანული კალენდარი) ანუ წელთაღრიცხვა ახალი სტილით. იულიუსის კალენდარს კი უკვე ძველ სტილს ეძახიან.

1582 წელს, როცა გრიგორიუსის კალენდარი შემოიღეს, განსხვავება ძველსა და ახალ სტილს შორის 10 დღეღამე იყო. 1900 წლიდან ამ სხვაობამ 13 დღეღამეს მიაღწია (.. ყოველ 400 წელიწადში ათვლიდან სამი დღე ვარდებოდა) მომავალ საუკუნეებში კი თანდათანობით გაიზრდება.

საქართველოში გრიგორიუსის კალენდარი 1918 წელს შემოიღეს.

აცკეტების კალენდარი ამოკვეთილი იყო ქვაზე და 24 ტონას იწონიდა.

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close