არქივი

სპორტის სახეობები

0254f4c5dcb2
სპორტის სახეობები გაგრძელებაში

ფეხბურთი
ფეხბურთი გუნდური სპორტია, რომელსაც თერთმეტი წევრისგან შემდგარი ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. ბურთით თამაში მიმდინარეობს მართკუთხა მინდორზე საგოლე კარებით ორივე ბოლოში. თამაშის მიზანი გუნდის წევრებს შორის ბურთით მანევრირებაა მოწინააღმდეგე გუნდის კარში გოლის გასატანად. ამ სპორტის მთავარი დამახასიათებელი წესის მიხედვით მოთამაშეებს, მეკარის გარდა, ბურთზე ხელის ან მკლავის გამოყენების უფლება არ აქვთ თამაშის პერიოდში. მატჩის გამარჯვებული ის გუნდია, რომელიც უფრო მეტ გოლს გაიტანს თამაშის ბოლომდე. ფეხბურთში არის ერთი მთავარი და ორი დამხმარე გვერდითა მსაჯები. მთავარი მსაჯი წყვიტავს ყველა ეპიზოდს არის თუ არა ჯარიმა, თუ ეს ჯარიმა არის უხეში მაშინ მსაჯს შეუძლია ფეხბურთელს უჩვენოს ყვითელი ბარათი, ხოლო თუ ფეხბურთელი ერთ მატჩში მიიღებს ორ ყვითელ ბარათს, მაშინ მსაჯი აუცილებლად უჩვენებს მოთამაშეს წითელ ბარათს.

თამაში თანამედროვე სახით ჩამოყალიბდა ინგლისში, რასაც ფეხბურთის ასოციაციის შექმნა მოჰყვა, რომლის 1863 წელს შედგენილმა კანონებმა განაპირობა სპორტის განვითარება ისე, როგორც მას ამჟამად თამაშობენ. ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანიზაციაა ფიფა (აკრონიმი ფრანგ. Fédération Internationale de Football Association – FIFA). ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო შეჯიბრია ფიფას მსოფლიო თასი, ჩემპიონატი, რომელსაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს მსოფლიოში.

კალათბურთი
ალათბურთი გუნდური სპორტის სახეობა, რომელშიც ორი გუნდი თითოეულში ხუთი მოთამაშით ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის კალათში ბურთის მოხვედრით ორგანიზებული წესების მიხედვით.
1891 წელს სპრინგფილდის (მასაჩუსეტსი, აშშ) კოლეჯის ანატომიის მასწავლებელმა ჯეიმზ ნეისმიტმა დაამუშავა პირველი წესები და 1891 წლის დეკემბერს პირვალი მატჩიც მოაწყო. მალე ახალი თამაში მთელმა ამერიკამ აღიარა, მოგვიანებით კი დანარჩენმა მსოფლიომაც გაიცნო.
კალათბურთის სათამაშოდ იყენებენ მოედანს, რომლის ზომაა 28X15. პირითი ხაზების შუა ადგილას სპეციალურ დგარებში დაყენებულია ფარები, რომლებზეც დამაგრებულია ლითონის რგოლებზე დაკიდებული უძირო ბადეები(კალათები). მანძილი იატაკსა და კალათს შორის 305 სმ-ია, თვითონ ფარის ზომებია 180X105 სმ. კალათის დიამეტრი 45 სმ-ია. ფარის წინ 625-ანი რადიუსით შემოსაზღვრულია 3-ქულიანი ტყორცნის არე და საჯარიმო ზონა. კალათბურთს თამაშობენ ტყავის , სინთტიკური ტყავის ამ სხვა სონთეტიკური მასალისაგან დამზადებული ბურთით. რომლის გარშემოწირულობა 74,5-78 სმ-ა, ხოლო მასა – 567-650 გრამი.

მოთამაშეთა რაოდენობა ყოველ გუნდში 5-5 კაცით განისაზღვრება. თამაშის დროს ჩაგდებული ბურთისათვის გუნდს ერიცხება 2 ან 3 ქულა, ყოველი რეალიზებული საჯარიმო ტყორცნისათვის 1 ქულა, გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს. შეხვდერა შედგება ოთხი 10 წუთიანი (სუფთა დრო)ტაიმისაგან. ტაიმებს შორის შესვენება 2 წუთია. გამონაკლისია შესვენება მეორე და მესამე ტაიმებს შორის, რომელიც 15 წუთი გრელდება. მატჩის ფრედ დამთვრების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი 5 წუთიანი ტაიმი (ან ტაიმები), გამარჯვებულის გამოვლენამდე. დაშვებულია ნებისმიერი რაოდენობის შეცვლები. ყველა შცვლილ მოთმაშეს უფლება აქვს დაბრუნდეს მოედანზე.

