გასართობისაკითხავიუცნაური

10 ყველაზე საოცარი, გადაშენებული ცხოველი

6b9d33fc6cbd

1. ტირანოზავრი (Tyrannosaurus) – გიგანტური მტაცებელი დინოზავრები. (გადაშენებულები 65 მილიონი წლის წინათ)

ტირანოზავრის სიგრძე 13 მეტრი და მეტიც იყო. სიმაღლე (უკანა ფეხებზე დგომისას) 4 მეტრს აჭარბებდა, წონა 7 ტონას აღემატებოდა, ქალას სიგრძე 1,5 მეტრამდე აღწევდა. მასიური, მძლავრი, ხანჯლისებრი კბილები ჰქონდა. ძლიერი კუდი და უკანა კიდურები სხეულის საყრდენს წარმოადგენდა, რედუცირებული წინა კიდურები კი დანამატის სახით იყო შემორჩენილი. ტირანოზავრი ყველაზე დიდი და ერთ-ერთი უკანასკნელი დინოზავრია, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობდა. მისი ნაშთები ნაპოვნია ჩრდილოეთ ამერიკაში, ზედა ცარცული პერიოდის ნალექებში.

65cb6ef3f004

2. ქვაგა : ნახევრად ცხენი, ნახევრად ზებრა (უკანასკნელი დაიღუპა ამსტერდამის ზოოპარკში 1883 წ)

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გადაშენებული ცხოველი აფრიკაში, რომელიც ზებრის ქვესახეობა იყო, რომელიც ოდესღაც ნაპოვნი იქნა სმ.აფრიკაში. მას ზებრისგან განსხვავებით ქონდა უფრო ნათელი ხაზები სახესთან , ვიდრე მთელ სხეულზე.სიბნელეში ხაზებს შორის ადგილი უფრო ფართოვდებოდა, უკანა ნაწილი კი აშკარად ყავისფრდებოდა.

3373bf6649df

3. ტილაცინი, ტასმანიელი ვეფხვი, (ზოლებიანი ზურგის გამო.)იგივე ჩანთოსანი ძაღლი (გადაშენებეული 1936 წლიდან)

ტილაცინი იყო თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ჩანთოსანი ხორცის მჭამელი, ავსტრალიისა და ახალი გვინეას ბინადარი ცხოველი .სიგრძე- 100-130 სმ; კუდთან ერთად – 150-180 სმ;  20-25 კგ. ეწეოდა ღამის ცხოვრებას, იშვიათად ხედავდნენ დღისით. ნადირობდა მარტო, იშვიათად თავის პრაიდთან ერთად.

a6812342c523

4. ზღვის ძროხა -სტელერის ძროხა. (განადგურდა დაახლ. 1768წ)

ზღვის ძუძუმწოვარი სირენების რიგისა. სხეულის სიგრძე 7-9 მეტრს აღწევდა, წონა 3,5 ტ-მდე. მასიური თითისტარისებრი სხეული ბოლოვდებოდა ჰორიზონტალური ფარფლით. წინა კიდურებად ფარფლები ჰქონდა, უკანა არ ჰქონია. შიშველი, სქელი და უხეში კანი ჰქონდა, კბილები არ გააჩნდა. სასა და ქვედა ყბის კიდეები დაფარული იყო წიბოვანი რქოვანი ფირფიტებით. ბინადრობდა ბერინგის ზღვაში,კომანდორის კუნძულებთან წყალმარჩხში. იკვებებოდა წყალმცენარეებით ხორცისა და ქონის გამო უზომო რეწვის შედეგად მთლიანად განადგურდა დაახლოებით 1768 წელს.

a8ecd4e8e3aa

5. ირლანდიური დიდრქება ირემი (გადაშენებული 7700 წლის წინათ)

ირლანდიური ლოსი ან ირლანდიური ირემი იყო უდიდესი ირემი , რასაც კი უარსებია. სიმაღლე 2.1 მეტრი, რქა სიგანეში 4 მეტრი. ბინადრობდა ნესტიან მინდორში. მის გადაშენებას უკავშირებენ ტყის ღია სივრცედ გადაქცევას , სადაც იგი თავისი ”მორთულობით” უბრალოდ ვერ იცხოვრებდა.

