არქივი

ფაქტები სისხლზე

ca38af5ad407

რამდენიმე საინტერესო ფაქტი სისხლზე :lol2:

1. ყოველ წამს სისხლის მილიონობის წითელი უჯრედი კვდება.

2. ზრდასრული ადამიანის სხეულის ყველა სისხლძარღვი რომ გადააბა, დედამიწას ორჯერ შემოუვლის გარს.

3. სხეულის წონის 7-10%-ს სისხლი შეადგენს.

4. მე-19 საუკუნეში ბევრს მიაჩნდა, რომ კარუსელზე ქანაობა ხელს უწყობდა სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.

5. ყოველდღე თირკმლები ფილტრავენ 1500 ლიტრ სისხლს.

6. 400 მილილიტრი სისხლის გაღებით 4 სიცოცხლის გადარჩენაა შესაძლებელი.

7. სისხლი გამოიყენებოდა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის მიერ ნახატების შესრულებისას.

8. სისხლის წითელი უჯრედის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა 120 დღე.

9. ქალის ორგანიზმში საშუალოდ 4,5 ლიტრი სისხლია, კაცისაში – 5,6 ლ.

10. იმისთვის რომ სისხლი ყველა უჯრედს მიეწოდოს, გული ფეთქავს დაახლოებით 100 000-ჯერ დღეში, 35 მილიონჯერ წელიწადში და 2,5 მილიარდჯერ 70 წლის განმავლობაში.

11. აიღეთ პინგ-პონგის ბურთი და მოუჭირეთ მთელი ძალით. დაახლოებით ასეთ სიმძლავრეს გამოიმუშავებს გული სისხლის ყოველ გადაქაჩვაზე.

12. 70 წლიანი სიცოცხლის განმავლობაში გული 120 მილიონ ლიტრ სისხლს გადაისვრის სხეულის სხვადასხვა ნაწილებში.

13. გულისცემის ხმას წარმოშობს გულის სარქველების გახსნა და დახურვა.

14. ბევრი ადამიანი მარცხენა მხარეს იდებს ხელს, რათა გულისცემა მოისმინოს. რეალურად კი, გული უფრო ცენტრისკენაა მოთავსებული. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მარცხნისკენაა გადახრილი, მარცხნივ უფო ისმის ხმა, ვიდრე მარჯვნივ.

15. მუმიფიცირევისას ეგვიპტელები ორგანოებიდან მხოლოდ გულს ტოვებდნენ სხეულში. მათ მიაჩნდათ, რომ გული საჭირო იყო მეორე სიცოცხლის დასაწყებად.

16. გულისცემის ნორმალურ სიხშირედ წუთში 72 დარტყმა მიიჩნევა. ვარჯიშის დროს ეს მაჩვენებლი შეიძლება 200-მდე ავიდეს.

17. გულის მიერ ერთ დღეში გამომუშავებული ენერგია თავისუფლად ეყოფა მსუბუქ ავტომობილს 30 კმ-ის გასავლელად..

18. ებრაული სიტყვა “ლევ” , რომელიც გულს აღნიშნავს, ბიბლიაში 190-ჯერაა ნახსენები.

19. სისხლი წყალზე ორჯერ სქელია.

20. სისხლის ერთ წვეთს 20-დან 60 წამამდე სჭირდება, რომ გულიდან რომელიმე უჯრედამდე მივიდეს და შემდეგ ისევ გულთან დაბრუნდეს.

21. პატარა კოღოებს საარსებოდ ცილები სჭირდებათ, ამიტომაც იკვებებიან მათი დედები ჩვენი სისხლით :lol2: ისინი ადამიანებს გულისცემითა და სუნთქვით პოულობენ.

22. ყველას ჩვენსავით წითელი სისხლი არ აქვს. ობობებისა და კიბორჩხალების სისხლი ცისფერია სპილენძის შემცველობის გამო. ჭიაყელებსა და წურბელებს მწვანე სისხლი აქვთ რკინის შემცველობის გამო. ბევრ უხერხემლო ცხოველს, მაგალითად ზღვის ვარსკვლავს, ყვითელი სისხლი აქვს. ჩვენი სისხლი კი წითელი ფერისა ჰემოგლობინის გამოა.

წყარო: http://www.funshun.com
http://library.thinkquest.org/

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button