არქივი

facebook-ით გამოწვეული განქორწინებები

20353c3e845e

ბოლო პერიოდში დიდ ბრიტანეთში წარმოებული განქორწინებების 20 პროცენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქს“ უკავშირდება.

ამის შესახებ The Daily Mail იმ იურიდიულ კომპანიებზე დაყრდნობით წერს, რომლებიც განქორწინებების საქმეებზე მუშაობენ.

ყოველი მეხუთე განაწყენებული მეუღლე აღნიშნავს, რომ ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი „ფეისბუქია“, უფრო სწორად კი მეორე ნახევრის
ამ სოციალურ ქსელში – ზედმეტად ჩართულობა. „გააკრა“. ხშირ შემთხვევაში კონფლიქტი ამ ვებ გვერდის მეშვეობით ურთიერთობაში მესამე პირის ჩარევას, მცირე ფლირტსა თუ ინტიმურ მიმოწერას უკავშირდება. იურისტები აღნიშნავენ, რომ ვირტუალურად მოღალატე ადამიანების საქციელს, ხშირ შემთხვევაში, ასეთივე ვირტუალური კეთილისმსურველები მათ მეუღლეებს, ატყობინებენ.

ცალკეულ შემთხვევებში ეჭვიანობა სოციალური ქსელით მეუღლეების ყოფილ პარტნიორებთან ურთოერთობას უკავშირდება, სხვა დანარჩენში კი საუბარი ვირტუალურ რომანებზე მიდის.

გარდა ოჯახური კონფლიქტებისა, სოციალური ქსელი ადამიანებს სხვა დანაშაულებებისკენაც უბიძგებს. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში როგორც მინიმუმ ორი მკველლობა მოხდა, მხოლოდ და მხოლო „ფეისბუქზე“ განთავსებული „სტატუსის“ გამო. 34 წლის უეინ ფორესტერმა და 31 წლის ბრაიან ლუისმა საკუთარი ცოლები მხოლოდ იმის გამო მოკლეს, რომ მათ სტატუსი „დაქორწინებული“ – „თავისუფლით“ შეცვალეს. ორივე მკვლელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

სოციალური ქსელები არამხოლოდ უცხოეთშია პოპულარული…

წყარო: tnews.ge

მსგავსი ამბები

Back to top button