კალათბურთს ხელით თამაშობენ. დაშვებულია ბურთის ხელით ტარება, გადაცემა და ტყორცნა, როგორც ცალი, ასევე ორი ხელით. არ შეიძლება სამ ნაბიჯზე მეტის გადადგმა ბურთიანად, ბურთიანად ახტომა და დახტომა, მეტოქის საჯარიმო ზონაში სამ წამზე მეტხანს ყოფნა. გუნდს ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანისათვის ეძლევა 8, ხოლო შეტევისათვის – 24 წამი, რომლის გასვლის შემდეგ ბურთი მეტოქეს გადაეცემა. მწვრთნელს უფლება აქვს თითოეულ ტაიმში აიღოს ერთი წუთშესვენება (მეოთხეში – ორი). მოთამაშე ჯარიმდება ყველა ამ წესის დარღვევისათვის, აგრეთვე ბლოკირებისათვის და უხეში თამაშისათვის. მოთმაშე ჯარიმდება როგორც ცვეულებრივი ჯარიმით, ასევე პერსონალური შენიშვნით. 5 პერსონალური შენიშვნის მიღბის შემთხვევაში მოთმაშე ტოვებს მოედანს. ოთხი გუნდური შენიშ[ნის შემდეგ ყოველი ჯარიმა სრულდება საჯარიმო ტყორცნებით. ჩაგდებული საჯარიმო იძლევა 1 ქულას. თამაშის მსვლელობისას 2-ქულიან ზონიდან ჩაგდებული ბურთი ფასდევა 2, ხოლო 3-ქულიან ზონიდან ჩაგდებული – სამ ქულად.

ფრენბურთი
რენბურთი მეტად პოპულარული სპორტის გუნდური სახეობა, რომელშიც ორი გუნდი (თითოეულში ექვსი მოთამაშით} ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის მოედანში ბურთის ჩაგდებით.
ფრენბურთის ,,საპასპორტო’’ მონაცემები ცნობილია: თამაში 1895 წელს მოიგონა ამერიკული ქალაქის ჰოლიოკის მკვიდრმა, ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა უილიამ მორგანმა. მან ახალ თამაშს ,,მინონეტი’’ უწოდა. 1896 წელს ეს თამაში ქალაქ სპრიფგფილდში წარადგინეს ახალგაზრდა ქრისტიანთა ასოციაციის კონფერენციაზე. აქ პროფესორ ალფრედ ჰალსტედის ინიციატივით თამაშს ფრენბუთი (volley – მფრინავი) უწოდეს და ეს სახელი თამაშს დღემდე შემორჩა. ნელ-ნელა ახალი თამაში სხვა ამერიკულ ქალაქებშიც გავრცელდა. მალე კი კანადაში და ლათინურ ამერიკაშიც. 1990 წელს ფირმა ,,სპოლდინგმა’’ დაამზადა ფრენბურთის სათმაშო პირველი ბურთი. იმავე წელს დაიწერა ფრენბურთის თამაშის პირველი ოფიციალური წესები.

პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკის საექსპედიციო ჯარების ჯარისკაცებმა ფრენბურთი ევროპასაც გააცვნეს. თამაშმა მალე პოპულარობა მოიპოვა და სწრაფად გავრცელდა მთელს ევროპაში. 1922 წელს ბრუკლინში პირველი ამერიკული შეჯიბრებაც გაიმართა ფრენბურთში. იმავე წელს შეიქმნა ჩეხოსლოვაკიის ფრენბურთის (და ხელბურთის) ფედერაცია. 20-ან წლებში ასეთივე ფედერაციები შეიქმნა სსრ კავშირში, ბულგარეთში, აშშ-ში, იაპონიაში და სხვაგან.
ფრენბურთს თამაშობენ 18X9 მ ზომების მოედანზე, რომლის შუაში 243 სმ-ს (იატაკიდან ბადის ზედა კიდემდე) სიმაღლეზე აღმართულია 1მ სიგანის ბადე (ქალებისთის 224 სმ). გუნდში ექვსი მოთმაშეა (მათ შორის ერთი გამთამაშებელი, რომელსაც სხვა ფერის ფორმა აცვია). გუნდებს თითოეულ პარტიაში ექვსი შეცვლის უფლება აქვთ. ბურთის მოწოდებისას მოთამაშეებს გარკვეული პოზიციები უკავიათ და მისი დარღვევა ისჯება. ბურთის მოწოდების მოპოვების შემთხვევაში მოთამაშეები საათის ისრის მიმართულებით გადაადგილდებიან. ბურთ ყოველთვის აწოდებს მოთმაშე რომელსაც ამ დროს მარჯვენა კუთხეში მოუწევს დგომა. ქულა მოპოვებულად ითვლება თუ ის მეტოქის ნახევარში იატაკს შეეხო ან მეტოქის ხელიდან დატოვა მოედანი (ბურთი თამაშიდან გასულად ითვლება თუ მოედნის გარეთ ან იატაკს ან რაიმე სხვა საგანს შეეხო). მატჩი ფრენბურთში სამი პარტიის მოგებამდე გრძელდება. თითოეული მარტია კი 25 ქულამდე (მეხუთე პარტია – 15 ქულამდე). ამავე დროს აუცილებელია მინიმუმ ორქულიანი სხვაობა (ანუ 25-24-ზე თამაში არ მთვარდება და გრძელდება ორქულიანი უპირატესობის მოპოვებამდე). ყოველი პარტიის შემდეგ მეტოქეები მოედნის ნახევრებს ცვლიან. აკრძლულია ბადის მეორე ნახევარში ხელის გადაყოფა, მეტოქესთან ან მოედნის მეორე ნახევართან კონტაქტი, ბადის ვერტიკალური სიბრტყის გადაკვეთა, ბურთთან შეხება წელსქვედა ნაწილით. გუნდებს უფლება აქვთ თითოეულ პარტიაში აიღონ ორი 30 წამიანი წუთშესვენება. გუნდს უფლება აქვს მოწოდებულ ბურთს შეეხოს მხოლოდ სამჯერ, ამასთან მესამე შეხებით ბურთი აუცილებლად მეტოქის ნახევრისკენ უნდა გაიგზავნოს. სათამაშო ბურთი ტყავისგან მზადდება. გარშემოწერილობა 65-67 სმ-ა, ხოლო წონა – 260-280 გრ.

რაგბი
რაგბი — სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, რომელსაც ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ჩათვლის ველზე მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან გაიტანოს იგი H-ის ფორმის კარში.
არსებობს გადმოცემა რომ რაგბის თამაში დაიბადა 1823 წლის 7აპრილს. ამ დღეს ინგლისის ქალაქ რაგბიში (ინგ. Ruhby აქედან მოდის თამაშის სახელწოდებაც) 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისაკენ გაიქცა. დღეისათვის ეს ვერსია მართალია ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიოს თასს, მაინც ელისის სახელი ქვია. სინამდვილეში მაშინ ფეხბურთის თამაში ფეხითაც შეიძლებოდა და ხელითაც. 1845 წელს რაგბის სკოლის მოსწავლეებმა დაწერეს წესები რომელმაც სათავე დაუდო ახალ თამაშს – Rugby-football-ს. 1983 წლამდე სანამ ინგლისში ფეხბურთის ასოციაცია ჩამოყალიბდებოდა გუნდები თამაშის წინ თანხმდებოდნენ თუ რომელი წესებით ეთმაშათ. განსხვავება ის გახლდათ რომ რაგბში ბურთის ხელში დაჭერა და გაქცევა შეიძლებოდა, ფეხბურთში კი მხოლოდ დაჭერა. 1869 წელს ფეხბურთში საბოლოოდ აიკრძალა ხელით თამაში და ხელით თამაშის მიმდევრებმა 1871 წელს დაარსეს ინგლისის რაგბის კავშირი, რომელმაც 21 კლუბი გააერთიანა. იმავე წელს გამოიცა თამაშის პირველი ოფიციალური წესები და გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩიც: ინგლისი – შოტლანდია. ახალმა თამაშმა მალე მოიკიდა ფეხი ბრიტანეთის კუნძულებზე. ზედიზედ შეიქმნა შოტლანდიის 1873 წელს, ირლანდიის 1875 და უელსის 1881 რაგბის კავშირები.

