20. მოლაპარაკე ტუჩები
ეს მოწყობილობა დინამიკის ფუნქციას ასრულებს, იმ განსხვავებით, რომ მას “ტუჩების” მოძრაობა შეუძლია. მისი მიერთება USB-ს საშუალებით შესაძლებელია მობილურზე ან კომპიუტერზე :)
19. მუყაოს სპიკერები
სპიკერი, რომელიც შეგიძლიათ დაკეცოთ. კომპანია “MUJI”-ს პროდუქტი
18. მოლაპარაკე იაპონური საათები
საათი, რომელსაც დროის ჩვენების გარდა, შეუძლია იაპონური ენაც გასწავლოს : ) ფასი სულ რაღაც 20$
17. კალამი ფურცლით
კალამი რომელსაც შეუძლია ე.წ. “შპარგალკის” ფუნქციაც გაგიწიოთ
16. ჭიქა ღუმელზე
ეს მოწყობილობა უმოკლეს ხანში გააცხელებს წვნიანს, უფრო სწრაფად, ვიდრე მიკროტალღოვანი ღუმელი.
15. ბუნებრივ აირზე მომუშავე ბლენდერი
მტკიცე მასალის ბლენდერი, რომლის გაბზარვა თითქმის შეუძლებელია. ჭიქები ალუმინისაა. ფასი-$275.
14. მინი კუპერის მაგიდა
დამზადებულია MiniStatements-ის მიერ. მაგიდა ისეა აწყობილი, რომ რეალურ მინი კუპერს გავს. ფასი – $4400
13. ხის საათი
გამორთვისას, ეს საათი ჩვეულებრივ ხის ნაჭერს გავს. ჩართვისას კი ელექტრონული საათის გამოსახულება ჩნდება. ფასი – $379
12. LCD მონიტორი ავტომობილის ფარებში
სულ რაღაც $900-ად
11. ვირთხის სარბოლო საათი
გარდა იმისა რომ დროს შეიტყობთ, გაერთობით ვირთხის ყურებით. მოწყობილობა აღჭურვილია 4D და 2AA ტიპის ბატარეებით. ფასი – $25
10. რადიო ტოსტერი
თუკი თქვენთვის მომაბეზრებელია ტოსტის მომზადებამდე ლოდინი, ეს მოწყობილობა თქვენთვისაა :yes: პარალელურად შეგიძლიათ უსმინოთ FM რადიოს
9. საწებლის გამანაწილებელი ჩხირები
იდეალური მოწყობილობა სუშის და სხვა მსგავსი კერძების საწებლით მოსაკაზმად . $21-ად თქვენ 1 წყვილ ასეთ ჩხირს შეიძენთ
8. ქუდი თავის დასაბანად
თუკი მხოლოდ თავის დაბანა გსურთ, ეს ქუდი დაგეხმარებათ . გარდა იმისა რომ საინტერესო ფორმა აქვს, შემქმნელთა განცხადებით, ის ხელს უწყობს თმების სწრაფად ზრდას და გახშირებას.
7. ციფრული აპარატი “SatuGO”
მოწყობილობა, რომელიც ერთი შეხედვით, სათვალთვალო კამერას ან ვიდეოთვალს გავს, რეალურად ციფრული აპარატია და 3 მეგაპიქსელიან სურათებს იღებს.აღჭურვილია 1GB მეხსიერებით. თუმცა ის ვიდეოთვალის ფუნქციითაცაა აღჭურვილი და კომპიუტერზე შეერთებისას ჩვეულაბრივად მუშაობს.
6. რუბიკის კუბიკი ბრმებისთვის
კუბიკი 6 სხვადასხვა მასალას შეიცავს: მეტალი, ხე, ქსოვილი, ქვა, რეზინა და პლასტმასი. შესაბამისად, მისი აწყობა შეხებითაც შესაძლებელია და ბრმებისთვის მშვენიერი გასართობია
5. RSStroom Reader
ამ მოწყობილობით შეგიძლიათ ამობეჭდოთ მსოფლიო სიახლეების შესახებ RSS ფორმატის ტექსტი ტუალეტის ქაღალდით :lol2: მოწყობილობა ასევე მოიცავს Wi-Fi ტექნოლოგიას და USB 2.0-ს. იმისთვის რომ მოწყობილობა ამუშავდეს, თქვენ უნდა დაჯდეთ მასზე. წონის გათვალისწინებით, RSStroom Reader ამობეჭდავს შესაბამისი რაოდენობის სიახლეებს
4. საიმედო საფულე
ქურდებისგან თავდასაცავი საუკეთესო საშუალება :D ხელმისაწვდომია $9-ად
3. თავის ფორმის დანის ჩასადები
იდეის ავტორია ირენ ვან გესტელი. მოწყობილობა ხისაა.
2. შხაპის ფორმის ქამარი
კარლ ჰაგერლინგის დიზაინით შექმნილი ქამარი. ქამრის გარდა, მას შხაპის ფუნქციაც აქვს
1. კანის ფორმის ლეპტოპის ჩანთა
სინთეტიკური ადამიანის კანისგან დამზადებული ლეპტოპის ჩასადები ჩანთა. ზომა 39 X 29 სმ. ფასი $601.
წყარო: http://www.techeblog.com