ქოროღლის ციხე
ქოროღლის ციხე მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში. თბილისის დასავლეთით. ციხის აგების თარიღის დადგენა ვერ შევძელი რადგან არსებობს სხვადასხვა ურთიერთგამომრიცხავი წყაროები. მაგრამ ფაქტია, რომ არის ძალიან ძველი. ქოროღლი საუკუნებიის მანძილზე იცავდა თბილისის მისადგომებს. აგებული არის სალ კლდეზე. მისადგომლად ძალიან რთულია. შესაბამისად მტერს დიდ წინააღმდეგობას უწევდა. ციხის არქიტექტურა არის გასაოცარი. იმ რელიეფის გათვალისწინებით სადაც აგებულია უზარმაზარი შრომა უნდა გაეწიათ მის ამშენებლებს და ფაქტია, რომ ნაგებობა დღესაც მყარად დგას. გასაოცარია ხედი, რომელიც ციხიდან მოჩანს. ქოროღლის მახლობლად არის ქართველი იუნკრების მემორიალი და ეკლესია, რომელიც ასევე ულამაზესია. ნებისმიერი მნახველი გაოცებული დარჩება და დარწმუნდება იმაში, რომ დროს მხოლოდ პირამიდებმა არ გაუძლეს. აქვე შემოგთავაზებთ რამოდენიმე სურათს რომელიც გადაღებულია karavi.ge -ს ექსპედიციისას. დიდი მადლობა მასალისთვის ზემოთ ხსენებულ საიტს.