ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ქინძი მეტად სასარგებლოა

ნახეთ თუ როგორი სასარგებლოა, ერთი შეხედვით ზემოთ ხსენებული მცენარე

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სილაანდროს მწვანე ფოთლებში, ასე ეძახიან მცენარეს, რომელსაც კავკასიაში _ ქინძი ჰქვია _ აღმოაჩინეს ნივთიერება დოდესენალი, რომელიც ორჯერ ძლიერია ნებისმიერ ანტიბიოტიკზე. როგორც კვლევის პროცესში გაირკვა, ეს ნივთიერება სწრაფად კლავს ადამიანისთვის საშიშ ბაქტერიებს, კერძოდ სალმონელას, რომელიც ორგანიზმში რომელიმე საკვები პროდუქტიდან ხვდება.

დოქტორ ისაო კაბოს თქმით, მეცნიერები არც კი ელოდნენ ძლიერი ანტიბიოტიკის აღმოჩენას სავსებით ჩვეულებრივ მცენარეში, რომელსაც ხშირად უმატებენ კერძებს მექსიკელები, კავკასიელები და ახლო აღმოსავლეთის მკვიდრნი. აქამდე ითვლებოდა, რომ ქინძი შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიას, რომელიც ცოტაა სხვა პროდუქტებში, ამიტომ ხშირად ხმარობენ სალათებისთვის.

მალე მეცნიერები დაიწყებენ ქინძის მწვანე ფოთლებიდან სამკურნალო პრეპარატის მიღებას, მაგრამ მომხმარებელს შეუძლია, არ დაელოდოს სასწაულმოქმედ აბებს, სჯობს ეს მწვანილი მეტი მიირთვას უმად.

თეგები
Back to top button
Linebet
Close
Close