კულტურა

ნიუტონის ვაშლის ხეს ღობე შემოავლეს

1e83989d6970

“ნიუტონის ვაშლის ხეს”, რომლის ქვეშაც ფიზიკოსმა დედამიწის მიზიდულობის კანონი აღმოაჩინა, ტურისტებისგან დასაცავად 60 სმ-იანი ხის წნული შემოავლეს.

ხე იმის გამო შემოსაზღვრეს, რომ ტურისტები მის გარშემო ტერიტორიას ტკეპნიდნენ, რაც ადრე თუ გვიან ხის ფესვებს დააზიანებდა. დღემდე მნახველებს ხესთან მიახლოება და მის ქვეშ წამოკოტრიალებაც შეეძლოთ. ბოლო დროს ტურისტების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა. ყოველწლიურად ხეს 33 ათასი ადამიანი ნახულობს. ხე ბრიტანეთში, ლინკოლნშირის საგრაფოში, ვულსტროპში იზრდება.

გავრცელებული ლეგენდის თანახმად, ისააკ ნიუტონმა დედამიწის მიზიდულობის კანონი მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ხიდან ჩამოვარდნილი ვაშლი თავში დაეცა. ეს ისტორია ლეგენდად ითვლება, მაგრამ ხეს მანც ბევრი ტურისტი სტუმრობს.

7523e1e608cf

შარშან ინტერნეტში გავრცელდა წიგნი “ნიუტონის ცხოვრების მოგონება”. წიგნი 1752 წელს ნიუტონის ბიოგრაფმა და მეგობარმა უილიამ სტაკლიმ დაწერა. წიგნში ეს ეპიზოდი შემდეგნაირადაა აღწერილი: “თბილი ამინდი იდგა. ვახშმის შემდეგ ბაღში გავედით და ჩაის ვსვამდით ვაშლის ხის ჩრდილში. ნიუტონმა მითხრა, რომ გრავიტაციის კანონი თავში აზრად მაშინ მოუვიდა, როდესაც ამ ხის ქვეშ იჯდა. ის ფიქრობდა და ამ დროს მოულოდნელად ხიდან ვაშლი ჩამოვარდა”.

1820 წელს ძლიერმა გრიგალმა ხის ფესვები დააზიანა. მოგვიანებით ფესვებიდან ვაშლის ხის ყლორტი თავიდან აღმოცენდა. არსებობს ფანქრით შესრულებული ჩანახატი, რომელიც ასახავს, თუ რა მდგომარეობაში იყო ნიუტონის ვაშლის ხე 1840 წელს.

წყარო : Ambebi.ge

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Back to top button