არქივი
Top 10 უხამსი თამაში
ამერიკის მასმედიის და ოჯახის ეროვნულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა უხამსი და ძალადობის შემცველი ვიდეო-თამაშების სია. რაც მოწოდებულია დაეხმაროს მშობლებს აარიდონ მოზარდებს მათი ასაკისათვის შეუფერებელ გართობებს, იტყობინება სააგენტო AP.
მოხსენებაში გამოკვლევის ავტორები პირობას დებენ რომ, უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებენ სპეციალურ სახელმძღვანელოს მშობლებისათვის ე.წ. parent-control საშუალებების გამოყენების შესახებ, რაც გულიხმობს არარეკომენდებული ინტერნეტ-რესურსებისა და ტელეარხებით სარგებლობის შეზღუდვის შესაძლებობას.
2008 წელს 17 წლამდე მოზარდებისათვის არასასურველი თამაშების სია:
1. Blitz: The League II.
2. Gears of War 2.
3. Saints Row 2.
4. Dead Space.
5. Fallout 3.
6. Far Cry 2
7. Legendary.
8. Left 4 Dead.
9. Resistance 2.
10. Silent Hill: Homecoming