TECH & მეცნიერება
ტრენდული

ხელოვნური ინტელექტი ჩაგვანაცვლებს?!

ჩნდება ლოგიკური კითხვა – ჩაგვაცანცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი?

„დედამიწაზე მომხდარ ყველა დიად ამბავს თან ახლავს რაღაც ტრაგიკულიც“. ოსკარ უალდი

მას შემდეგ, რაც ჩათჯიპიტი (ხელოვნური ინტელექტის ყველაზე მასშტაბური მოდელი) 2022 წლის ნოემბერში ოფიციალურად ჩაეშვა, შეიძლება ითქვას, რომ სამყარო შეიცვალა. მოცემული წლიდან მოყოლებული ხალხი მას იყენებდა კომპანიის იდეების გენერირებაში, წერილების, იმეილების, პოსტებისა და წიგნების წერაში, ბიზნეს გეგმის შედგენასა და პროგრამული კოდების შექმნაში, თუმცა AI-ის შესაძლებლობები აქ არ სრულდება, მას თითქმის ყველა ის უნარი აქვს, რაც არ მოითხოვს ემოციებს, ფიზიკურ შრომასა და მყარი ემპათიის განცდას.

რა არის ჩათჯიპიტი და როგორია ხელოვნური ინტელექტის ისტორია?

ChatGPT არის ადამიანის მსგავსი მოდელი, რომელიც მასთან უშუალო კომუნიკაციის დამყარების საშუალებას იძლევა. ხელოვნური ინტელექტის (AI) ისტორია დაიწყო ანტიკურ ხანაში, მითებით, ისტორიებითა და ჭორებით ხელოვნური არსებების შესახებ, რომლებიც დაჯილდოვებულია ოსტატების მიერ ინტელექტით ან ცნობიერებით. თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის  პირველი თესლი დათესეს ფილოსოფოსებმა, რომლებიც ცდილობდნენ აღეწერათ ადამიანის აზროვნების პროცესი, როგორც სიმბოლოების მექანიკური მანიპულირება. ამ ნაშრომმა კულმინაციას მიაღწია 1940-იან წლებში პროგრამირებადი ციფრული კომპიუტერის გამოგონებით, მანქანა, რომელიც დაფუძნებულია მათემატიკური მსჯელობის აბსტრაქტულ არსზე. ამ მოწყობილობამ და მის უკან არსებულმა იდეებმა შთააგონა რამდენიმე მეცნიერი, რომ სერიოზული მსჯელობა დაეწყოთ ელექტრონული ტვინის შექმნის შესაძლებლობის შესახებ. 21-ე საუკუნეში ის რაც ადრე ყველას მითი ეგონა რეალობად იქცა.

androids women alicia vikander actress wallpaper preview

გუგლი და ამაზონი არ გამორიცხავს AI ბოტების დაქირავებას უახლოეს დროში. ამაზონის კვლევა აჩვენებს, რომ ჩათჯიპიტის გაცილებით უკეთ და სწრაფად შეუძლია უპასუხოს კლიენტების კითხვებსა და მოამზადოს სასურველი დოკუმენტები. გუგლის საძიებო ძრავში კი იგეგმება ბოტების აყვანა, რომლებიც საწყისი დონის კოდებზე იმუშავებენ.

2013 წლის ოქსფორდის კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნური ინტელექტი ამერიკელ ხალხთა სამსახურების 47%-ს ჩაანაცვლებს შემდეგი 20 წლის მანძილზე. პოტენციურად ადამიანებისთვის მოცემული მდგომარეობა საფრთხედ აღიქმება, ვინაიდან AI-ს უკვე აქტიურად იყენებენ კომპანიები, რომლებიც ცდილობენ ჩაანაცვლონ ყველა ციფრული პროფესია, მათ შორის: გრაფიკული დიზაინი, კონტენტის შექმნა, პროგრამირება, ქოფირაითინგი, ბიზნეს გეგმის შედგენა, საბუღალტრო საქმე, სტატიების წერა, ჟურნალისტიკა და სხვა.

