საკითხავისასარგებლო

ბოდვა

0cccdfa6087b

ბოდვა-არის ავადმყოფური იდეები, წარმოდგენები, რომელიც არ შეესატყვისება რეალურ სინამდვილეს და რომელთაგანაც ავადმყოფის გადარწმუნება შეუძლებელია. საფუძვლად უდევს ნერვული მოქმედების დარღვევა.

განარჩევენ ბოდვას დარღვეული ცნობიერების დროს, რომელიც გვხვდება ინფექციური დაავადების განვითარების უმაღლეს სტადიაზე, აგრეთვე შხამებით და ალკოჰოლით მოწამვლის შემთხვევაში, ბოდვას ნათელი ცნობიერების დროს. უკანასკნელი უფრო თანამიმდევრული და მყარია. ჩვეულებრივ ახლავს ფსიქიკურ დაავადებებს – შიზოფრენიას, ინვოლოციურ ფსიქოზს, ფსიქოგენურ რეაქციებს და სხვა. ბოდვითი იდეები მთლიანად იპყრობს პიროვნებას, ვერავითარი ფაქტი და არგუმენტი ვერ დაარწმუნებს ავადმყოფს მისი აზრების მცდარობაში. Bბოდვას ახასიათებს ლოგიკური აზროვნების დარღვევა, აფექტური დაძაბულობა და ეგოცენტრიზმი.

გუნება-განწყობის მიხედვით ბოდვა დეპრესიული ან ექსპანსიურია. სტრუქტურის მიხედვით სისტემური (გარკვეული თანამიმდევრობითი ჩამოყალიბებული აზრები) და უსისტემო (წყვეტილი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცვალებადი აზრები), კონკრეტული შინაარსით კი –დევნის, მოწამვლის, ეჭვიანობის, განდიდების, გამოგონების და სხვა.

ბოდვა ფსიქიკური დაავადების ერთ-ერთი არსებითი ნიშანია და მისი უკუგანვითარება ავადმყოფური მდგომარეობის საერთო გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული. იგი ირაციონალური რწმენაა. მისი თვისებებია: 1) შეურყეველი რწმენა 2) არასწორი, ალოგიკური არგუმენტები და კრიტიკა.

სტრუქტურის მიხედვით გამოყოფენ ორი სახის ბოდვას. ინტერპრეტაციულ ანუ პირველად ბოდვას და მეორადს ანუ ხატოვანს.

პირველადი ბოდვა ვითარდება სპონტანურად გარე სამყაროს და საკუთარი არასწორი განცდის შედეგად. Aადრე ამ ტიპს ინტელექტუალურ მონომანიას ეძახდნენ. Aამ დროს მცდარი მსჯელობა ვითარდება რაციონალური, ლოგიკური აზროვნების დახმარების შედეგად. მაშინ, როდესაც გრძნობადი ხატოვანი შემეცნება არ არის დაზიანებული.

პირველადი ბოდვის განვითარებაში არჩევენ შემდეგ ეტაპებს:
1) ბოდვითი აღქმა- როდესაც საგნები და მოვლენები ხდება სახიფათო, უცნაური და იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას,
1) ჩვეული მოვლენები- ახალ მნიშვნელობას და შინაარსს იძენს ბოდვითი წარმოდგენა.
2) ბოდვითი შეცნობა სიტუაციის- ამ დროს ხდება ავადმყოფის გარეშე მომხდარი და მიმდინარე მოვლენების ,,არსში წვდომა”. (მათი ჭეშმარიტი აზრის გაგება) ბოდვის ამ ფორმასთან დამახასიათებელია მონოთემატურობა (ერთი თემა) და სისტემატიზაცია., რომელიც გულისხმობს ავადმყოფური მსჯელობის ერთიან მყარ გამოკვეთილ აზრში ჩამოყალიბებულს და გამოხატავს როგორც წესი ერთ შეხედულებას, მოსაზრებას ან დასკვნებს.

შინაარსის მიხედვით ბოდვა იყოფა – გამომგონებლობით, რეფორმატორული და უცხო წარმოშობის.
Aარსებობს პირველადი ბოდვის სხვადასხვა სახეები. მაგ. ღაზოიანობის ანუ ცოლ-ქმრული ეჭვიანობის ბოდვა. Mმოდავეობის ბოდვა.მაგ.როცა დადის და იძახის რაღაცაზე ,,ჩემიაო”. აგრეთვე დევნის ბოდვა – თითქოს რაღაცას უწყობენ, დასდევენ. ჰიპოქონდრული ბოდვა- აკვიატება რაიმე დაავადების როგორიცაა მაგალითად კიბო. მის ერთ-ერთ ვარიანტს წარმოადგენს ,,დის მორფო მანია”, რომელიც სხეულის ნაწილების, სახის ნაკვთების შეცვლაში მდგომარეობს. გრძნობადი ბოდვა- ახასიათებს შედარებით რთული სტრუქტურა, ვითარდება ჰალუცინაციებთან, ემოციურ და სხვა აშლილობებთან ერთად და როგორც წესი მეორადია და პირველად ბოდვისგან განსხვავებით არ ემყარება გაუკუღმართებულ ლოგიკაზე დამყარებულ მსჯელობას. იგი ემოციურად დატვირთული, პლასტიკური, თვალსაჩინო წარმოდგენების, ფანტაზიის შედეგია, რომელიც ხშირად კალეიდოსკოპიურ(სცენების მიხედვით) ხასიათს იძენს.

მეორადი ბოდვა ჩნდება ჰალუცინაციურ, ილუზორულ ემოციურ და მოტორულ დარღვევებთან კომპლექსში. დაძაბულობა დაბნეულობა და დეზორიენტაცია.

ბოდვის შინაარსი შეიძლება იყოს – ყოფითი, ყოველდღიური ურთიერთობების და ვითარებების გამომხატველი, მეორე ფანტასტიკური, რომელიც ასახავს მსოფლიოს, კოსმიურ მაშტაბის მოვლენებს, რომელთა ეპიცენტრშიც არის თვით ავადმყოფი- მასზეა დამოკიდებული სამყარო გადარჩება თუ არა. ყველაფერს ორმაგი მნიშვნელობა აქვს. მაგ. მეუღლე აგენტიცაა, ხოლო მეზობელი ზებუნებრივი ძალის მქონე ჯადოქარი.

არსებობს აგრეთვე მანიქეისტური ბოდვა. მაგ. ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის. ორ უკიდურესობას შორს ბოდვა. თავს მიაკუთვნებს ავადმყოფი სინათლეს ან სიბნელისთვის მებრძოლ უდიდეს პიროვნებას.

ასევე ექსპენსიური ბოდვა, რომელსაც პაციენტი გამოთქვამს ძლევამოსილის ფანტასტიკურობის, სიმდიდრის, გენიალური თვისებების და არაადამიანური ძალის იდეებს. აგრეთვე არის ინსცენირების ბოდვა – როდესაც მოვლენები ვითარდება სადღაც წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close