გართობა

მამაკაცის შემადგენელი ნაწილები

725bcf291f5a
სალამი ბიჭებს, ტუფლები გვიჭერს.. (რადიო 105-ის გავლენა) გოგოებს მოწიწებული სალამი : )) ხოდა, რა ხდება დღეს.. მართალია ფრჩხილის მოძრობის გამო ცოტა ვერ ვარ კარგად, მაგრამ ეგ არაუშავს (ზოგმა გაიფიქრა, ფრჩხილი კი არა რატომ ხელი არ მოტყდაო :dabneuli: , მოიცათ და მალე ტვინის მოტეხვასაც მისურვებთ, ჯერ მხოლოდ კითხვის გაგრძელებით დაკმაყოფილდით : )

მამაკაცი და მისი შემადგენლობა :
1. ადამიანური თვისებები: აქვს ცოტა, მაგრამ მოთვინიერების შემთხვევაში შეძენისუნარიანია.
2. გადამცემი: ,,მშია და დალევაც მინდა” – მუშაობს შეუსვენებლად.
3. საკვების მიღებისა და გადამუშავების სტაბილიზატორი ხშირად გამოდის მწყობრიდან. აქვს 2 მდგომარეობა ა) ჯერ კიდევ ცარიელია; ბ) სავსეა, მაგრამ ჩატენე შენი რა მიდის.
4. ყნოსვის ანალიზატორი: გრძნობს მხოლოდ მუცლის ამაღრუცუნებელ სუნს..
5. გოგოების შემათვალიერებელ-ამომცნობი დეტექტორი, მუშაობს შორ ხედზეც, გააჩნია zoom მიახლოების ფუნქცია.
6. სენსორი ,,მინდა სექსი” სიბერეში იწვება, აქვს 2 მდგომარეობა ა)მინდა.. ბ) აუტანლად მინდა
7. მეტყველების სენსორი მუშაობს თავდაუზოგავად ნაშების ამოცნობის შემდეგ, და ასევე მაშინაც, როდესაც მუცელი იმ სითხით ივსება ქალები ხშირად ცეცხლად და ნავთად რომ მოიხსენიებენ. (,,ცეცხლი ჭამა შენმა პირმა და ნავთი დააყოლა ზევიდან ” :dabneuli: )
warning: მეტყველების სენსორი ავტომატურად იბლოკება ცოლის კითხვაზე – სად იყავი?!.. ან რა ჩაცეცხლე.. და ირთვება ავტომოპასუხე: მერე აგიხსნი ყველაფერს :(
8. მეხსიერების ცენტრი: მოქმედებს ჩვეულებრივ, მხოლოდ როგორც იტყვიან ,,ცენტროვკა ერღოვა” და დროებითი ამნეზია ახასიათებს სიდედრის დაბადების დღეს, წინა დღის ლოთობის შემდეგ, ასევე 8 და 3 მარტს.
9. სხვადასხვა სენსორებში პირველ ადგილზე დგას ,,კაი ბიჭობის სენსორი”. უვითარდება ადრეული ასაკიდან და გამოიხატება შეუსვენებელი ბლატაობით თავიანად თუ უთაოდ.
10. თავმოყვარეობის ,,კლუჩები”: ა) წარწერით: ,,ნასკი გამხადე ქალო”, ბ) წარწერით: ,,კაცი ვარ და ქუდი მხურავს” გ) წარწერით: კაცი ვარ და ოჯახის მარჩენალიც ვარ (ისე, ოჯახის მარჩენალს ძროხასაც კი ეძახიან :dabneuli: ) ეჰ, ამ ფასეულობებზე მდებარეობს თავმოყვარეობის გრძედებიც და განედებიც :lol2:

თქვენ გული არ გაიტეხოთ ბიჭებო, რას იზავთ, ბოლომდე მოგიწევთ ზიდოთ მამაკაცობის უღელი :lol2:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button