გასართობისასარგებლოუცნაური

საინტერესო ფაქტები ნორვეგიის შესახებ

1. ნორვეგიაში კანონით ისჯება ყველა, ვინც თავის დედალ ძაღლს ან კატას დაკოდავს :lol2:

2. ‘Encyclopedia Britannica’-ს მონაცემებით, ნორვეგიელები ყველაზე მეტს კითხულობენ მსოფლიოში.

3. ‘Global Peace Index’-მა ნორვეგია ყველაზე მშვიდობიან ქვეყნად აღიარა 2007 წელს.

4. ნორვეგია ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანად ითვლება მსოფლიოში.

5. ნორვეგიელების თქმით, მათთან ცუდი ამინდი არასდროს არაა. უბრალოდ შეიძლება ამინდის შეუფერებლად გეცვას :sackali:

6. ხილის მაღაზიები კვირაობით იკეტება.

7. ფასები საკვებზე იმდენად მაღალია, რომ ვინც შვედეთის საზღვართან ახლოს ცხოვრობს, საზღვარზე გადადის საყიდლად. იქ გაცილებით მისაღები ფასებია. ეს მოვლენა იმდენად ხშირია, რომ მარტო საზღვრის გადაკვეთიდან მიღებული წლიური შემოსავალი 2 მილიარდი დოლარია.

8. იმის მიუხედავად, რომ ნორვეგია ნავთობის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, საწვავზე ფასი კატასტროფულად მაღალია.

9. რეფერენდუმზე ნორვეგიელებმა ორჯერ უარყვეს ევროკავშირის წევრობა, თუმცა მის მითითებებს უფრო ხშირად ასრულებენ, ვიდრე ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყანა.

10. ნორვეგიელების საყვარელი კერძია ‘Grandiosa’-ს გაყინული პიცა. ყოველ წელს ისინი 20 მილიონს მიირთმევენ და ეროვნულ კერძად მიიჩნევენ :yes:

11. საკუთარზე მეტად ნორვეგიელებს შვედური იუმორი მოსწონთ.

12. ნორვეგიაში მეძავის ქირაობა აკრძალულია, მეძავობა კი ნებადართული. ანუ თუ თქვენ იქირავებთ მეძავს და სამართალდამცავებმა წაგასწრეს, პასუხს მხოლოდ თქვენ აგებთ :evil:

13. 80-იანი წლების ბოლომდე კრივის ტელევიზიით ჩვენება აკრძალული იყო, რადგან სპორტის ეს სახეობა ამორალურად მიიჩნეოდა.

14. პრემიერ მინისტრი კიელ მაგნე ბონდევიკი ერთხელ რამდენიმე კვირით შვებულებაში გავიდა დეპრესიის გამო. მისი თქმით, დეპრესიის მიზეზი იყო ჟურნალისტების მხრიდან მისი უხეში მოხსენიება. შვებულებაში პრემიერ-მინისტრი ანტიდეპრესანტებით იჭყიპებოდა.

15. 90-იან წლებში სატანისტმა როკერებმა ეკლესიებს შეუტიეს [ნორვეგია ლუთერანული ქვეყანაა]. მათ გამო 7 ეკლესია სრულად დაიწვა.

16. ამერიკა არა კოლუბმა, არამედ ნორვეგიელმა ვიკინგმა ლაიფ ერიქსონმა აღმოაჩინა 1003 წელს. იგი გრენლანდიისკენ მიემართებოდა და გზა აერია :D

17. ბევრი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ნორვეგიელი ვიკინგები ჰოლანდიელებზე საუკუნეებით ადრე იყენებდნენ ტელესკოპის მსგავს მოწყობილობას (ტელესკოპის გამომგონებლად ჰოლანდიელები მიიჩნევიან).

18. მთავრობის მხრიდან გულგრილობის გამო პოლიიცის განყოფილებები მხოლოდ სამუშაო საათებშია ღია, ღამით კი იკეტება. უმეტესობა შაბათ-კვირასაც დაკეტილია :yes:

19. ნორვეგიელებს უკულტურობად მიაჩნიათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უცხო ადამიანთან გამოლაპარაკება ან გაღიმება.

20. ყველაზე პოპულარული ყველი ნორვეგიაში ყავისფერია.

21. თხილამურები და თხილამურებით სრიალი ნორვეგიელებმა გამოიგონეს.

22. სამხრეთ პოლუსს პირველად ნორვეგიელმა მკვლევარმა რუალ ამუდსენმა მიაღწია 1911 წლის 14 დეკემბერს.

23. იმის მიუხედავად, რომ ალფრედ ნობელი სვედი იყო, მისი სურვილით, ნობელის პრიზით დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ტარდება და ადმინისტრაციაც ნორვეგიელებითაა დაკომპლექტებული.

24. ქაღალდის სამაგრი, ე.წ. “სკრეპი” გამოიგონა ნორვეგიელმა მეცნიერმა იოჰან ვალერმა 1899 წელს.

25. ნორვეგია იმ იშვიათ ქვეყნებში შედის, რომლებიც დღემდე ნადირობენ ვეშაპზე.

26. იმის მიუხედავად, რომ ნორვეგია უკიდურეს ჩრდილოეთშია, გოლფსტრიმის დინების გამო სანაპიროზე ყოველთვის თბილა.

27. ტყეებს ნორვეგიის 1/4 უკავია, თუმცა რუსეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის ქარხნების გამონაბოლქვის გამო ხშირია მჟავური წვიმები, რაც თანდათან ანადგურებს ტყეებს.

წყარო: http://www.channel4learning.com
http://funnynorwayfacts.blogspot.com/

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close