უცნაური

აღმოჩენები, რომლებიც შეცდომის შედეგია

975207f4615b
1. პენიცილინი

ბიოლოგი სერ ალექსანდრ ფლემინგი ცდებს ატარებდა, რათა სტაფილოკოკისგან დამცავი საშუალება გამოეგონა. ერთხელ, როცა შესვენებიდან ბრუნდებოდა, დაინახა, რომ ერთ-ერთი ჭიქა, რომელსაც საექსპერიმენტოდ იყენებდა, თავღია დარჩენოდა. ჭიქაში ობის სოკო იყო მოდებული. ჭიქაზე დაკვირვებისას მეცნიერმა დაინახა, რომ სტაფილოკოკი ვერ ხარობდა ისეთ ადგილებში, სადაც ობის სოკო იყო. ამ ფაქტის გათვალისწინებით, 1928 წელს მან ობის სოკოსგან შექმნა ახალი წამალი – პენიცილინი. თუმცა როდესაც მის შესახებ ფართო საზოგადოებას ამცნო, დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია, რადგან იმ დროს პენიცილინის წარმოება ძვირი ჯდებოდა. მასიურად დამზადება მხოლოდ 1945 წლის შემდეგ დაიწყეს.

2. მიკროტალღოვანი ღუმელი
c913bff10b1f
1945 წელს ამერიკელი ინჟინერი ლებარონ სპენსერი მაგნეტრონებზე დაკვირვებით სწავლობდა ელექტროტალღების გადაცემის პროცესს. მას ჯიბეში მუდამ ედო შოკოლადი და შესვენებისას მიირთმევდა ხოლმე. ერთხელ, როცა ჯიბეში ხელი ჩაიყო, შენიშნა რომ შოკოლადი დამდნარიყო. მეცნიერი მიხვდა, რომ ელექტროტალღები სითბურ ეფექტს ახდენდა შოკოლადზე და გადაწყვიტა სხვა რამეებზეც ეცადა იგივე. ჯიბეში ამჯერად კვერცხი ჩაიდო. კვერცხი რამდენიმე წუთში გასკდა.
პირველი მიკროტალღოვანი ღუმელი 340 კგ-ს იწონიდა და მაცივრის ხელა იყო.

3. ნაყინის ჭიქა.
cc078e211795
1904 წლამდე ნაყინს თეფშზე მიირთმევდნენ. 1904 წელს ერთ-ერთი გამყიდველი ხედავდა როგორი წარმატებით იყიდებოდა მის ჯიხურში თეფშზე დასხმული ნაყინი, ხოლო მის გვერდით ჯიხურში საკმაოდ წარუმატებელი იყო მისი კოლეგა, რომელიც სპარსულ ვაფლის ჭიქებს ყიდდა. ერთხელაც, ნაყინის გამყიდველი იდეით მივიდა თავის კოლეგასთან და თავიანთი ბიზნესების გაერთიანება შესთავაზა: კერძოდ კი, ნაყინი ჩაესხათ ვაფლის ჭიქებში. იდეა ორივეს მოეწონა და ბიზნესიც ისე კარგად აეწყო, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ნაყინი ვაფლის ჭიქაში მთელ მსოფლიოს მოედო.

4. შამპანური
56bdcc99c7a2
ყველას გაუგია ბერი დონ პიერ პერინიონი, რომელიც შამპანურის შექმნისთვის დააჯილდოვეს.
მას სურდა საფრანგეთის სამეფო კარისთვის განსაკუთრებული თეთრი ღვინო დაემზადებინა. მაგრამ იმ მხარეში, სადაც ბერი ცხოვრობდა, მხოლოდ შავი ღვინო მოდიოდა. ამიტომაც დაწურვისას თეთრ წვენს ურევდა. ბერი ამ ღვინოს ორი წლის განმავლობაში ინახავდა, მაგრამ განსაკუთრებული ცივი ამინდების გამო ღვინო ორჯერ დადუღდა და ბუშტებს იკეთებდა. ამან წარმოშვა ღვინო ნახშირბადის ორჟანგის ბუშტებით. ბერის ყოველი მცდელობა, მოეშორებინა ბუშტები, ამაო გამოდგა. თუმცა გემოთი არაჩვეულებრივი გამოდგა და არამარტო საფრანგეთში, არამედ ინგლისშიც დიდი მოწონება დაიმსახურა.

