ობერონი – ფერიების მეფე
ობერონი (ასევე ცნობილი როგორც აუბერონი) არის ლეგენდარული ფერიების მეფე შუასაუკუნეებისა და რენესანსულ ლიტერატურაში. ის ყველაზე კარგად ცნობილია, უილიამ შექსპირის “ზაფხულის ღამის სიზმრიდან”, როგორც ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი (დაწერილი 1590). ობერონი არის ფერიების მეფე, ტიტანიას – ფერიების დედოფლის მეუღლე. ობერონის, როგორც ელფების მეფის სტატუსი მოდის ალბერიჰიდან, რომელიც იყო ჯადოქარი მეროვინგიანების დინასტიის ლეგენდარული ისტორიიდან. ლეგენდის თანახმად ის არის მეროვეჰის არამქვეყნიური “ძმა”. ალბერიჰი თავისი უფროსი ვაჟისთვის მოიგებს კონსტანტინოპოლის პრინცესის ხელს. მე-13 საუკუნეში დაწერილ ბურგუნდიულ პოემაში, ალბერიჰი იცავს ნიბელუნგების განძეულს, თუმცა მას სძლევს ზიგფრიდი. ალბერეჰი არის მსგავსი ფრეირის ან ინგის, რომელიც არის ტრადიციული “ელფების მეფე” გერმანულ მითოლოგიაში. სახელ ობერონმა ლიტერატურული სტარტი აიღო მე-13 საუკუნის პირველი ნახევრიდან, ფერია ობერონისგან, რომელიც ეხმარება მთავარ გმირს “Les Prouesses et faitz du noble Huon de Bordeaux”-ში. ობერონი ემტერება თავის ცოლს, ტიტანია, ფერიების დედოფალს. ისინი ჩხუბობენ ბავშვის გამო, რომელიც ობერონს უნდა რომ აღზარდოს მის მიმდევრად. ამავე დროს ტიტანიას უნდა რომ თვითონ აღზარდოს ეს ბავშვი, რადგან ის არის მისი მოკვდავი მეგობრის შვილი და ბავშვის გაზრდა თავისი მეგობრისთვის უნდა. რადგან ობერონი და ტიტანია არიან ძლევამოსილი ფერიები, მათი კამათი ამინდის ცვლილებას იწვევს. ტატანა აღწერს რა მოსდის ბუნებას, როცა ისინი ჩხუბობენ “ზაფხულის ღამის სიზმარში”.
ტიტანია და ობერონის კამათი (1846) Sir Joseph Paton-ის შემოქმედება
ობერონი
ზაფხულის ღამის სიზმარი – უილიამ შექსპირის კომედია. იგი დაწერილი უნდა იყოს 1594–1595 წლებს შორის. კომედიაში ნაგულისხმებია ზაფხულის ბუნიაობის ღამე (Midsummer Eve), 23 ივლისი, რომლის დროსაც თითქოს სულები გადმოდიოდნენ საფლავიდან და ოინებს უმართავდნენ ადამიანებს. ამ დროს ტარდებოდა ტრადიციული რიტუალები, ანთებდნენ კოცონს, რაც წინაქრისტიანული ბრიტანეთის ნაყოფიერების დღესასწაულის გადმონაშთი იყო. შექსპიროლოგთა შორის გამოითქვა მოსაზრება რომეო და ჯულიეტასა და ზაფხულის ღამის სიზმრის ურთიერთმიმართების შესახებ, რომლის თანახმადაც ორივე პიესა ერთიან გენეტიკურ ტიპს განეკუთვნება, ორივეში დახატულია მტრული ოჯახის შვილების ბედ–იღბალი. კომედიის სიუჟეტის წყაროები მრავლად მოიძებნება კლასიკური ლიტერატურიდან. შექსპირი აერთიანებს განსხვავებულ სიუჟეტურ მოტივებს პლუტარქეს (მესტრიუს პლუტარქუსი; ბერძენი ისტორიკოსი, ბიოგრაფი და ესეისტი) ქრონიკებიდან, ჯეფრი ჩოსერის (ჯეფრი ჩოსერი (დ. დაახლ. 