ბრიტანელებმა მალე ეს თამაში მსოფლიოსაც გააცვნეს. რაგბის კავშირები შეიქმნა სამხრეთ აფრიკაში (1889 წელს), ახალ ზელანდიაში (1892), არგენტინაში (1899), გერმანიაში (1990) და სხვაგან.

1886 წელს ირლანდიის, უელსის და შოტლანდიის წარმომადგენლებმა დაარსეს რაგბის საერთაშორისო საბჭო (International Rugby-football Board)- ირფბ. ორგანიზაციას 1890 წელს შეუერთდა ინგლისი. 1949 წელს სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და ახალი ზელანდია. მხოლოდ 1976 წელს მიიღეს ორგანიზაციაში ფრანგები. საერთოდ ირბ მეტად კონსერვატული ორგანიზაცია აღმოჩნდა და ფრანგებმა მის ალტერნატივად 1934 წელს სამოყვარულო რაგბის საერთაშორისო ფედერაცია-ევროპული რაგბის ასოციაცია – ფირა, შექმნეს. მეოცე საუკუნის დასაწყისში (1900,1908,1924 და 1928 წლებში) რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც შედიოდა, მაგრამ მერე და მერე ირბ მხოლოდ ხუთი ერის პირველობით და ტესტ-მატჩებით შემოიფარგლა. მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედში რაგბის საერთო განვითრებამ აიძულა ირბ კარი გაეღო დანარჩენი მსოფლიოსათვის და დაეწყო მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარება. 1997 წელს საბჭოს სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვა ,, football’’ და საბჭომ მიიღო დღევანდელი სახელწოდება.
თამაშის მიზანი არის ორმა,15 კაციანმა გუნდმა სპორტულ შეჯიბრებაში და წესების სრული დაცით, ბურთის წაღებით, გადაწოდებით, დარტყმითა და დამიწებით მოაგროვოს შეძლებისდაგვარად მეტი ქულა. გუნდი,რომელმაც მეტოქეზე მეტი ქულა მოაგროვა,ითვლება გამარჯვებულად.
ოედანზე რაგბის გუნდი 15 კაცისაგან შედგება. აქედან 8 ფორვარდია (პოზიციები 1-დან 8-მდე), 7 კი ბეკი ანუ უკანახაზელი (9-15). გუნდს უფლება აქვს, მოახდინოს 7 შეცვლა. შესაბამისად, გუნდში 7 სათადარიგო მოთამაშეცაა. განსაკუთრებული შემთხვევაა სისხლის წამოსვლა, რომლის დროსაც დაშავებული ვალდებულია, დაუყოვნებლივ დასტოვოს მოედანი და დაბრუნდეს მოედანზე დახმარების აღმოჩენის შემდეგ, 15 წუთის განმავლობაში. ამ დროს ეს მოთამაშე შეიძლება დროებით შეიცვალოს სამარქაფოთი. თუკი დაშავებული 15 წუთის განმავლობაში უკან დაბრუნდება და სამარქაფოს ჩაენაცვლება, მაშინ შეცვლა არ ჩაითვლება შესრულებულად.

ფორვარდები მონაწილეობენ დერეფნებსა და შერკინებებში.
წინ თამაში რაგბის წესების დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნაირსახეობაა. მორაგბე ვალდებულია, ხელით თამაშის დროს ბურთი უკან (და არა წინ) მყოფ თანაგუნდელს გადააწოდოს. შესაბამისად, წინ გადაწოდება დარღვევაა. ბურთის ხელში დაჭერისას მისი წინ გადავარდნაც წინ თამაშად ითვლება და ზუსტად ისევე ისჯება, როგორც წინ გადაწოდება – შერკინებით, მოწინააღმდეგე გუნდის სასარგებლოდ.
შებოჭვა არის ერთ-ერთი ხერხი რომლის საშუალებითაც გუნდს შეუძლია თავდასხმის შეჩერება. ამ დროს დამხვდური გუნდის მოთამაშე იჭერს მომხდურთა ბურთიან მორაგბეს და აგდებს მას მინდორზე.
შერკინება ინიშნება მაშინ, როდესაც თამაში უნდა გაგრძელდეს წესების დარღვევის შემდეგ. თითოეული გუნდიდან შერკინებაში მონაწილეობენ ფორვარდები, რომლებიც სამ ხაზად არიან განლაგებული. პირველი ხაზის შუაში დგება კვაჭი (ნომერი 2), რომლის მარცხნივ და მარჯვნივ დგებიან ბურჯები (მარცხნივ 1, მარჯვნივ 3). ისინი მჭიდროდ ეკვრებიან ერთმანეთს. მათ უკან დგებიან მეორეხაზელები, რომელთა თავები კვაჭისა და ბურჯების სხეულებს შორის არის მოქცეული და ისინი მთელი სხეულით აწვებიან წინ. მათ უკან კი დგებიან მესამეხაზელები.

