ტემპერატურის რეკორდული ცვლილება დაფიქსირდა ბრაუნინდში (მონატანა, აშშ) აქ 1916 წელს იანვარში ერთი დღე–ღამის მანძილზე ტემპერატურამ +7-დან -49 გრადუსამდე დაიწია.
„სიკვდილის ხეობაში¨ (კალიფორნია, აშშ) 1917 წლის 6 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ანუ 43 დღის მანძილზე ტემპერატურა +49 გრადუსზე დაბლა არ ჩამოსულა.
ბარბლ–ბარში (დასავლეთ ავსტრალია) 1923 წლის 31 ოქტომბრიდან 1024 წლის 7 აპრილამდე, ტემპერატურა 160 დღის განმავლობაში +37,8 გრადუსს დაბლა არ დაწეულა.
უინდებში (დასავლეთ ავსტრალია) 1946 წელს 333 დღის განმავლობაში +32,2 გრადუსზე დაბლა ტემპერატურა არ დაფიქსირებულა.
1983 წლის 21 ივლისს, სადგურ „ვოსტოკზე¨ (ანტარქტიდა) ზღვის დონიდან 3,420 მ–ის სიმაღლეზე აღირიცხა რეკორდულად მინიმალური ტემპერატურა -89,2 გრადუსი.