საკითხავისასარგებლოსაქართველო

მცირე ეპიზოდი გალაქტიონის ცხოვრებიდან

i5909 GALAQTIONI

გალაკტიონი ყვება:

,,მე დავესწარი სალიტერატურო საღამოს, გამართულს ხელოვნების სასახლეში. წარმოსთქვეს სიტყვები, წაიკითხეს ლექსები. მაგრამ მე ვიგრძენი საშინელი სიცხადით, თუ რა მსუბუქი და მჩატეა ყოველგვარი სიტყვა გრძნობათა გამოსახატავად. იოტისოდენადაც არ ხვდება გულს არავითარი რითმა, არავითარი აწეული პათოსი, არავითარი დაფასება. ყოველივე ეს მხოლოდ სიტყვებია, რომლებიც ცვივიან უგულო კაკლებივით. არ ვიცი რანაირი პოეზია მოახდენს ეხლა ჩემზე რაიმე შთაბეჭდილებას საზოგადოდ…

მაგრამ ჩუმად! სალიტერატურო საღამოზე უცებ პიანინოს მიუახლოვდა ახალგაზრდა კაცი. მან მისცა მუსიკა განცდებს და ყველაფერი ჩემთვის განათლდა, ვიგრძენი ნამდვილი ხელოვნება…”

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close