არქივი

ათი ფაქტი ასთმასთან დაკავშირებით

069970d79c3a

მეცნიერთა აზრით, ასთმა მძიმე ქრონიკული, მაგრამ ამავე დროს კონტროლირებადი დაავადებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია ათი ფაქტი ასთმასთან დაკავშირებით:

1. ჯანმოს მონაცემებით, ამჟამად ასთმით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 300 მილიონს შეადგენს. 2005 წელს ამ დაავადებით დაიღუპა 255 000 ადამიანი.
2. გადაუდებელი ზომების მიღების გარეშე ასთმით დაღუპულთა რიცხვი მომდევნო 10 წლის მანძილზე გაიზრდება სავარაუდოდ 10%-ით. ასთმის განკურნება არ ხდება, მაგრამ სწორი დიაგნოზი და მკურნალობა, პაციენტის შესაბამისი ცოდნის ამაღლება უზრუნველყოფს ამ დაავადების წარმატებულ კონტროლსა და მენეჯმენტს.
3. ასთმა გვხვდება ყველგან ქვეყნის განვითარების დონის მიუხედავად. ამ დაავადებით სიკვდილიანობის 80%-ზე მეტი აღინიშნება დაბალ და საშუალოზე დაბალ შემოსავლიან ქვეყნებში. ეფექტური კონტროლისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის უზრულველყოფა, განსაკუთრებით ღარიბი მოსახლეობისთვის.
4. ასთმა ქრონიკული დაავადებაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია გაძნელებული და მსტვინავი სუნთქვითი შეტევების პეროიდული განმეორება. სხვადასხვა ადამიანში განსხვავებულია შეტევების სიმძიმე და სიხშირე.
5. სიმპტომების გამოვლენა შეიძლება მოხდეს კვირაში ან დღეში რამოდენიმეჯერ. ზოგიერთი ადამიანისთვის სიმპტომები მძიმდება ფიზიკური აქტივობის დროს ან ღამით. აუცილებელია გამომწვევი მიზეზის ამოცნობა და თავიდან არიდება, რათა არ მოხდეს შეტევების პროვოცირება, რესპირატორული შოკი და შემდეგ, სიკვდილის განვითარება.
6. შესაბამისი მკურნალობა ისეთი მედიკამენტებით, როგორიცაა შესასუნთქი კორტიკოსტეროიდები, ამსუბუქებს მდგომარეობას და ამცირებს ასთმასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის რიცხვს.
7. ასთმა ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა ბავშვთა შორის, მაგრამ შესაძლებლია მისი კონტროლი სხვადასხვა პრევენციული ზომებით და ინდივიდუალური სიმპტომების შესაბამისი მკურნალობით.
8. ასთმისთვის ყველაზე ძლიერ რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს: საყოფაცხოვრებო ალერგენები, ისეთი, როგორიცაა საწოლთან, ნოხთან და ავეჯთან დაკავშირებული სახლის მტვერი, დაბინძურებული ჰაერი და შინაური ცხოველის ბეწვი; გარე ალერგენები, როგორიცაა მცენარეული მტვერი, თამბაქოს კვამლი და ქიმიური გამაღიზიანებლები, რომლებიც შეიძლება იყოს სამუშაო ადგილზე.
9. ასთმისთვის გამშვები მექანიზმი შეიძლება იყოს ცივი ჰაერი, ექსტრემალური ემოციური აზნება, ისეთი, როგორიცაა სიბრაზე ან შიში, ასევე ფიზიკური ვარჯიში.
10. ხშირად არ ხდება ასთმის დიაგნოზის დროული დასმა და შესაბამისი მკურნალობა, რაც მკაცრად ზღუდავს ადამიანთა აქტივობას მთელი სიცოცხლის მანძილზე და უქმნის მნიშვნელოვან სირთულეებს დაავადებულებსა და მათ ოჯახებს.

wyaro: romeligac forumidan… ;)

__ ნენე __

davibade tbilisshi, vcxovrob tbilisshi, savaraudod vicxovreb ucxoetshi da aseve savaraudod movkvdebi tbilisshi... ;]]

მსგავსი ამბები

Back to top button