ცხადია, უამრავი ადამიანი და AI ინჟინერები გვარწმუნებენ, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ზრდის ჩვენს პროდუქტიულობას და უზრუნველყოფს მარტივ სამუშაო გარემოს, თუმცა დღევანდელი ვითარებით ნათლად ჩანს, რომ ადამიანთა შრომა გაუფასურებისკენ მიდის, რადგან არავის სურს დაუკვეთოს შემსრულებელს საქმე, რომლის გაკეთებაც სწრაფად, ეფექტურად და უფასოდ, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიძლება.

desktop wallpaper misconceptions about robots and artificial intelligence sentient robot

2023 წლის მარტში გამოვიდა ხელოვნური ინტელექტის ახალი მოდელი Open AI-სგან – GPT-4, (ჯიპიტი 4) რომელიც შეიცავს 170 ტრილიონ პარამეტრს განსხვავებით ჩათჯიპიტისგან, რომელიც 175 მილიარდი პარამეტრისგან შედგება. ჯიპიტი 4 100-ჯერ უფრო ძლიერია მის წინამორბედზე და თითქმის სრულად შეუძლია ადამიანის კოპირება, მისი მიმიკებისა და კომუნიკაციის გამოყენება.

ბოლო 1 წლის მანძილზე ბაზარზე 14.000-ზე მეტი ხელოვნური ინტელექტი გამოჩნდა უნიკალური უნარებით, ზოგიერთ მათგანს ფურცელზე დახატული საიტის რეალურად ქცევაც კი შეუძლია. თქვენ უკვე შეგიძლიათ ტექსტი ნებისმიერ ენაზე მარტივად თარგმნოთ და AI-ის შეაქმნევინოთ ნახატი მხოლოდ თქვენს მიერ დაწერილი ტექსტის გამოყენებით. მოცემული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ხელოვნური ინეტელექტი ელვისებური სისწრაფით აგრძელებს წინსვლას.

ხელოვნურ ინტელექტს კარგთან ერთად გააჩნია რამდენიმე უარყოფითი მხარე.

  1. არაეთიკური კონტენტი – ChatGPT-ს აქვს დამცავი ღობეები, რათა თავიდან აიცილოს შეურაცხმყოფელი და არაეთიკური შინაარსის გავრცელება. თუმცა, თუ მომხმარებელი საკმარისად არის გათვითცნობიერებული, არსებობს გზები, რომ ChatGPT-იმ თქვას ის, რაც მავნე და არაეთიკურია.
  2. ყალბი სერვისები – ChatGPT შეიძლება გამოყენებულ იქნას ახალი აპლიკაციების, სერვისების, ვებსაიტების და სხვათა შესაქმნელად. ეს შეიძლება იყოს ძალიან პოზიტიური ინსტრუმენტი, როდესაც გამოიყენებთ ამავე მიზნებისთვის, როგორიცაა საკუთარი ბიზნესის შექმნა, ან თქვენი ოცნების იდეის რეალიზება. თუმცა, ეს ასევე ნიშნავს, რომ გამარტივდა წვდომა ყალბი სერვისებისა და პროდუქტების შექმნის.
  3. ინფორმაციის შეგროვება – მავნე განზრახვით მოქმედ პირს შეუძლია შეაგროვოს ინფორმაცია ChatGPT-დან, რომელსაც მოგვიანებით გამოიყენებს ზიანის მისაყენებლად. მას შემდეგ, რაც ჩეთბოტი გაწვრთნილ იქნა უამრავ მონაცემზე, მის ხელშია უზარმაზარი რესურსი, რომელიც შეიძლება იარაღად იქცეს, თუ არასწორ ხელში მოხვდება. კვლევაში ChatGPT-ს სთხოვენ გაამჟღავნოს თუ რა IT სისტემას იყენებს კონკრეტული ბანკი. ჩატბოტი, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის გამოყენებით, აგროვებს სხვადასხვა IT სისტემებს, რომლებსაც აღნიშნული ბანკი იყენებს. ეს არის მავნე მოქმედების მაგალითი, რომლის გამოყენებაც შეუძლია ავი განზრახვების მქონე ადამიანს.

საბოლოოდ რისი თქმა შეიძლება თუ არა იმის, რომ ინოვაციები სამყაროს ცვლიან, თუმცა სადამდე ეს ჯერჯერობით არავინ იცის. განა კიდევ ვიქნებით გამოსადეგები რამდენიმე დეკადის შემდეგ? ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ და თავად ვიხილოთ.

ხელოვნური ინტელექტის უფასო ვერსია შეგიძლიათ გამოცადოთ შემდეგ მისამართზე: https://chat.openai.com

Ucnauri

მსგავსი ამბები

Back to top button