1343 — გ. დაახლ. 1400) იყო ინგლისელი პროზაიკოსი, პოეტი, ფილოსოფოსი, ბიუროკრატი, წარჩინებული და დიპლომატი. მან არაერთი მხატვრული ნაწარმოები შექმნა, მაგრამ ყველაზე მეტად ცნობილია პოემით „კენტერბერიული მოთხრობები“) კენტერბერიული მოთხრობებიდან, აპულეუსის ოქროს ვირიდან. სახელი ტიტანია შექსპირმა ალბათ ნახა ოვიდიუსთან და ა.შ. საერთოდ, პიესის სამყარო სავსეა შუა საუკუნეების ფოლკლორული სახეებით, ანგლო–საქსური წარსულის ფურცლებიდან გაცოცხლებული წარმოდგენებით. მეტად ძლიერი და აქტიურია პიესაში მითიური არქეტიპების სიღრმისეული შრე.
წყარო: wikipedia
იოჰან ჰაინრიხ ფიუსლი, 1793–1794
ოიჰან ჰაინრიხ ფიუსლი, კომედიის ილუსტრაცია, 1775–1790
ჰენრი რიმი, სცენა პიესიდან – ტიტანია
ჯოზეფ ნოელ პატონის ილუსტრაცია, 1847 “ტიტანიას და ობერონის შერიგება”
ედვინ ლანდსერი: სცენა პიესიდან, 1848
ობერონი, ტიტანია და პაკი ცეკვავენ ფერიებთან ერთად. უილიამ ბლეიკი, 1723
“ზაფხულის ღამის სიზმრის” პერსონაჟები არიან: ობერონი–ფერიების მეფე; ტიტანია – ფერიების დედოფალი; თეზევსი – ათენის მთავარი; ეგეოსი – ჰერმიას მამა; ლისანდრე – ჰერმიას მოტრფიალე; დემეტრიოსი – ჰერმიას მოტრფიალე; ფილოსტრატე – თეზევსის დღესასწაულის გამგებელი; კომშა – დურგალი; კოხტაპრუწა – ხურო; კოჭა – ფეიქარი; სტვირა – მესაბერვლე; დრუნჩა – თოქმაჩი; კნაჭა – თერძი; იპოლიტა – ამორძალების დედოფალი; ჰერმია – ეგეოსის ქალი,ლისანდრეს შეყვარებული; ელენე –დემეტრიოსის მოტრფიალე; პაკი – ანუ საყვარელი ბიჭი რობინ გუდფელოუ; მდოგვის მარცვალი – ფერია; ფარვანა – ფერია; აბლაბუდა – ფერია; მუხუდო – ფერია; სხვა ფერიები, თეზევისისა და იპოლიტას ამალა.
“Midsummer Night’s Dream” Choreographed by an artistic genius, George Balanchine
A Midsummer Night’s Dream. Choreographer: Hugo Fanari
“A Midsummer Night’s Dream” (which opened at the Sydney Opera House)
ობერონი, ანუ ელფების მეფის ფიცი, არის კარლ მარია ვინ ვებერის (Carl Maria von Weber0 სამ მოქმედებიანი რომანტიული ოპერა, ლიბრეტო (ანუ ოპერის ტექსტი) ეკუთვნის James Robinson Planche-ს, Christoph Martin Wieland-ის გერმანული პოემა”ობერონის” მიხედვით, რომელიც თავისმხრივ ემყარება ფრანგული შუასაუკუნეების თქმულებას “Huon de Bordeaux”.
Overture from Carl Maria von Weber’s last opera, OBERON.
http://www.youtube.com/watch?v=ZoDWGktqaN0