კულტურა

დრაზენ ერდემოვიჩი

clipimage002jq9

ეს არის პიროვნება რომელმაც ერთდროულად 70 მუსლიმი  მოკლა…

დრაზენ ერდემოვიჩი დაიბადა 1971 წლის 25 ნოემბერს, ქალაქ ტულზაში (ბოსნია ჰერცოგოვინა). იგი მსახურობდა ბოსნიურ ჯარში. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი მას ბრალი დაედო შეუიარაღებელ მუსლიმ ბოსნიელთა მკვლელობაში. ეს საზარელი ფაქტი მოხდა სრნებრნიკაში, რომელიც 15 კილომეტრითაა დაშორებული სერბეთის საზღვარს. (პილიციის ფერმის მახლობლად 1995 წ. 16 ივლისი). ახლა კი ვისაუბროთ უფრო ვრცლად მის შესახებ.

დრაზენ ერდემოვიჩს ჰყავდა ცოლი და მცირეწლოვანი შვილი, იგი თავდაპირველად მსახურობდა ბოსნიური მთავრობის ჯარში, შემდეგ კი ბოსნიურ ხორვატიულ შეიარაღებულ ძალებში. იგი ასევე ეწეოდა კონტრაბანდისტულ საქმიანობასაც და ეხმარებოდა სერბებს, მათ მიერ დაცულ ტერიტორიებზე გადაადგილებაში, 1993 წელს კი იგი იქნა დაკავებული და დაპატიმრებული. 1994 წლის აპრილის თვეში კი იგი გამოძახებულ იქნა ბოსნიურ–სერბ ჯარში და იგი შეუერთდა მე–10 ე დივერსიულ დანაყოფს, რომელიც ძირითადად ოპერაციებს ატარებდა მთავრობის მიერ დაცული ტერიტორიების მიღმა.

16 ივლისს ერდემოვიჩის დანაყოფის ნაწილი გაგზავნილ იქნა ბრანჟევოს ფერმასთან (აღმოსავლეთ ბოსნია). მეთაურმა ბრანო გოჯკოვიჩმა აცნო მათ რომ მალე უნდა გამოჩენილიყვნენ ავტობუსები რომელთაც გადაჰყავდათ მუსლიმები „სრნებრიკადან“, რაზეც აღნიშნულმა მეთაურმა გასცა ბრძანება, რომ ყველა უნდა დაეხვრიტათ ვინც კი ავტობუსში აღმოჩნდებოდა. მართლაც მალე გამოჩნდნენ ზემოთ ხსენებული ავტობუსები. ისინი სავსე იყვნენ ახალგაზრდებითა და ასევე ხნიერი ხალხით. გოჯკოვიჩმა აუხსნა ერდემოვიჩს თუ როგორ უნდა დაეწყო ხალხი რათა სიკვდილით დაესაჯათ ისინი, ამ უკანსკნელმა კი მამაკაცები გამოიყვნა და ჯგუფებად გადაადგილა მდელოზე რომელიც მდებარებოდა ფერმასთან ახლოს. მამაკაცთა პირველი ჯგუფი დააყენეს ერთ ხაზზე ზურგით სერბ ჯარისკაცებისაგან, რაზეც გოჯკოვიჩმა გასცა ცეცხლის გახსნის ბრძანება. თავდაპირველად ერდემოვიჩმა უარი განაცხადა, რაზეც მეთაურმა უპასუხა, რომ თუ მას ეცოდებოდა მუსლიმები მაშინ შეეძლო ისიც დამდგარიყო მათ გვერდით. ამის შემდეგ ერდემოვიჩმა გახსნა ცეცხლი. სწრაფმა ცეცხლა მალევე მოუღო ბოლო მამაკაცთა განწირულ ჯგუფს, რის შემდეგადაც გამოიყვანეს მინდორზე მეორე ჯგუფი რათა დაეხვრიტათ. როდესაც მისლიმებმა დაინახეს თუ როგორ ეყარნენ მიცვალებულები მინდორზე, მათ დაუწყეს თხოვნა რათა არ დაეხოცათ და მათი ნათესავები მათ ფულს გადაუხდიდნენ. თუმცა მათი თხოვნა ამაო აღმოჩნდა და ისინიც დახვრიტეს.

ერდემოვიჩი აცხადებს : „მე ძალიან მეცოდებოდა ეს ხალხი და არ მსურდა მათი სიკვდილი, ვინაიდან მათ ცუდი არაფერი გაუკეთებიათ ჩემთვის“. თუმცა ჯუჯკოვიჩი აცხადებდა რომ არ უნდა დარჩენილიყო თვითმხილველი. მუსლიმებთან ერთათ ასევე დახვრეტილ იქნენ ავტობუსის მძღოლებიც. ამ დღეს დაახლოებით დახვრეტილ იქნა 1120 – ადამიანი. ჯარისკაცები დადიოდნენ მიცვალებულთა გვამებთან და ამოწმებდნენ ვინმე ხომ არ იყპ ცოცხალი, ხოლო თუ ასეთი აღმოჩნდებოდა მას თავში ესროდნენ. ასევე ჯარისკაცები ძარცვავდნენ მიცვალებულებს, ხსნიდნენ ძვირფასეულობას და ა.შ.

ერდემოვიჩს ზუსტად არ ახსოვს დაახლოებით თუ რამდენი ადამიანი დახვრიტა. თუმცა იგი ვარაუდობს რომ დაახლოებით 70 კაცი იქნა მოკლული მის მიერ.

ამის შემდეგ ადგილზე მოვიდა ბოსნიელი ოფიცერი, რიმელმაც განუცხადა მას, რომ იგი უნდა წასულიყო პილიციასთან ახლოს მდებარე ქალაქში, სადაც 500 ბოსნიელს უპირებდნენ სიკვდილით დასჯას. მაგრამ ამ ჯერად ერდემოვიჩმა უარი განაცხადა, ასევე უარი განაცხადეს მასზედ დაქვემდებარებულმა პირებმაც.

Back to top button