არქივი

საინტერესო ფაქტები კატებზე

41fbe23f1e69

1.შინაურ კატას დაახლოებით 14 საათი სძინავს დღე-ღამეში.

2. ყველაზე მცირეწონიანი კატის ჯიშია სინგაპურული, რომელიც 1.8 კგ-ს იწონის. ყველაზე მძიმეწონიანი კი რეგდოლი, რომელიც ზოგჯერ 9 კგ იზრდება.

3. კატას შეუძლია 100 სხვადასხვა ხმაზე იკნავლოს, იმ დროს როცა ძაღლისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10-ია.

4. კატების უმეტესობას წამწამები არ აქვს.

5. ულვაშები კატას ეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ სად მოკალათდეს. ულვაში მათთვის ანტენასავითაა, რომლითაც სივრცის მოცულობას ზომავენ.

6. ყოველ მეოთხე ამერიკელ დიასახლისს სახლში კატა ყავს.

7. ყოველი კატის ცხვირის ანაბეჭდი უნიკალურია, ისევე როგორც ადამიანისთვის – ხელის თითებისა.

8. ოჯახის კატა თავისი სიცოცხლის დაახლოებით 11 000 საათს კრუტუნში ატარებს.

9. 9 მეტრი სიმაღლიდან გადმოვადნისას კატების აბსოლუტური უმეტესობა არ შავდება.

10. კატების პატრონთა 25% დაბანვის შემდეგ ფენით აშრობს მას.

11. კატას ყოველ ყურში 32 კუნთი აქვს. მას შეუძლია გაიგონოს 65 კილოჰერცი სიმძლავრის ხმა, რითაც ძაღლს ჯობნის.

12. ნივთიერება ტაპეტუმ ლუციდიუმის სიჭარბის გამო კატა ღამით ადამიანზე ექვსჯერ უკეთ ხედავს.

13. კატას არ შეუძლია დამოუკიდებლად თათი გვერდზე გაწიოს.

14. გამოდევნების შემთხვევაში შინაურ კატას შეუძლია 50 კმ/სთ-მდე განავითაროს. ამით ნებისმიერ ადამიანს ჯობნის.

15. კატა ერთ-ერთი უძველესი ძუძუმწოვარია დედამიწაზე. აღმოჩენილია კატის ნაშთები, რომელიც 35 მილიონი წლით თარიღდება.

16. კატა საშუალოდ 15 წელი ცოცხლობს. ყველაზე ხნიერი კატა, ინგლისელი Puss გარდაცვალების მომენტში 36 წლისა იყო.

17. კატას არ გააჩნია ლავიწის ძვლები, რაც მას მეტ სისწრაფესა და მოქნილობას ანიჭებს.

18. კატის მხედველობის არე დაახლოებით 285 გრადუსი და 130 მეტრია.

19. კატების სიყვარულს აილუროფილია ჰქვია.

20. მსოფლიოში 33 სხვადასხვა ჯიშის 500 მილიონი შინაური კატაა.

21. კატის გული ორჯერ უფრო სწრაფად ცემს, ვიდრე ადამიანისა: 110-დან 140-მდე დარტყმა წუთში.

22. კალიკოს (Calico) ჯიშის კატები უმეტესად მდედრები არიან.

23. კატის კისრით აწევა სახიფათოა და დიდი შანსია რამე დაუზიანდეს. ამის უსაფრთხოდ გაკეთება მხოლოდ მდედრ კატებს შეუძლიათ თავიანთ კნუტებზე.

24. როცა კატები თათებს ილოკავენ, ბედნიერები არიან.

25. კატის ერთ წყვილისგან 7 წლის განმავლობაში შესაძლებელია 420,000 კატის მიღება.

26. კატა თითქმის არასდროს ეუბნება “მიაუს” სხვა კატას. ეს მხოლოდ ადამიანისთვისაა განკუთვნილი.

27. რეკორდი ერთი კატის მიერ თაგვების დახოცვაში არის 28,899. შოტლანდიურმა კატამ “Towser” ზუსტად ამდენ თაგვს მოუღო ბოლო 21 წლის განმავლობაში.

28. კატები ფერებს არჩევენ, თუმცა მწვანე და წითელი ერევათ.

29. ზრდასრულ კატას 32 კბილი აქვს.

30. ეგვიპტეში კატის სიკვდილი შემდეგ პატრონი წარბებს იპარსავდა. კატასთან მკაცრი მოპყრობის შემთხვევაში პატრონს სჯიდნენ, ხშირად – სიკვდილით.

წყარო: http://www.funshun.com
http://www.buzzle.com
http://www.catscans.com

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button