გასართობისასარგებლოუცნაური

10 ფაქტი სიზმრის შესახებ

ce8be405306d

გაგრძელებაში იხილავთ 10 ფაქტს სიზმრის შესახებ :)

10. ბრმები სიზმარს ხედავენ
ec782c006767
ადამიანები, რომლებიც დაბადების შემდეგ ბრმავდებიან, ძილში სიზმარს ხედავენ. ხოლო ვინც ბრმა იბადება, ის სიზმარს ვიზუალური აღქმის გარეშე ხედავს. ამ დროს მას უმძაფრდება სხვა გრძნობები: ყნოსვა, შეხება, სმენა, ემოციები.

9. ადამიანს სიზმრების 90% არ ამახსოვრდება
a3dc191e7cf0
გაღვიძებიდან 5 წუთში გავიწყდებათ სიზმრების ნახევარი, ხოლო 10 წუთში-90%.
ერთხელ, ცნობილმა პოეტმა სამუელ ტეილორ კოლრიჯმა გაღვიძებისთანავე ლექსის სახით დაიწყო თავისი სიზმრის აღწერა, რომელსაც “კუბლა ხანი” უწოდა. წერის დროს მას ინგლისის ქალაქ პორლოკიდან მომავალი სტუმარი ეწვია და იძულებული გახდა, წერა შეეწყვიტა. ხოლო როცა წერისთვის კვლავ მოიცალა, ვერაფრით გაიხსენა სიზმრის გაგრძელება და პოემა სამუდამოდ დაუმთავრებელი დარჩა.

8. სიზმარს ყველა ხედავს
3fffc5b08d48
სიზმარს ადამიანი ყოველ ღამეს ნახულობს (გამონაკლისია მწვავე ფსიქოლოგიური შეტევის დღეები). მაგრამ ქალები და კაცები სხვადასხვანაირ სიზმრებს ნახულობენ. კაცები უფრო ხშირად სხვა კაცები ესიზმრებათ, იმ დროს როცა ქალებთან გენდერული ბალანსია დაცული.

7. სიზმრები ფსიქოზს თავიდან გვაცილებს
39728b0a024f
სტუდენტებზე კვლევის ჩატარებისას, რამდენიმე სტუდენტს სიზმრის დასაწყისში აღვიძებდნენ, ხოლო შემდეგ ნებას აძლევდნენ ჩვეულებრივ 8 საათი ეძინათ. ასეთ სტუდენტებს მეორე დღეს აღენიშნებოდათ ყურადღების გაფანტულობა, არასტაბილურობა, ჰალუცინაციები და ფსიქოზის ნიშნები 3 დღის განმავლობაში. ხოლო როდესაც ჩვეულებრივ ძილი განაგრძეს, სტაბილურობა აღუდგათ.

6. ჩვენ ის გვესიზმრება, რაც ვიცით
c1c23cf8daa3
ალბათ ხშირად დაგსიზმრებიათ უცხო ადამიანები, რომლებიც გგონიათ რომ თქვენი წარმოსახვის ნაყოფია :) რეალურად, ისინი ნამდვილი ადამიანები არიან, რომლებიც ოდესღაც ერთხელ მაინც გინახავთ. სერიული მკვლელი თქვენს სიზმრებში შეიძლება იყოს ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის თანამშრომელი, რომელმაც მამათქვენის მანქანაში ბენზინი ჩაასხა როცა თქვენ ძალიან პატარა იყავით :)

5. ყველა ვერ ხედავს ფერად სიზმრებს
6ba9b14815c5
არადალტონიკი ადამიანების 12% შავ-თეთრ სიზმრებს ხედავს. ამასთან ხშირად ერთი და იგივე თემის სიზმრებს ნახულობენ: დაგვიანება, დაცემა, სასწავლო დაწესებულება, გამოკიდება, სირბილი, ფრენა, მიცვალებული, ავარია და ა.შ. დადგენილია, რომ ავარიები და სიკვდილი ფერად სიზმრებში უფრო ხშირია, ვიდრე შავ-თეთრში.

4. სიზმარი შეიძლება ის არ იყოს, რასაც ხედავ
f7559e2dbfe1
შეიძლება სიზმარში რაიმე საგანი სულ სხვას გამოხატავდეს. ხშირად ბევრ დეტალს სიზმარში სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ქვეცნობიერი ამ გზით ცდილობს გაგაგებინოთ სიზმრის არსი.

3. ვინც სიგარეტს ანებებს თავს, უფრო ემოციურ სიზმრებს ხედავს
197a5f8c8642
ვინც სიგარეტს წლების განმავლობაში ეწეოდა და შემდეგ თავი გაანება, უფრო ემოციურ სიზმრებს ხედავს. ერთ-ერთი ამერიკული ფსიქოლოგიური ჟურნალის მიხედვით, 293 მწეველზე ჩატარდა კვლევა. მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ, 1-4 კვირის განმავლობაში მათი 33% ღამეში ერთ სიზმარს მაინც ხედავდა სიგარეტის შესახებ. ესიზმრებოდათ, რომ ისევ ეწეოდნენ. დანარჩენი სიზმრები კი მკვეთრად ნეგატიური იყო-პანიკა და დანაშაული. ამის მიზეზი იყო მოწევისთვის თავის დანებება, რადგან მაქამდე 97% ასეთ სიზმრებს არ ნახულობდა.

2. გარეშე სტიმულებმა შეიძლება ჩვენს სიზმრებზე იმოქმედოს
0907c294c7d1
ალბათ ყველას გამოუცდია მდგომარეობა, როცა ძილში რაღაც მუსიკა ჩაესმა და სიზმარშიც იგივე ნახა :) წყურვილისას კი გესიზმრებათ როგორ სვამთ წყალს, ქვეცნობიერი ასე ცდილობს წყურვილის გრძნობა მოგიკლათ.

1. სიზმრის დროს პარალიზებული ხართ
838e38d3b6a2
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ძილისას თქვენი სხეული პარალიზებულია. ტვინი მაქსიმალურად თიშავს სხეულს, რათა თავიდან აგაცილოთ იმ მოძრაობების გამეორება, რასაც ძილში ნახავთ. ჯირკვლები გამოყოფენ სპეციალურ ჰორმონებს, რაც ადუნებს ნერვულ სისტემას და ხელს უწყობს სხეულის პარალიზებას.

აქვე ბონუსად 3 ფაქტი:
1. ხვრინვისას სიზმარს ვერ ხედავთ.
2. 3 წლამდე ბაშვები საკუთარ თავს არ ნახულობენ სიზმარში. 3-დან 7-8 წლამდე ისინი უდრო მეტ კოშმარს ნახულობენ, ვიდრე ჭაბუკობისას.
3. თუ თვალების სრესვით გაიღვიძეთ, მეტი შანსია რომ სიზმარი გაიხსენოთ, ვიდრე ჩვეულებრივი გაღვიძებისას :)

წყარო: http://listverse.com

მსგავსი ამბები

Back to top button