97392b6a4bc0

6. კასპიური ვეფხვი: სამჯერ დიდი, ვიდრე ჩვეულებრივი (გადაშენდა 1970 წლიდან)

იგი ნაპოვნი იქნა: ირანში, ერაყში,თურქეთში, მონგოლეთში, ყაზახეთში, კავკასიაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში და უზბეკისტანში 1970 წლამდე, მის გადაშენებამდე. ამ ქვესახეობის სხეული განსხვავდებოდა ნათელი რიჟა შეფერილობით და გრძელი ზოლებით. ზამთარში მისი ბეწვი უფრო ხშირი და ფაფუკი ხდებოდა, განსაკუთრებით მისი ბაკენბარდები. წონა: 169-240 კგ, მდედრები უფრო ცოტა-85-135კგ.

89e575aafc3f

7. დომბა – ძალიან დიდი რქიანი პირუტყვი (გადაშენებული 1627წ)

ამომწყდარი გარეული ძროხა. შინაური ძროხის წინაპარი. ფართოდ იყო გავრცელებული ინდოეთში დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ, და დაახლოებით 250 000 წლის წინათ მიაღწია ევროპასაც.ის იყო ძლიერ კუნთიანი ცხოველი, მისი სხეულის  სიმაღლე – 170–180 სმ და წონა 800 კგ.მდე. სანადირო ობიექტი იყო. უკანასკნელი პირველყოფილი ძროხა 1627 წელს მოკლეს პოლონეთში.

d8f19ab065e6

8. უფრთო ალკა (პინგვინი, გადაშენებული 1844წ)

ეს საოცარი, დიდი ჩიტი განადგურდა XIX საუკუნეში, ფრთების სუსტი განვითარების გამო, მას არ შეეძლო ფრენა, ხმელეთზეც უჭირდა სიარული, მაგრამ მშვენივრად დაცურავდა. 1844 წელს მოკლული იქნენ 2 უკანასკნელი წარმომადგენელი და მას შემდეგ ამ სახეობაზე ცნობა არ ყოფილა. იყო 70 სმ. სიმაღლის და იწონიდა 5 კგ-ს.იგი აღმოჩენილ იქნა აღმ.კანადაში, გრენლანდიის კუნძულზე,ისლანდიაში, ნორვეგიაში, ირლანდიაში და დიდ ბრიტანეთში.

ec321d279b0b

9. გამოქვაბულის ლომი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლომი რაც არსებულა (გადაშენებული 2 000 წ. წინათ)

ძირითადად ევროპასა და ციმბირის ბინადარი. სიმაღლე – 1.20 მ. სიგრძე- 2,1 მ. კუდის გარეშე. არის ვერსია თითქოს ის გამყინვარებისას გადაშენდა,თუმცა არის სხვა ცნობებიც რომ ის 2000 წლის წინ ბალკანეთში განადგურდა.

299701929abf

10. დრონტი – გადაშენებული სახეობა არამფრინავი ჩიტებისა, მტრედისებრთა ოჯახიდან. (გადაშენებული 17 საუკუნეში)
ბინადრობდა ინდოეთის ოკეანეში, კუნძულ მავრიტანიაზე. იწონიდა 20-25 კგ-ს, სიმაღლეში – 1 მეტრს აღწევდა. დრონტის იგივე დოდოს თითები ძალიან გავდა ინდაურისას, ხოლო ნისკარტი მასიური ჰქონდა. პინგვინებისა და სირაქლემისგან განსხვავებით არამარტო ფრენა, არამედ ცურვა და სწრაფი სირბილიც არ შეეძლო. ბინადრობდნენ ტყეებში, ცხოვრობდნენ თითო წყვილად. ისინი სრულად განადგურდნენ კუნძულზე ევროპელების გამოჩენისთანავე.გარდა იმისა , რომ მისი ხორცი იყო გემრიელი , ღორები, კატები და ძაღლები დაუცველი ჩიტის კვერცხებს მიირთმევდნენ. დაუცველი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რადგან მასზე ნადირობისას მასთან მიახლოება და ჯოხის დარტყმა იყო საკმარისი. აქამდე მტრის გარეშე მყოფი, ძალიან მიმნდობი იყო.ალბათ სწორედ ამიტომ დაერქვა სახელი დოდო (dodo) , პორტუგალიური სიტყვა doudo-სგან, თარგმანში -სულელი.

P.S გადაარჩინე ბუნება …

მსგავსი ამბები

Back to top button