5. სტიკერი
784986c684be
1970 წელს მეცნიერი სპენსერ სილვერი ცდილობდა ძლიერი წებო შეექმნა , მაგრამ საპირისპიროდ ძალიან თხელი და სუსტი წებო მიიღო, რომელიც ქაღალდს წესიერად ვერ აწებებდა და ადვილად ძვრებოდა. კომპანია “3M”-ში მისვლისას (სადაც მუშაობდა) მისი გამოგონებით რა თქმა უნდა არავინ დაინტერესდა. თუმცა 4 წლის შემდეგ, მისმა კოლეგამ არტურ ფრაიმ და ეკლესიის ერთ-ერთმა მეგალობემ ამ წებოს ქაღალდზე წასმისას შემთხვევით სტიკერები მიიღეს. ეს აღმოჩენა სპენსერ სილვერმა კომპანია “3M”-ს მიჰყიდა და 1977 წლიდან ფართოდ მოედო მსოფლიოს.

6. ჩიპსები
eca237694859
1853 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში მაგნატმა კორნელიუს ვანდერბილტმა შემწვარი კარტოფილი დაიწუნა. მისი თქმით, ის ნახევრად უმი იყო და მსხვილ ნაჭრებად იყო დაჭრილი. მზარეულმა ჯორჯ კრუმმა ხელახლა შეწვა, მაგრამ მაგნატი ისევ უკმაყოფილო იყო. რამდენჯერმე ერთი და იგივე რომ განმეორდა, გაბრაზებულმა მზარეულმა კარტოფილი ძალიან წვრილ ნაჭრებად დათალა და გაცხელებულ ტაფაზე ბევრ ზეთში დიდხანს გააჩერა. მისდა გასაოცრად, კერძმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მალე რესტორანში ყველა ამ ახალ კერძს ითხოვდა. რესტორნის მენიუში კერძი მოხსენიებული იყო, როგორც “სარატოგას ჩიპსები”, მალე კი მთელს მსოფლიოს მოედო უბრალოდ ‘ჩიპსების’ სახელით.

7. მხტუნავი ზამბარა
adb66c9aaeff
1940 წელს ინჟინერ რიჩარდ ჯეიმსს შემთხვევით მაგიდიდან ზამბარა გადაუვარდა. მან შენიშნა, რომ იატაკზე დაცემამდე ზამბარა რამდენჯერმე წაბორძიკდა და გადაყირავდა. რამდენიმე ცდის შემდეგ ახალი გამოგონება მზად იყო. 1948 წლიდან კი ის ყველა ბავშვის საყვარელი გასართობი გახდა.

8. სუპერწებო
c58ac113e09d
დოქტორი ჰარი კუვერი ცდილობდა სანადირო თოფებისთვის ზუსტი სამიზნე შეექმნა. მას უწევდა მუშაობა ქიმიკატებთან, რომლებიც ცნობილია, როგორც ციანოაკრილატები. ნესტში მოხვედრისას ისინი ყველაფერს იკრობდნენ, რასაც შეეხებოდნენ. 6 წლის შემდეგ, მეცნიერმა ქიმიურ ქარხანაში მუშაობისას კიდევ ერთხელ დაინახა ციანოაკრილატების ძალა. მისგან საოცრად წებოვანი ნივთიერება მიიღებოდა. ამასთან, ამას დიდი წვალება არ სჭირდებოდა. რამდენიმე ცდის შემდეგ სუპერწებო მზად იყო.

9. LSD
e9ee418bef82
შვეიცარიაში ყოფნისას ამერიკელი მეცნიერი ალბერტ ჰოფმანი ცდილობდა შეექმნა ისეთი წამალი, რაც მშობიარობის ტკივილს შეამსუბუქებდა. მან რამდენიმე ნივთიერება შეურია ერთმანეთს და მიღებული აბები საწყობში შეინახა. რამდენიმე დღის შემდეგ გამოიღო და ერთი აბი მიიღო, თუმცა ანალიზებმა საინტერესო ვერაფერი აჩვენა. მხოლოდ საღამოს გაიგო მისი ნამდვილი თვისებები, როცა ველოსიპედით სახლში მიმავალს უცნაური ნაგებობები და ფერთა გამა მოელანდა. მან 200 მოხალისეზე ექსპერიმენტი ჩაატარა და მათგან 85%-ს საოცარი შეგრძნებები ჰქონდა.
LSD 1966 წელს აშშ-ს კანონმდებლობით აიკრძალა და მისი გავრცელება შეწყდა.

10. კონიაკი
39b5da4791d8
შუა საუკუნეებში, როდესაც გემით ღვინო გადაჰქონდათ, ზოგჯერ გადაადუღებდნენ ხოლმე, რომ წყლის წილი შეემცირებინათ და ამგვარად ფართი დაეზოგათ. ერთმა მეზღვაურმა კი გადაწყვიტა, დიდხანს ედუღებინა და წყალი მაქსიმალურად ამოეშრო. ამის შედეგად მან მიიღო ახალი, ღვინოზე მაღალალკოჰოლური სასმელი, რომელსაც კონიაკის სახელით ვიცნობთ.

წყარო: http://www.pocketgadget.org
http://blogs.iguides.org/

მსგავსი ამბები

Back to top button