საკითხავი

ყველაზე ერთგული მეგობარი

d9ea694dc490

ყველაზე ერთგული მეგობარი, ჰატიკო- ძაღლი რომელიც დაიბადა იაპონიაში, ერთ-ერთ ფერმასთან ახლოს. სადგურზე მოულოდნელად ნაპოვნი მეგობარი, რომელიც წლების განმავლობაში, ყველ დღე სადგურზე ხვდებოდა და აცილებდა თავის პატრონს (პროფესორ უენოს) სამსახურში.

ერთ დღესაც გაცილებული პროფესორი გარდაიცვალა და უკან აღარ დაბრუნდა, მაგრამ ჰატიკო მაინც ყოველ დღე 5 საათზე სადგურთან მიდიოდა პატრონის დასახვედრად, მაგრამ უენო არსაც ჩანდა. ყველაფრის მიუხედავად ასე გაგრძელდა 9 წელი. ყოველ დღე ჰატიკო ბოლო მატარებლამდე პროფესორს ელოდებოდა.

1935 წლის 8 მარტს ჰატიკო ქუჩაზე მკვდარი იპოვეს. ამდენი წლის ეს ლამაზი ისტორია მთელმა ქალაქმა იცოდა. სწორედ ამის გამო, ძაღლის ძვლები ტოკიოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. შემდეგ კი, ასეთი ერთგულების და სიყვარულისთვის, ჰატიკოს ქალაქის მოსახლეობამ სადგურის წინ ძეგლიც კი დაუდგა.

(ამ რეალობაზე დაყრდნობით არაერთი ფილმია გადაღებული)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close