არქივი

ფარაონთა ორგიები

ab980177a12a

არცთუ იშვიათად ისტორიას უყვარს კატეგორიული დასკვნები. ზოგი ისტორიკოსი ეგვიპტური კულტურის დაცემის მიზეზად  ფარაონთა გარყვნილი ცხოვრების წესს მიიჩნევს. მიზეზი თუმცა გაბერილია, მაგრამ ის კი სწორია, რომ ფარაონის სახელმწიფოებრივი ძლიერება და მისი პირადი ცხოვრების წესი ყოველთვის ურთიერთკავშირშია და ეს უბრალო ქცევის წესები ირიბად, მაგრამ მაინც უკავშირდება სახელმწიფო ძლიერებას.

მონოგამიის კანონებიდან გამომდინარე, ჩვეულებრივ ეგვიპტელს ერთ ცოლზე მეტის ყოლა ეკრძალებოდა, მაგრამ მათ ჰქონდათ დაახლოებით 500 ქალიანი ჰარამხანა, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში იყო განაწილებული ფარაონთათვის საწოლის გასართობად. არსებობდა აგრეთვე, უმაღლსი ქალბატონი, მმართველი ქალი, რომელიც ოფციალურ მეუღლეს წარმოადგენდა და მას ფარაონის ღვიძლი დებიდან ირჩევდნენ, რათა მაღალი სისხლის მოზიარე არ ყოფილიყო ვინმე დაბალი წარმოშობის ქალბატონი და არ შეერყვნა მისი უდიდებულესობა ფარაონთა სისხლი. აი , ეს უზენაესი ქალბატონი ესწრებოდა მაღალი მნიშვნელობის მქონე რელიგიურ რიტუალებს, პოლიტიკურ თუ დიპლომატიურ შეხვედრებს. ამ შეხვედრების აღსანიშნავად იმართებოდა ორგიები. მას მხოლოდ ფარაონის პირადი მეგობრის ტიტულის მქონე დიდებულები ესწრებოდნენ. ყველას – არა, მაგრამ იყო შემთხვევები, რომ თუ სტუმარი ცუდად სვამდა, მას აუცილებლად ყველა ტიტულს ჩამოართმევდნენ (კარგად სმის დოზა ალბათ განსაზღვრული იყო) და მეორე დღესვე ქალაქიდან გაისტუმრებდნენ. საერთოდ კი, სტუმრებისათვის ღვინო, ბარძაყზე ოქროსსაფარიან მონებს, თიხის ჭურჭლებით მოჰქონდათ და ოქროს თასებში უსხამდნენ, საკმაო ზარხოშის შემდეგ კი ეზოთერიული მისტერიები იწყებოდა: ფარაონს თითქოს ციდან შემოესმოდა , რომ რომელიმე ქალთან უნდა განმარტოებულყო და ზეციური ხმის ნებას უნდა დაჰყოლოდა . ანალოგიური რიტუალი იწყებოდა სხვების ცხოვრებაშიც , რომელთაც ასევე ქალის სახელს ეტყოდნენ ჩურჩულით…
წარსულის ეს რომანტიკული თავდავიწყება ხშირად ჩხუბით თავდებოდა და ეს იყო მაშინ, როდესაც 2 წარჩუნებულს ერთი და იმავე ქალის სახელს ეტყოდნენ.

44b06921d5ad

რამზეს II დროინდელი პაპირუსი მოგვითხრობს : მთავარ მეღვინეს, ვინემუასეტს და მთავარ მერიქიფეს , მენეძურას კანცელარიის მთავარი ზედამხედველის მზეთუნახავი ქალიშვილი უატხეკიუ ვერ გაუყვიათ და პირადაპირ ფარაონის მაგიდიდან აღებული დანებით დარევიან ერთმანეთს. ვინემუასეტს მენეძურასთვის თვალი გამოუთხრია, ხოლო მენეძურას მისთვის ყური მოუჭრია. უეტხეკიუს სისხლი , რომ დაუნახავს, გული წასვლია და ფარაონის საყვარელი ვაზა გაუტეხავს, დილით სამივე პროვინციაში გადაუსახლებით.

ყველაზე დიდი ორგიები მაინც ფარაონთა ჰარამხანებში იმართებოდა. 500 ხარჭიდან თავის გულისწორს ქალი იშვიათად ხვდებოდა და ამიტომ მათი გონება სავსე იყო ათასგავრი ინტრიგებით. ამენემხეტ პირველს შეთქმულებაც კი მოუწყვეს და როდესაც ფარაონს დილით 15 წლის ბიჭთან სასიყვარულო ორგიის მერე ტკბილად ეძინა, ქალებმა შეუსწრეს , ბავშვი შეშინდა და სწრაფად გაიქცა, მაგრამ მისი მდევარი ზურგში ნასროლი დანა აღმოჩნდა., ხოლო ფარაონი ყელსახვევით მოახრჩვეს და დილით ახალი ფარაონი ერთ-ერთი ხარჭის შვილი გახდა.

რამზეს III-საც მოუწყვეს შეთქმულება და მთავარ შეთქმულს, ტუიას , თავისი ვაჟის პენტაურის ტახტზე აყვანა სურდა, მაგრამ ფარაონის სხვა ცოლებმა ეს შეიტყვეს და საწრაფოდ აცნობეს ფარაონს მოსალოდნელი უბედურება. შეთქმულების ყველა მონაწილე სიკვდილით დასაჯეს, ხოლო 2 წარჩინებულს , რომელთაც ამის შესახებ არაფერი იცოდნენ , ცხვირი , ყურები და თითები მოაჭრესდა პროვინციაში გადაასახლეს. ტუილა კი კასრში ჩასვეს, რომელსაც პატარა ხვერელი ჰქონდა და ჯურღმულში ჩააგდეს.

808da4fcd9bb

Back to top button