ორი გუნდის ფორვარდები დგებიან ერთმანეთის პირისპირ ერთი ხელის გაწვდენაზე. პირველი ხაზი იხრება მოედნის პარალელურად და მსაჯის ბრძანების შემდეგ ეჯახება და აწვება ერთმანეთს. ამ დროს იმ გუნდის მოთამაშე (როგორც წესი, 9 ნომერი), რომლის სასარგებლოდაცაა დანიშნული შერკინება, ბურთს აგდებს შერკინების შუაში. ორივე გუნდი ერთმანეთს აწვება და ორივე კვაჭი (ზოგჯერ ბურჯებიც) ცდილობს, ფეხით გადააგოროს ბურთი თავისი გუნდის მხარეს. ამის შემდეგ გუნდმა, რომელიც უპირატესობას მოიპოვებს, შეიძლება ბურთი ან მაშინვე გამოიტანოს შერკინებიდან და წამოიწყოს შეტევა, ანდა (თუკი ეს შესაძლებელია) მოწინააღმდეგეს ჯერ რამდენიმე მეტრით დაახევინოს უკან და შემდეგ შეუტიოს. როგორც წესი, გუნდი იგებს საკუთარ შერკინებებს.

შერკინება რაგბის მატჩის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ამავე დროს სახიფათო (ტრავმების თვალსაზრისით) კომპონენტია, რადგან მოთამაშეებზე, განსაკუთრებით პირველხაზელებზე ძალიან დიდი ზეწოლა მიდის. როგორც წესი, თანამედროვე პროფესიონალურ თამაშებში თითოეული გუნდის მორაგბეთა საერთო მასა შერკინებისას 800 კილოგრამს აღემატება. ამიტომ არსებობს მრავალი წესი, რომელიც არეგულირებს შერკინებას და უმრავლესობა სწორედ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარეობს.
როდესაც ერთი გუნდის მოთამაშე გადააგდებს ბურთს მოედნის გვერდით ხაზს იქით, ინიშნება დერეფანი მეორე გუნდის სასარგებლოდ. ამ წესიდან გამონაკლისია ის შემთხვევა, როდესაც ბურთი გადადის საჯარიმო დარტყმიდან. ამ დროს დერეფანი იმ გუნდის სასარგებლოდ ინიშნება, რომელიც ჯარიმას ურტყამდა. ამ მარტივი ხერხის გამოყენებით საჯარიმოს დამრტყმელ გუნდს შეუძლია საკმაო მანძილი მოიგოს და წინ წაიწიოს მოწინააღმდეგის ჩათვლის მოედნისაკენ.

დერეფანი ინიშნება იმ ადგილას, სადაც ბურთი გვერდით ხაზს გადაკვეთს. როგორც წესი, ორივე გუნდის 7 ფორვარდი დგება მოწოდების წერტილიდან, საკუთარი მოედნის მხარეს, ერთ ხაზში – გვერდითი ხაზის მართობულად. მომწოდებელი გუნდის მერვე ფორვარდი (როგორც წესი, ამ როლს ასრულებს კვაჭი, 2 ნომერი) ბურთს აგდებს ზუსტად რიგებს შორის. თითოეული გუნდიდან ერთი ან რამდენიმე მოთამაშე ზემოთ ხტება და ცდილობს რომ მოწოდებული ბურთი დაიჭიროს. როგორც წესი, მხტომელთა ფუნქციებს მეორეხაზელები (4 და 5 ნომრები) ასრულებენ. დანარჩენები კი მათ ახტომაში ეხმარებიან.

თუკი ზემოთ ამხტარი მოთამაშე იჭერს ბურთს, მას შეუძლია დაიჭიროს ის და შეუტიოს მიწაზე დაშვებისას, ან გადააწოდოს თანაგუნდელებს. ყველა ის მოთამაშე, რომელიც დერეფანში არ მონაწილეობს, დერეფნიდან 10 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული

გაგრძელება იქნება ოღონდ მაგიდის თამაშები

მსგავსი ამბები

Back to top button